სამხედროების, სამართალდამცავების, დიპლომატებისა და სტუდენტების მომზადების 15 წლიანი გამოცდილებით CASE აკადემია წარმოგიდგენთ ინტენსიური მომზადების კურსს დაზვერვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაში WSNS26. ზამთრის სკოლა ყოველ წელს იმართება და ათასობით სერტიფიცირებულ პროფესიონალს ითვლის. CASE აკადემია საუკეთესო ადგილია კარიერული ზრდისა და პროფესიული კავშირების დასამყარებლად. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისა და დაინტერესებული პირებისთვის, მიიღონ ცოდნა უშუალო ინსაიდერებისაგან თემებზე, რომლებიც არასდროს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი, დაეუფლონ პროფესიულ უნარებს და მიიღონ აღიარებული სერთიფიკაცია. ჩვენი კურსანტები არიან როგორც სამართალდამცავები, სამხედროები, იურისტები, დიპლომატები, ბიზნეს ლიდერები, IT სპეციალისტები და ჟურნალისტები, ისე უბრალოდ დაინტერესებული პირები. საუკეთესო სასწავლო პირობებთან ერთად კურსანტებს საშუალება აქვთ შეიძინონ ღირებული კავშირები, მეგობრები და ახალ საფეხურზე აიყვანონ საკუთარი კარიერა.
კურსანტები მიიღებენ დეფიციტურ ცოდნას, რომელიც არასდროს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი უშუალო ინსდაიერებისა და სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან; განივითარებენ პროფესიულ უნარებსა და ხედვას; შეიძენენ ფასეულ კავშირებს შემდგომი პროფესიული ნევთორქინგისთვის; მიიღებენ აღიარებულ სერტიფიკატს ხოლო, წარჩინებულ კურსანტებს შემგდომი კარიერული წინსვლისთვის გაეწევათ რეკომენდაცია. მონაწილეები გაერკვევიან უსაფრთხოების ყველა მიმართულებაში, განთავისუფლდებიან მითებისგან, განივითარებენ ფხიზელ თვალს საფრთხეების ამოსაცნობად. შეიძენენ ცოდნას, რეალური ცხოვრების პირობებში გამოსაყენებლად და ახალ საფეხურზე აიყვანენ საკუთარ კარიერულ და პროფესიულ ცხოვრებას.
მიღება ხორციელდება გასაუბრების საფუძველზე, 18 წელს გადაცილებული, ნასამართლეობის არ მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მოტივაცია და ანალიტიკური უნარები.
ტრენინგი გრძელდება 3 თვე (საშობაო შესვენების გათვალისწინებით) და თეორიულ სწავლებასთან ერთად ითვალისწინებს
ინტენსიურ პრაქტიკულ მომზადებასაც. სერტიფიცირების მისაღებად აუცილებელია კურსანტმა
წარმატებით გადალახოს საგამოცდო პროცედურები. იხ. სერტიფიცირება
CASE არის აშშ-ს კიბერ საინიციატივო ფორუმის, უსაფრთხოების პროფესიონალთა ტრანსატლანტიკური საბჭოსა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების წევრი. CASE-ის სერტიფიკაცია გააჩნია ათასობით წამყვან პროფესიონალს, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას ქვეყნის სახელმწიფო, სამართალდამცავ, სამხედრო და ბიზნეს სექტორში.
CASE-ის დამფუძნებელი. ინსტრუქტორ-ანალიტიკოსი დაზვერვის და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით.
ინსტრუქტორი დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით
აკადემიის თანა-დამფუძნებელი.
ანტიტერორიზმის მიმართულების SD8-ს ხელმძღვანელი.