აკადემიის წესდების, შინაგანაწესისა და აკადემიური პერსონალის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საგანმანათლებლო საშუალებებით.
სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიიღოს აკადემიის მიერ ამ კურსისთვის განსაზღვრული ფორმის საგანმანათლებლო დოკუმენტი – სერთიფიკატი.
სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულებისა და სერთიფიკატის მიღების შემთხვევაში ისარგებლოს აკადემიის მიერ ამ კურსის მონაწილეთათვის დადგენილი შეღავათებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სტუდენტის ვალდებულებები
დაიცვას აკადემიისა და მისი წესდებით, შინაგანაწესითა და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრული პირობები, ასევე სტუდენტებისათვის ან მონაწილეთათვის განსაზღვრული სხვა წესები, რომლებიც დადგენილია აკადემიის მიერ და განთავსებულია აკადემიის ვებ. გვერდზე www.globalcase.org ან/და სხვაგვარად მიეწოდა მას ასეთი დოკუმენტი.
გაუფრთხილდეს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას
გაუფრთხილდეს აკადემიისა და მისი პარტნიორების პრესტიჟსა და საქმიან რეპუტაციას.
გადაიხადოს სწავლის ღირებულება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.
შეასრულოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული კონფიდენციალობის შეთანხმების პირობები.
სტუდენტს ეკრძალება სასწავლო პროცესზე ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის შეტანა.
აკადემიის უფლება-მოვალეობები
მისცეს სტუდენტს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სასწავლო პროგრამის შესაბამისად და გასცეს მასზე აკადემიის მიერ ამ კურსისათვის განსაზღვრული ფორმის სერთიფიკატი.
სტუდენტისთვის უზრუნველყოს ბიბლიოთეკა, სასწავლო-სახელმძღვანელო დოკუმენტაცია და კურსით გათვალისწინებული საგანმანათლებლო საშუალებები.
სტუდენტთა მიერ აკადემიისთვის საკუთარი თავის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და აკადემია ვალდებულია დაიცვას მისი კონფიდენციალობა.
აკადემია უფლებამოსილია
მოთხოვოს სტუდენტს აკადემიის წესდების, შინაგანაწესისა და შესაბამისი ნორმების დაცვა.
სტუდენტის მხრიდან აკადემიის შიდა სამართლებრივი აქტების დაუცველობის, დისციპლინის უხეში დარღვევის, ლექციებისა და სასწავლო შეხვედრების ხშირი გაცდენის ან/და ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ჩათვლით. ასეთ შემთხვევაში, სტუდენტს სწავლის ანაზღაურებული ღირებულება უკან არ უბრუნდება.
სერთიფიკატის გასაცემად, დანიშნოს დამატებითი გამოცდები ან ტესტირებები.
ცეცხლასროლი იარაღის პრაქტიკას სტუდენტი გადის შესაბამისი დაწესებულების ორგანიზაციის სასროლეთში კვალიფიციური ინსტრუქტორის თანდასწრებით. აღნიშნულ სასროლეთში სტუდენტის უსაფრთხოებაზე პასუხსმეგებლია აკადემიის შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცია.
აკადემია ან და შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაცია უზრუნველყოფს სრულფასოვან და უსაფრთხო სასწავლო გარემოს, ხოლო სტუდენტის შესაძლო ჯანმრთელობის პრობლემაზე სტუდენტი თავად არის ვალდებული შეატყობინოს აკადემიას, სხვა შემთხვევაში აკადემია პასუხს არ აგებს სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებაზე.
ინტელექტუალური საკუთრება
აკადემიის მიერ სტუდენტისთვის გადაცემული მასალა, რომელიც მომზადებულია აკადემიის, მისი ინსტრუქტორის ან და სხვა წარმომადგენლის მიერ, წარმოადგენს ამ ორგანიზაციების საკუთრებას და სტუდენტს ეკრძალება აღნიშნული მასალის სხვაგვარად გამოყენება გარდა საკუთარი შემეცნებითი და სასწავლო მიზნებისთვის. სხვა დანარჩენ შემთხვევებში სტუდენტს ესაჭირეობა აკადემიის დირექტორის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა.
აკადემია უფლებას იტოვებს სტუდენტის მიერ სასწავლო პროცესის დროს მომზადებული მასალები გამოაქვეყნოს საკუთარ საინფორმაციო რესურსებზე.
აკადემია ვალდებულია სტუდენტის მიერ მომზადებულ მასალას გამოქვეყნების შემთხვევაში დაურთოს ავტორის სახელი და გვარი.
სტუდენტებს ეკრძალებათ
შეიტანონ პირადი სარგებლობის ფოტოგადამღები, აუდიო და ვიდეო-ჩამწერი, რადიო გადამცემი და მიმღები, აგრეთვე ფირგადასაღებ-სამრავლებელი ან ინფორმაციის შემკრები სხვა მოწყობილობა აკადემიის ტერიტორიაზე ან ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს აკადემიის სასწავლო პროცესი ან პრაქტიკული სამუშაოები;
განახორციელონ სასწავლო პროცესის ნებისმიერი სახის ფარული ჩაწერა;
გადაიღონ ასლი ან/და ნებისმიერი ფორმით გაავრცელონ სასწავლო პროცესში მიღებული დოკუმენტური (მათ შორის ელექტრონული)მასალა;
მიღებული ცოდნის გამოყენება სახელმწიფო ინტრესების ან/და კერძო პირების (მათ შორის იურიდიული პირების) საზიანოდ და საწინააღმდეგოდ;
სტუდენტი ვალდებულია
უზრუნველყოს საკუთარი ელ-ფოსტის დაცულობა (მესამე პირების მიერ არამართლზომიერი შეღწევისგან პრევენცია), რომლითაც ის ჩართული იქნება ადმინისტრაციასთან ელექტრონულ მიმოწერაში;
მონაწილეები, რომლებსაც სამსახურეობრივი თუ სხვა მიზეზების გამო დაშვება აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციასთან, ვალდებული არიან, სწავლების პერიოდში, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში აკადემია პასუხს არ აგებს შესაძლო შედეგებზე;
გადახდის პირობები
აკადემიის თითოეულ სასწავლო პროგრამას გააჩნია გადახდის ინდივიდუალური პირობები. რიგ კურსებზე გადახდა ხორციელდება მხოლოდ თანხის ერთიანი გადახდით სწავლის დაწყებამდე. თუმცა ზოგიერთ კურსზე, რომელიც მეტი ხანგრძლივობით გამოირჩევა მოქმედებს ყოველვთიური გადახდის სისტემა, ანუ თანხა ნაწილდება პროპორციულად სხვადასხვა მოდულის მიმდინარეობისა.
აკადემიის საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები: შპს "ქეის აკადემია"
ბანკი: საქართველოს ბანკი (BOG), ანგარიშსწორების ანგარიში: GE84BG0000000586615237
სტუდენტს ასევე შეუძლია ისარგებლოს უპროცენტო საბანკო განვადებით აკადემიის შესაბამის პარტნიორ საბანკო დაწესებულებებში. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში აკადემია ვალდებულია მიაწოდოს შესაბამისი საბანკო განვადების ინვოისი სტუდენტს.
იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი არის იურიდიული პირის წარმომადგენელი, ორგანიზაციის თანამშრომელი ან გააჩნია სპონსორი იგი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს აკადემიას.
აკადემია თავის მხრივ უზრუნველყოფს შესაბამისი ინვოისის მიწოდებას იურიდული პირის ან სპონსორისათვის თუ მას მიეცა შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია.
სტუდენტის სასწავლო თანხის მესამე პირის მიერ ჩარიცხვისას აუცილებელია გადახდის დანიშნულებაში მითითებული იქნეს სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
თუ კურსზე რეგისტრირებულ პირს გადახდილი აქვსკურსის სრული ღირებულება ან სარგებლობს განვადებით, ხოლო კურსი ვერ შედგა, კომპანიააბრუნებს გადახდილ ან განვადების თანხას სრულად, ბანკის საკომისიოს ჩათვლით.
ასევე, იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა კურსის დაწყების თარიღი, კომპანია ვალდებულებას იღებს გააფრთხილოს ყველა რეგისტრირებული მსურველი და თუ კუსანტისთვისმიუღებელია დაწყების ახალი თარიღი, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.
სხვა დანარჩენ შემთხვევბში თანხის უკან დაბრუნება არ ხორციელდება.
სერტიფიცირება
სერტიფიკატები გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც გაივლიან შესაბამის ტესტირებასა და საგამოცდო პროცედურებს CASE-ის მიერ დადგენილი სერტიფიცირების ან და კონკრეტული კურსის სასერტიფიკაციო პირობების მიხედვით.
CASE-ის მიერ განისაზღვრება კონკრეტული კურსის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კონკრეტული ფიზიკური პირის მიერ CASE-ის შესაბამის ტრენინგზე დასწრების და გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში კურსის შესაბამის დონეზე გავლის ფაქტს და არ იძლევა დამატებით უფლებას ან პრივილეგიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
სერტიფიცირების პროცესის დროს ყურადღება ექცევა შემდეგ კომპონენტებს: ლექციებზე დასწრება, დავალებების შესრულება, საგამოცდო პროცედურაში ჩართულობა, აქტივობებში მონაწილეობა, საგამოცდო პროცედურის შედეგებს, რომელიც შეიძლება იყოს ტესტირების, ესსეს მომზადების ან სხვა სახით.
CASE-ში ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილ კურსებზე მოქმედებს სამი ტიპის სეტიფიკატი: - “Golden Seal”, “Silver Seal” და „მოისმინა“.
ა) Golden Seal - გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ლექციების 80%-ს მაინც ესწრება, ასრულებს ყველა დავალებას წინასწარ გაწერილ ვადებში, ჩართულია ყველა აქტივობაში, რომელსაც გეგმავს ინსტრუქტორი და ესწრება ტესტირებებს, აგრეთვე ასრულებს სასერტიფიკატო დავალებებს. ხოლო შეფასებების საშუალო შეფასება აჭარბებს 80%-ს.
ბ) Silver Seal - გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ლექციების 50%-ზე მეტს დაესწრება, შეასრულებს დავალებების უმეტესობას, მათ შორის სასერტიფიკატო ტიპის დავალებას და მონაწილეობას იღებს ინსტრუქტორის მიერ დაგეგმილ აქტივობებში, მაგრამ ვერ გადალახა „Golden Seal” სასერტიფიკაციო ბარიერი.
გ) „Participation Only“- გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ნაკლები ინტენსივობით ესწრება ლექციებს (დასწრების მაჩვენებლი არ არის 50%-ზე დაბალი), შესაბამისად, მონაწილეობას არ ღებულობს ინსტრუქტორის მიერ დაგეგმილ აქტივობებში და არ ასრულებს დავალებების 50%-ს მაინც.
CASE-ში თითოეულ კურსს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის შეხვედრები აქვს, რომელიც გაიწერება კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე. სტუდენტისთვის სავალდებულოა ყველა სესიაზე დასწრება და იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებს ტრენინგზე გამოცხადებას ტრენინგ-სესიაზე დასწრების აღრიცხვის სისტემაში რეგისტრაციამდე (სიის ამოკითხვით, ბეიჯით, სპეციალური თეგით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით), უნდა მოხდეს ადმინისტრაციის გაფრთხილება ელ-ფოსტით ტრენინგ-სესიამდე 2 საათით ადრე.
წერითი დავალებების ტიპს და რაოდენობას თავად ინსტრუქტორი განსაზღვრავს კურსის მიმდინარეობას. სესიების ხელმძღვანელი თავად აწვდის ინფორმაციას ჯგუფს ვადებისა და დავალების სტრუქტურის შესახებ. სტუდენტი დადგენილ ვადებში ასრულებს დავალებას და აგზავნის CASE-ის ელ-ფოსტაზე. ინსტრუქტორი თითოეული მონაწილის დავალებას ეცნობა და აფასებს ინდივიდუალურად. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი ვერ ახერხებს დადგენილ ვადებში დავალების გაგზავნას, აფრთხილებს ადმინისტრაციას და მაქსიმუმ 2 დღით გახანგრძლივებულ ვადაში აბარებს დავალებას.
საგამოცდო პროცედურას (ტესტებს და სასერტიფიკატო დავალებებს) ადგენენ თავად ინსტრუქტორები სალექციო ჯგუფისგან დამოუკიდებლად. სტუდენტებმა არ იციან წინასწარ ტესტის ჩატარების თარიღი, ტესტის და დავალების ტიპები. სასერტიფიკატო დავალების თემატიკას და ინსტრუქციას ადგენს თავად ინსტრუქტორი. გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტი შესაძლოა დავალებებს ვერ ასრულებდეს, ან საგამოცდო პროცესში ჩართვა არ უხერხდებოდეს, სასერტიფიკატო დავალებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რომლის შესასრულებელი ვადები კურსის ხელმძღვანელის მიერ იქნება გაწერილი და შეთანხმებული ჯგუფთან.
ნებისმიერი სახის აქტივობას გეგმავს ინსტრუქტორი და თავად განსაზღვრავს აქტივობის შეფასებას. სტუდენტი ჩართული უნდა იყოს ყველა დაგეგმილ აქტივობაში (ფილმის განხილვა, ქეისებზე შემთხვევის ანალიზი, მუშაობა, და ა.შ). აღნიშნული კომპონენტი ეხმარება სტუდენტს ასანაზღაურებელი დავალებები ან/და ტესტირებაში მიღებული დაბალი შედეგი გამოასწოროს.
სტუდენტის მხრიდან დავალების ან საგამოცდო პროცედურის შესრულებისას გამოვლენილი არაკეთილსინდისიერი ქცევა, როგორიც შეიძლება იყოს გადაწერა, დამხმარე ტექნიკური საშუალებების ფარულად გამოყენება, გადალაპარაკება ან სხვა უხეში დარღვევა შეიძლება გახდეს მისი ნამუშევრის დისკვალიფიკაციის მიზეზი, რომელიც აღარ ექვემდებარება აღდგენას.
სტუდენტის მიერ კურსე საგამოცდო პროცედურის საპატიო მიზეზით გამოტოვება არ არის უპირობო საფუძველი საგამოცდო პროცედურის ინდივიდუალური აღდგენისათვის და წარმოადგენს ინსტრუქტორის კეთილ ნებას.
ინდივიდუალური სამუშაოებისას, საგამოცდო დავალებების, კვლევითი პროექტების თუ ესსეს მოსამზადებლად სტუდენტს ეკრძალება ხელოვნური ინტელექტის ან სხვა ტექნოლოგიური ჩარევით იმგვარად მუშაობა, რაც გამოიხატება საბოლოოდ წარდგენილი ნამუშევრის მნიშვნელოვანი ნაწილის გენერირებას ან სხვაგვარ დამუშავებას. ამგვარი შემთხვევის დადგომა შეიძლება გახდეს საფუძველი სტუდენტის დისკვალიფიკაციისთვის.