გამოცემაში განხილულია სირიაში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც მიუთითებენ არსებული ვითარების კიდევ უფრო გამწვავებაზე. ასევე გამოცემაში წაიკითხავთ „ისლამური სახელმწიფოს" დაფინანსების წყაროების ანალიზს, რომლის ფარგლებშიც განხილულია ტერორისტული ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი ყველა ფინანსური ნაკადი. გარდა ამისა, გამოცემაში განხილულია — „ისლამური სახელმწიფო ფინანსურ კრიზისს განიცდის", სადაც გაშლილია ის ძირითადი ინდიკატორები, რომელთა არსებობამაც ISIS-ის ფინანსური დასუსტება განაპირობა. ასევე წარმოდგენილია ანალიზი — „ბელგიიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხეები ევროპისთვის".

