ჩინეთის მიერ შტატებში მოქმედი ასობით Wi-Fi მოდემი დავირუსებული იქნა კიბერშეტევებში გამოყენების მიზნით. ფედერალური ბიუროს კიბერ-დანაყოფმა მოახდინა ბოტნეტის გაშიფრვა და განადგურება.
"ეს არის კიბერსივრცის ექვივალენტი ამერიკულ ხიდებზე, წყლის გამწმენდ ობიექტებსა და ელექტროსადგურებზე ბომბების განთავსების. ამ ქმედებებს არანაირი ეკონომიკური სარგებელი არ აქვს და არ არსებობს ინფორმაციის შეგროვების რაიმე საფუძველიც." - აცხადებს რესპუბლიკელთა წარმომადგენელი მაიკ გალაჰერი, სენატის სასამართლო კომიტეტის თავმჯდომარე
სასამართლოს მიერ სანქცირებული ოპერაცია FBI-მ გასულ თვეში დაიწყო. აშშ იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ მათ დაშალეს ჩინური ბოტნეტი დავირუსებული მოდემებიდან მავნე პროგრამის ამოშლით.
ოპერაციამ სამართალდამცავები მიიყვანა ვირუსამდე, რომელიც ცნობილია KV Botnet-ის სახელით; იგი დაპროგრამებულია დაშიფრული ტრაფიკის გადასაცემად დავირუსებულ SOHO მარშრუტებს შორის, რათა ჩინელ ჰაკერებს ანონიმურობის ფარდით საშუალება მისცეს თავიანთი თავისა და შემდგომში განხორციელებული კიბერშეტევების დასაფარად.
წყარო: Reuters