24 დეკემბერს, სასტუმრო რუმს თბილისში უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიამ სტუდენტების სერთიფიკაციის ღონისძიება გამართა. ყოველწლიური ღონისძიების ფარგლებში შეიკრიბნენ აკადემიის სტუდენტები, პარტნიორები, მედიის წარმომადგენლები და ინსტრუქტორები. სერთიფიკატები გადაეცა სტუდენტებს აკადემიის სხვადასხვა პროგრამებიდან. მათ შორის: კიბერ უსაფრთხოების სპეციალური კურსი SD5, საზაფხულო სკოლა ეროვნულ უსაფრთხოებაში SSNS15, კორპორაციული ტრენინგები სახანძრო უსაფრთხოებაში, შრომის უსაფრთხოებაში, რისკების მართვასა და პირველად დახმარებაში. სტუდენტებს გადაეცათ აკადემიის სპეციალური ე.წ. Golden Seal (ოქროს ბეჭდის სერთიფიკატები). ღონისძიებაზე განხილული იქნა CASE-ის მიღწევები 2015 წლისთვის და ასევე სამომავლო გეგმები.
“უსაფრთხოების როგორც პროფესიის განვითარების საქმეში ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საგანმანათლებლო პროექტებია, რადგან მთავარი გადაწყვეტა დღეს არსებული გამოწვევებისა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას სწორედ ენერგიულ, მოტივირებულ და კვალიფიციურ საკადრო რესურსშია. აკადემიელთა რიცხვი ყოველდღურად იზრდება და ჩვენ ვამაყობთ თითოეული მათგანის წარმატებით. ვუსურვებ ყველა CASE-ელს პროფესიულ წინსვლას და წარმატებას. უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია ყოველთვის იდგება თქვენი კარიერული წარმატების სადარაჯოზე!”
ლაშა პატარაია
აკადემიის დირექტორი
უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია 2016 წლიდან აპირებს კიდევ უფრო აქტიურად განახორციელოს სასწავლო და კვლევით პროექტები უსაფრთხოების სფეროში.