საქართველოს პარლამენტმა იარაღის შესახებ ახალი კანონპროექტი, 81 ხმით დაამტკიცა. ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ დებულებები, ერთმანეთისგან განასხვავებს - თავდაცვისა და სანადირო იარაღებს. კერძოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სმ-ზე ნაკლებია (22 დიუმი) ითვლება თავდაცვით იარაღად. ყველა სხვა უფრო დიდი სიგრძის ლეგალური ცეცხლსასროლი იარაღი კი - სანადირო იარაღად.
გარდა ამისა, კანონპროექტი პოლიციას უფლებას აძლევს შეამოწმოს და დაადასტუროს იარაღის შენახვის წესების დაცვა. იმ შემთხვევაში, თუ პოლიციას უარი ეთქვა იმ შენობაში შესვლაზე, სადაც ასეთი იარაღია რეგისტრირებული, ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელს შვიდი დღე ეძლევა, პირადად გამოცხადდეს და იარაღი მიაწოდოს პოლიციის განყოფილებას.
წყარო: საქართველოს პარლამენტი