+995 322 476 006[email protected]
CASEუსაფრთხოება, განათლება, ინოვაციებიუსაფრთხოება, განათლება, ინოვაციები
მთავარი
ჩვენ შესახებ▾
CASE-ის შესახებსერტიფიკაციასერტიფიკატის გადამოწმებაჩვენი გუნდიCASE კავშირებიCASE ანალიტიკაწარმატების ისტორიები
კურსები▾
ყველა პროგრამაკორპორატიული ტრენინგი
სერვისები▾
ყველა სერვისიკორპორატიული დაკვეთა
მედია▾
სიახლეებიმედია ჩვენ შესახებ
ბლოგი
რესურსები▾
დამხმარე მასალებიპოდკასტიელ-წიგნებიუსაფრთხოების ბრიფიხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
CASEუსაფრთხოება, განათლება, ინოვაციებიუსაფრთხოება, განათლება, ინოვაციები

სამხედროების, სამართალდამცავების, უმსხვილესი კორპორაციებისა და სტუდენტების მომზადების 16 წლიანი გამოცდილება. ინოვაციური ტექნოლოგიების, სპეც. მომზადებისა და უსაფრთხოების სერვისების პროვაიდერი.

კურსები
ყველა პროგრამაფიზიკური კურსებიონლაინ კურსებიმასტერკლასებიკორპორატიული ტრენინგი
სერვისები
კიბერუსაფრთხოებამონაცემთა დაცვა (DPO)კორპორატიული ტრენინგებიციფრული ტრანსფორმაციაყველა სერვისი
რესურსები
დამხმარე მასალებიპოდკასტიელ-წიგნებიუსაფრთხოების ბრიფიხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
+995 322 476 006[email protected]თბილისი, პეკინის 30დაგვიკავშირდითშესვლა →
© 2026 CASE. ყველა უფლება დაცულიაწესები & პირობებიკონფიდენციალობასაიტის რუკა
HOME / ᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘ / ᲙᲘᲑᲔᲠᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲝᲞᲔᲠᲐᲢᲝᲠᲘ SD5 CSOP
ჰიბრიდული · თბილისი, პეკინის 30

კიბერუსაფრთხოების ოპერატორი SD5 CSOP

~13 კვირა · სამშ, ხუთშ, შაბ. 19:30-21:40 · იწყება 1 დეკ

SD5 CSOP კურსზე შეისწავლით თავდაცვით და შემტევ კიბერ ოპერაციებს, რომლებსაც რეალურ კიბერ სავარჯიშოებში გამოცდით. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, თქვენ შეძლებთ: კიბერსაფრთხეების იდენტიფიცირებას, შეტევის მეთოდების ანალიზს, თავდაცვის მექანიზმების გამოყენებას, და კიბერუსაფრთხოების მეორე დონის ამოცანების შესრულებას. კურსანტებს საშუალება მიეცემათ, მიიღონ ცოდნა პრაქტიკოსი პროფესიონალებისგან ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით. CASE უკვე 16 წელზე მეტია წარმატებით ამზადებს სტუდენტებს, სამართალდამცავებს, სამხედროებს, დიპლომატებს და უმსხვილესი კორპორაციების გუნდებს, პროფესიებში, რომლებიც აქამდე არასდროს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი. CASE-ს განხორციელებული აქვს პროექტები ნატოს, მაიკროსოფტის, წამყვანი ადგილობრივი და საერთაშიროსო ორგანიზაციებისთვის სხვადასხვა ინსუსტრიაში. CASE არის აშშ-ს კიბერ საინიციატივო ფორუმის, უსაფრთხოების პროფესიონალთა ტრანსატლანტიკური საბჭოსა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების წევრი. ჩვენი სერტიფიკაცია გააჩნია ათასობით პროფესიონალს, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას ქვეყნის სახელმწიფო, უსაფრთხოების და ბიზნეს სექტორში.

რას შეძლებთ კურსის ბოლოს

  • კიბერუსაფრთხოების მეორე დონის ოპერატორი (SD5 CSA) ფლობს კომპიუტერული სისტემების, ოპერაციული გარემოს, ქსელური ინფრასტრუქტურისა და კიბერუსაფრთხოების საბაზისო ტექნიკურ კომპეტენციებს.
  • მას შეუძლია სისტემებისა და ქსელების საწყისი დიაგნოსტიკა, უსაფრთხოების მექანიზმების საბაზისო კონფიგურაცია, კიბერსაფრთხეებისა და მოწყვლადობების იდენტიფიცირება და ავტორიზებულ გარემოში უსაფრთხოების ტესტირების სტანდარტული პროცედურების შესრულება.
  • კურსდამთავრებულს გააჩნია ეთიკური ჰაკინგის ძირითადი მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენების საწყისი პრაქტიკული გამოცდილება და მზად არის კიბერუსაფრთხოების პირველი დონის ოპერაციული მომზადებისთვის.

მოთხოვნები

მონაწილეობისთვის კიბერუსაფრთხოების სფეროში წინასწარი ტექნიკური ცოდნა ან სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. აუცილებელია გქონდეთ პერსონალური ლეპტოპი, რომელსაც სესიაზე იქონიებთ. შესაბამის სამუშაო სივრცეზე დაშვებას ადგილზე მიიღებთ.

სწავლების ფორმატი

კურსი მიმდინარეობს ჰიბრიდულ ფორმატში სამი თვის განმავლობაში. კვირაში ორი სესია ტარდება აკადემიაში, ხოლო ერთი ონლაინ. სწავლება აერთიანებს ინტერაქციულ ლექციებს, ტექნიკურ დემონსტრაციებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სპეციალურად მომზადებულ ვირტუალურ ლაბორატორიებში.

52 მოდული

  • შესავალი კიბერუსაფრთხოებაში▾
    • -კურსის მიზანი, სტრუქტურა და შეფასების წესი
    • -რა არის კიბერუსაფრთხოება და რატომ გვჭირდება
    • -ძირითადი ტერმინოლოგია: აქტივი, საფრთხე, მოწყვლადობა, რისკი, ექსპლოიტი
    • -CIA Triad და DAD Triad
    • -AAA – Authentication, Authorization, Accounting
    • -Zero Trust მოდელის მოკლე მიმოხილვა
    • -უსაფრთხოების კონტროლების ტიპები (პრევენციული, დეტექციური, მაკორექტირებელი)
    • -სამართლებრივი და ეთიკური ჩარჩო – Legal & Ethical Disclaimer
  • კომპიუტერი და ოპერაციული სისტემა▾
    • -როგორ მუშაობს კომპიუტერი: CPU, RAM, HDD/SSD, GPU
    • -შეტანა-გამოტანის მოწყობილობები და დედაპლატა
    • -BIOS/UEFI და ჩატვირთვის პროცესი
    • -რა არის ოპერაციული სისტემა და როგორ ესაუბრება აპარატურას
    • -OS-ის არქიტექტურა: kernel, სერვისები, GUI
    • -Windows, Linux და macOS – ძირითადი განსხვავებები
    • -ვირტუალიზაციის ცნება და რატომ გვჭირდება ლაბორატორიაში
  • Windows ოპერაციული სისტემის საფუძვლები▾
    • -Windows 11-ის სისტემური მოთხოვნები
    • -სუფთა ინსტალაცია vs განახლება Windows 10-იდან
    • -MBR vs GPT და დისკის დაყოფა
    • -ლოკალური vs Microsoft ანგარიშით ინსტალაცია (ინტერნეტით და უინტერნეტოდ)
    • -აქტივაცია და ლიცენზირება
    • -სამუშაო მაგიდა, Start მენიუ, Taskbar, Snap Layouts, ვირტუალური მაგიდები
    • -პერსონალიზაცია და Quick Settings
  • ფაილური სისტემა და ფაილების მართვა▾
    • -Windows-ის საქაღალდეების იერარქია (Program Files, Users, Windows)
    • -File Explorer-თან მუშაობა: შექმნა, გადარქმევა, წაშლა, კოპირება, გადატანა
    • -ფაილური სისტემები: FAT32, exFAT, NTFS, ReFS
    • -დამალული და სისტემური ფაილები, გაფართოებების ჩვენება
    • -ZIP არქივები და მალსახმობები
    • -OneDrive-ის ინტეგრაცია და სინქრონიზაცია
    • -პრაქტიკა: ფაილური სტრუქტურის აწყობა და ნავიგაცია
  • მომხმარებლები, ანგარიშები და უფლებები▾
    • -ანგარიშის ტიპები: Administrator, Standard, Guest
    • -ლოკალური vs Microsoft ანგარიში
    • -მომხმარებლის დამატება, წაშლა, პაროლის შეცვლა
    • -შესვლის ვარიანტები: PIN, Windows Hello, პაროლი
    • -User Account Control (UAC) და მისი როლი უსაფრთხოებაში
    • -ჯგუფები და NTFS ნებართვები (Share vs NTFS)
    • -პრაქტიკა: მომხმარებლის შექმნა და საქაღალდეზე წვდომის შეზღუდვა
  • სისტემური ხელსაწყოები და აპლიკაციების მართვა▾
    • -აპლიკაციების დაყენება და წაშლა, Microsoft Store
    • -ავტოგაშვების პროგრამების მართვა
    • -Task Manager – პროცესები, სერვისები, წარმადობა
    • -Device Manager და დრაივერების მართვა
    • -Disk Management – დანაყოფები და ტომები
    • -Event Viewer – სისტემური ჟურნალების საწყისები
    • -სასარგებლო კლავიატურის კომბინაციები და God Mode
  • Windows-ის უსაფრთხოება და სისტემის მოვლა▾
    • -Windows Defender / Microsoft Defender და ანტივირუსის მიმოხილვა
    • -Windows Update-ის მართვა და პაჩირების მნიშვნელობა
    • -Windows Firewall-ის საფუძვლები
    • -BitLocker და დისკის დაშიფვრა
    • -System Restore და აღდგენის ვარიანტები
    • -მონაცემთა სარეზერვო ასლები: File History, OneDrive, გარე დისკი
    • -Disk Cleanup, Storage Sense და წარმადობის ოპტიმიზაცია
  • Windows ქსელი და Windows Server-ის გაცნობა▾
    • -Wi-Fi და Ethernet კავშირის კონფიგურაცია
    • -ფაილებისა და პრინტერების გაზიარება ქსელში
    • -ქსელის დიაგნოსტიკის ბრძანებები: ping, ipconfig, nslookup, tracert
    • -დისტანციური წვდომა: RDP და Quick Assist
    • -რა არის Windows Server და რით განსხვავდება სამომხმარებლო Windows-ისგან
    • -ძირითადი როლები: Active Directory, DNS, DHCP, File Server
    • -Windows Server-ის ვერსიები და ლიცენზირების მოკლე მიმოხილვა
ყველა მოდულის ჩვენება▾
  • Linux-ის შესავალი და დისტრიბუციები▾
    • -რა არის Linux და რატომ იყენებენ უსაფრთხოებაში
    • -ღია კოდის ფილოსოფია და ლიცენზიები
    • -დისტრიბუციები: Ubuntu, Debian, Fedora, CentOS, Kali
    • -Linux-ის სისტემური არქიტექტურა: kernel, shell, ფაილური სისტემა
    • -Linux vs Windows – შედარება პრაქტიკული კუთხით
    • -გამოშვების ციკლები და LTS ვერსიები
  • ვირტუალური ლაბორატორიის აწყობა▾
    • -ვირტუალიზაციის ჩართვა BIOS/UEFI-ში
    • -VMware Workstation Player / VirtualBox-ის ინსტალაცია
    • -Ubuntu Linux-ის ინსტალაცია ვირტუალურ მანქანაზე
    • -Kali Linux-ის ინსტალაცია და საწყისი კონფიგურაცია
    • -Metasploitable 2 და დაუცველი Windows VM – სამიზნეები
    • -ქსელური რეჟიმები: NAT, Host-Only, Bridged და იზოლირებული ლაბორატორია
    • -Snapshot-ები და ლაბორატორიის ტესტირება
  • Linux CLI – საფუძვლები▾
    • -ტერმინალი vs გრაფიკული ინტერფეისი
    • -ნავიგაცია: pwd, ls, cd, tree
    • -ფაილებთან მუშაობა: touch, mkdir, cp, mv, rm, cat, less
    • -ტექსტური რედაქტორები: nano და vi-ს მინიმუმი
    • -sudo და პრივილეგიების გაგება
    • -პროგრამების დაყენება: apt / apt-get, პაკეტების განახლება
    • -დახმარების სისტემა: man, --help, tldr
  • Linux ფაილური სისტემა და უფლებები▾
    • -დირექტორიების სტრუქტურა: /etc, /home, /var, /tmp, /opt
    • -ფაილის ტიპები და ბმულები (hard & soft link)
    • -მფლობელი, ჯგუფი და rwx ნებართვები
    • -chmod, chown, umask პრაქტიკაში
    • -სპეციალური ნებართვები: SUID, SGID, Sticky Bit
    • -დამალული ფაილები და კონფიგურაციები
    • -პრაქტიკა: უფლებების არასწორი კონფიგურაციის მოძებნა
  • Linux CLI – გაფართოებული გამოყენება▾
    • -ფაილების ძებნა: find, locate, grep
    • -გადამისამართება და პაიპები: >, >>, |, tee
    • -პროცესების მართვა: ps, top, htop, kill
    • -სერვისების მართვა systemctl-ით
    • -დაგეგმილი ამოცანები: cron და crontab
    • -სისტემური ჟურნალები: /var/log, journalctl
    • -პრაქტიკა: ჟურნალებში საეჭვო აქტივობის მოძებნა
  • Linux მომხმარებლების მართვა და საბაზისო დაცვა▾
    • -მომხმარებლები და ჯგუფები: useradd, usermod, passwd, groups
    • -/etc/passwd, /etc/shadow ფაილების სტრუქტურა
    • -sudoers ფაილი და უფლებების დელეგირება
    • -SSH-ით დაკავშირება და გასაღებებით ავთენტიფიკაცია
    • -UFW/iptables – firewall-ის საფუძვლები
    • -ანგარიშების უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკა
    • -პრაქტიკა: სერვერის საბაზისო გამკვრივება (hardening)
  • ქსელების საფუძვლები▾
    • -რატომ არის ქსელი უსაფრთხოების საფუძველი
    • -ქსელის ტიპები: LAN, WAN, WLAN, VPN
    • -ტოპოლოგიები: bus, star, mesh; SOHO vs კორპორატიული ქსელი
    • -Client–Server vs Peer-to-Peer; on-prem vs ღრუბელი
    • -ქსელური მოწყობილობები: switch, router, access point, firewall
    • -გადამცემი გარემო: სპილენძი, ოპტიკა, უსადენო
    • -პრაქტიკა: უმარტივესი ქსელის აწყობა და ping-ით შემოწმება
  • OSI და TCP/IP მოდელები▾
    • -რატომ ვიყენებთ მოდელებს: OSI vs TCP/IP
    • -ინკაფსულაცია და დეკაფსულაცია, PDU-ები ფენების მიხედვით
    • -პორტები და ცნობილი სერვისები (HTTP, HTTPS, SSH, DNS, SMB, RDP)
    • -TCP vs UDP და 3-way handshake
    • -როგორ მოძრაობს მონაცემები გამგზავნიდან მიმღებამდე
    • -პრაქტიკა: Wireshark – ARP, TCP handshake და HTTP მოთხოვნის დათვალიერება
  • IP მისამართები და სუბნეთინგი▾
    • -ორობითი სისტემა და საჭირო ორის ხარისხები
    • -რა არის IP მისამართი; საჯარო vs კერძო დიაპაზონები
    • -ქსელური ნიღაბი, CIDR და gateway
    • -ქსელის, ბროდკასტისა და გამოყენებადი მისამართების გამოთვლა
    • -სტატიკური vs DHCP მისამართის მინიჭება
    • -პრაქტიკა: /24 ქსელის დაყოფა განყოფილებებზე და კონფიგურაცია
  • IPv6 და ქსელის სეგმენტაცია▾
    • -IPv6-ის საჭიროება, ჩაწერის წესები და შემოკლება
    • -მისამართების ტიპები: GUA, LLA, ULA, multicast
    • -SLAAC, DHCPv6 და NDP მოკლედ
    • -Dual-stack გარემო პრაქტიკაში
    • -VLAN – რა არის და რატომ ზრდის უსაფრთხოებას
    • -Access vs Trunk პორტები (802.1Q) და სეგმენტაციის ლოგიკა
    • -პრაქტიკა: VLAN-ების შექმნა და იზოლაციის შემოწმება
  • კომუტაცია და მარშრუტიზაცია▾
    • -Ethernet ფრეიმი, MAC მისამართი და CAM ცხრილი
    • -როგორ იღებს კომუტატორი გადაგზავნის გადაწყვეტილებას
    • -როგორ ირჩევს როუტერი გზას: directly connected, სტატიკური, დინამიკური
    • -სტატიკური და ნაგულისხმევი მარშრუტი
    • -დინამიკური მარშრუტიზაციის იდეა (OSPF-ის მოკლე მიმოხილვა)
    • -Inter-VLAN routing – Router-on-a-Stick პრინციპი
    • -პრაქტიკა: ორ-როუტერიანი ტოპოლოგია, ping და traceroute
  • ქსელური სერვისები: DHCP, DNS, NAT▾
    • -DHCP – მისამართის მიღების პროცესი და რისკები (rogue DNCP)
    • -DNS – ჩანაწერების ტიპები (A, AAAA, CNAME, MX) და მუშაობის პრინციპი
    • -DNS-ის ბოროტად გამოყენება: spoofing, tunneling – გაცნობითი დონე
    • -NAT/PAT – როგორ გავდივართ ინტერნეტში
    • -NTP და დროის სინქრონიზაციის მნიშვნელობა ჟურნალებისთვის
    • -პრაქტიკა: DHCP pool-ის კონფიგურაცია და NAT overload
  • წვდომის კონტროლი და დისტანციური წვდომა▾
    • -Access Control List (ACL) – სტანდარტული და გაფართოებული
    • -ACL-ის განთავსების სტრატეგია და ჟურნალირება
    • -Firewall-ის ტიპები: packet filter, stateful, NGFW
    • -Port Security და L2 დაცვის მექანიზმები
    • -VPN – site-to-site vs remote access, IPsec-ის იდეა
    • -SSH და RDP უსაფრთხო კონფიგურაცია
    • -პრაქტიკა: წესის დაწერა – ვების დაშვება, Telnet-ის აკრძალვა
  • ქსელური საფრთხეები და მონიტორინგი▾
    • -ძირითადი შეტევები: spoofing, MITM, DoS/DDoS, VLAN hopping
    • -ARP poisoning და sniffing პრაქტიკული ახსნა
    • -დაცვის პირველი ხაზი: hardening, მართვის სიბრტყის დაცვა
    • -მონიტორინგის ხელსაწყოები: Syslog, SNMP, NetFlow მოკლედ
    • -დიაგნოსტიკის მეთოდოლოგია ფენების მიხედვით
    • -პრაქტიკა: გაფუჭებული კონფიგურაციის მოძებნა და გამართვა
  • უსადენო ქსელები (Wi-Fi) და მათი უსაფრთხოება▾
    • -802.11 სტანდარტები, დიაპაზონები და არხები
    • -SSID, BSSID, MIMO და სიგნალის საფუძვლები
    • -დაშიფვრა: WEP, WPA, WPA2, WPA3 – სხვაობა და სისუსტეები
    • -PSK vs Enterprise (RADIUS) ავთენტიფიკაცია
    • -MAC მისამართი, MAC Spoofing და Wi-Fi Sniffing
    • -შეტევის ვექტორები: Evil Twin, Deauth, WPS
    • -პრაქტიკა: უსაფრთხო SSID-ის კონფიგურაცია და შემოწმება
  • ქსელის დიზაინი და ღრუბლის საწყისები▾
    • -მოთხოვნებიდან დიზაინამდე: ლოგიკური და ფიზიკური სქემა
    • -IP გეგმა, სეგმენტაცია და უსაფრთხოების ბაზისი
    • -დოკუმენტაცია და ცვლილებების კონტროლი
    • -ვირტუალური კომუტატორები და ქსელი ჰიპერვიზორში
    • -ღრუბლის ტერმინოლოგია: VPC/VNet, Security Group, Gateway
    • -საზიარო პასუხისმგებლობის მოდელი ღრუბელში
    • -პრაქტიკა: მცირე ოფისის ქსელის სრული აწყობა (VLAN, DHCP, NAT, ACL)
  • ინფორმაციის შეგროვება ღია წყაროებიდან (OSINT)▾
    • -პასიური vs აქტიური ინფორმაციის შეგროვება
    • -WHOIS და დომენის ისტორია
    • -BuiltWith – ტექნოლოგიების ამოცნობა
    • -საპირისპირო IP ძიება და ქვედომენების მოძებნა
    • -Archive.org და წაშლილი ინფორმაციის აღდგენა
    • -სოციალური მედიის დათვალიერება და ადამიანების ძიების ხელსაწყოები
    • -პრაქტიკა: სამიზნე ორგანიზაციის ციფრული კვალის რუკა
  • Google Dorks და გაჟონილი მონაცემები▾
    • -საძიებო ოპერატორები და Google Dorks
    • -Google Hacking Database-ის გამოყენება
    • -ელ-ფოსტის ექსტრაქტორები და კონტაქტების შეგროვება
    • -Have I Been Pwned და გაჟონილი პაროლების შემოწმება
    • -ნაგულისხმევი პაროლების ბაზები და მათი საშიშროება
    • -Google Dashboard და საკუთარი ციფრული კვალის კონტროლი
    • -დაცვა: რა ინფორმაცია არ უნდა იყოს საჯარო
  • ანონიმურობა და კვალის მართვა▾
    • -ონლაინ ანონიმურობის საზღვრები და მითები
    • -VPN – პრინციპი და პრაქტიკული გამოყენება
    • -პროქსი სერვერები და მათი ტიპები
    • -TOR (The Onion Router) – როგორ მუშაობს და პრაქტიკა
    • -დროებითი ელ-ფოსტა და ერთჯერადი იდენტობები
    • -ელ-ფოსტის გაყალბება (spoofing) და წერილის მიკვლევა (header analysis)
    • -პრაქტიკა: ელ-ფოსტის header-ის ანალიზი და წყაროს დადგენა
  • სტეგანოგრაფია და დამალული მონაცემები▾
    • -რა არის სტეგანოგრაფია და როგორ განსხვავდება კრიპტოგრაფიისგან
    • -სტეგანოგრაფიის ტიპები: გამოსახულება, აუდიო, ტექსტი, ვიდეო
    • -გამოსახულებაში ინფორმაციის დამალვა (QuickStego, OpenStego)
    • -ონლაინ და მობილური სტეგო ხელსაწყოები
    • -მეტამონაცემები (EXIF) – რას ამხელს ფოტო
    • -როგორ ავლენენ სტეგანოგრაფიას თავდაცვის მხარეს
    • -პრაქტიკა: ფაილში შეტყობინების დამალვა და აღმოჩენა
  • ეთიკური ჰაკინგის საფუძვლები▾
    • -ეთიკური ჰაკინგი vs კიბერუსაფრთხოება – სად არის განსხვავება
    • -ჰაკერების ტიპები: White, Black, Grey Hat, Script Kiddie
    • -ჰაკინგის ფაზები: Recon → Scanning → Exploitation → Post-Exploit → Reporting
    • -Penetration Testing-ის სახეები: Black/Grey/White Box
    • -Rules of Engagement, Scope და წერილობითი ნებართვა
    • -ხარვეზების ანალიზი (Gap Analysis) და რისკის შეფასების საფუძვლები
    • -სამართლებრივი პასუხისმგებლობა – რა არის დაშვებული და რა არა
  • მოწყვლადობების გაგება და OWASP▾
    • -რა არის მოწყვლადობა და როგორ ჩნდება
    • -ოპერაციული სისტემის მოწყვლადობები
    • -SQL ინიექცია და XSS – ცნების დონეზე
    • -ბუფერის გადავსება და Race Condition
    • -კრიპტოგრაფიული სისუსტეები და არასწორი კონფიგურაცია
    • -OWASP Top 10 – თითოეული კატეგორიის მოკლე მიმოხილვა
    • -SANS Top 25 და უსაფრთხო კოდირების პრინციპები
  • მოწყვლადობის მართვის ციკლი▾
    • -Vulnerability Management-ის სასიცოცხლო ციკლი
    • -აქტივების ინვენტარიზაცია და კრიტიკულობის განსაზღვრა
    • -სკანირების ტიპები: ავთენტიფიცირებული vs არაავთენტიფიცირებული
    • -აპლიკაციის, ინფრასტრუქტურისა და ღრუბლის სკანირება
    • -ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი შედეგები
    • -პაჩის მართვა და Hotfix-ები
    • -შემთხვევის შესწავლა: მომწიფებული vs არამომწიფებული VM პროგრამა
  • შეფასება, ქულები და ანგარიშგება▾
    • -CVSS ქულის სტრუქტურა და ინტერპრეტაცია
    • -CVE და CWE – რა განსხვავებაა
    • -National Vulnerability Database-ით სარგებლობა
    • -MITRE ATT&CK Framework – ტაქტიკები და ტექნიკები
    • -რისკის შეფასება და პრიორიტეტიზაცია
    • -ანგარიშის სტრუქტურა: Executive Summary და ტექნიკური ნაწილი
    • -პრაქტიკა: ერთი მოწყვლადობის სრული აღწერა ანგარიშის ფორმატში
  • სკანირება და Enumeration – Nmap▾
    • -პენტესტის პროცესი და სამიზნის განსაზღვრა
    • -Host Discovery და ping sweep
    • -Nmap-ის შესავალი: TCP/UDP სკანირება
    • -სერვისებისა და ვერსიების ამოცნობა (-sV, -sC, -A)
    • -ქვექსელისა და მრავალი IP-ის სკანირება
    • -Zenmap – გრაფიკული ინტერფეისი
    • -პრაქტიკა: ლაბორატორიის სრული სკანირება და შედეგების ანალიზი
  • სერვისების კვლევა და მოწყვლადობის სკანერები▾
    • -Banner Grabbing Netcat-ით
    • -SMB, DNS, SMTP და SNMP enumeration
    • -Nikto – ვებ სერვერის სკანირება
    • -Nessus / OpenVAS – ინსტალაცია და სკანირების გაშვება
    • -Nmap NSE სკრიპტები მოწყვლადობის დასადგენად
    • -SearchSploit და Exploit-DB – ექსპლოიტის მოძებნა
    • -პრაქტიკა: სერვისის ვერსიით მოწყვლადობის იდენტიფიცირება
  • ვებ აპლიკაციების უსაფრთხოება I▾
    • -ვებ აპლიკაციის არქიტექტურა: client, server, DB
    • -HTTP მოთხოვნა/პასუხი, სტატუს კოდები, header-ები
    • -Cookie-ები, სესიები და ავთენტიფიკაცია
    • -Burp Suite-ის გაცნობა და ტრაფიკის ჩაჭრა
    • -დირექტორიების brute force (gobuster / dirb)
    • -პარამეტრების გაყალბება და არასწორი კონფიგურაციის აღმოჩენა
    • -პრაქტიკა: სამიზნე ვებ აპლიკაციის რუკის აგება
  • ინიექციური შეტევები: XSS და Command Injection▾
    • -Cross-Site Scripting – Reflected და Stored
    • -XSS-ის რეალური შედეგები და სესიის გატაცება
    • -Command Injection – სერვერზე ბრძანების შესრულება
    • -CSRF – ცნების დონეზე
    • -File Upload-ის სისუსტეები
    • -დაცვა: input validation, output encoding, CSP
    • -პრაქტიკა: DVWA/Metasploitable-ზე XSS და Command Injection
  • SQL ინიექცია▾
    • -SQL-ის საფუძვლები: SELECT, WHERE, UNION
    • -როგორ ჩნდება SQL Injection
    • -ავთენტიფიკაციის გვერდის ავლა (auth bypass)
    • -ტექნიკები: Union-based, Error-based, Blind SQLi
    • -SQLMap – ავტომატიზებული ექსპლუატაცია
    • -მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ამოღება ლაბორატორიაში
    • -პრევენცია: Prepared Statements, ORM, least privilege, WAF
  • პაროლები და ავთენტიფიკაციის შეტევები▾
    • -ონლაინ vs ოფლაინ შეტევები
    • -ჰეშირება, სოლი და ჰეშის ტიპები (NTLM, MD5, SHA, bcrypt)
    • -Windows SAM და ჰეშების მოპოვება
    • -Hydra – SSH/RDP/ვებ ფორმების brute force
    • -John the Ripper და Hashcat; rockyou.txt
    • -Rainbow Tables და Pass-the-Hash ცნება
    • -დაცვა: პაროლის პოლიტიკა, MFA, პაროლების მენეჯერი
  • მავნე პროგრამები – ტიპები და ქცევა▾
    • -რა არის Malware და როგორ ვრცელდება
    • -ვირუსი, Worm და Trojan Horse
    • -Ransomware – მუშაობის სქემა და თანამედროვე მაგალითები
    • -Rootkit და RAT
    • -Spyware, Keylogger და Adware
    • -Fileless Malware და Living off the Land
    • -Botnet-ები და C2 არხები – გაცნობითი დონე
  • დეტექცია, მოცილება და რეაგირება▾
    • -ინფიცირების სიმპტომები და პირველი ნაბიჯები
    • -დეტექციის მეთოდები: signature, heuristic, behavior
    • -ანტივირუსული ანალიზი და VirusTotal
    • -ეჭვმიტანილი ფაილის უსაფრთხო ანალიზი Sandbox-ში
    • -Malware-ის მოცილება და სისტემის აღდგენა
    • -ინციდენტზე რეაგირების ეტაპები (NIST მოდელი)
    • -პრაქტიკა (კონტროლირებად VM-ში): Batch სკრიპტის და Fork Bomb-ის ქცევის დემონსტრაცია
  • სოციალური ინჟინერია და ფიშინგი▾
    • -სოციალური ინჟინერიის ფსიქოლოგია და ეტაპები
    • -ფიშინგი, Spear Phishing, Whaling
    • -Vishing, Smishing და QR ფიშინგი
    • -რეალური ფიშინგ წერილების გარჩევა – ნიშნები
    • -Deep Fakes და ხმის გაყალბება
    • -პირადობის ქურდობა და შიდა საფრთხეები (insider threat)
    • -დაცვა: ცნობიერების ამაღლება, შეტყობინების პროცედურა, ტექნიკური ფილტრები
  • მობილური მოწყობილობების უსაფრთხოება▾
    • -მობილური პლატფორმების მოწყვლადობები (Android/iOS)
    • -OWASP Mobile Top 10
    • -Rooting და Jailbreak – რისკები
    • -IMEI, მოწყობილობის იდენტიფიკაცია და დაკარგვის შემთხვევა
    • -მავნე აპლიკაციები და ნებართვების ბოროტად გამოყენება
    • -MDM სისტემები კორპორატიულ გარემოში
    • -პრაქტიკა: Android payload-ის დემონსტრაცია ლაბორატორიაში და დაცვის ზომები
  • ექსპლუატაცია და Metasploit Framework▾
    • -ექსპლოიტის ცნება: PoC-დან რეალურ შეტევამდე
    • -საჯარო ექსპლოიტის წაკითხვა და შემოწმება
    • -Metasploit-ის სტრუქტურა: exploit, payload, auxiliary, post
    • -msfconsole-ით მუშაობა და მოდულის კონფიგურაცია
    • -Reverse vs Bind Shell და Meterpreter
    • -Post-Exploitation: სისტემის შესწავლა, ჰეშების მოპოვება
    • -პრაქტიკა: Metasploitable 2-ის კომპრომეტირება და Meterpreter სესია
  • როგორ ვიცავთ თავს ექსპლუატაციისგან▾
    • -პაჩირება და ვერსიების კონტროლი
    • -სერვისების მინიმიზაცია და პორტების დახურვა
    • -Antivirus/EDR და მათი შესაძლებლობები
    • -ჟურნალირება და საეჭვო აქტივობის შემჩნევა
    • -Defense in Depth პრინციპი
    • -ქსელური სეგმენტაცია როგორც შეკავების საშუალება
    • -პრაქტიკა: შეტევის კვალის მოძებნა ჟურნალებში
  • პრივილეგიების ესკალაცია – Windows▾
    • -Windows-ის პრივილეგიების მოდელი და ტოკენები
    • -ხელით enumeration: systeminfo, whoami /priv, ქსელური მონაცემები
    • -სერვისების არასწორი კონფიგურაცია
    • -Unquoted Service Path
    • -Scheduled Task-ების ბოროტად გამოყენება
    • -WinPEAS-ის გაშვება და შედეგის წაკითხვა
    • -დაცვა: least privilege, LAPS, სერვისების აუდიტი
  • პრივილეგიების ესკალაცია – Linux და გამკვრივება▾
    • -ფაილური უფლებების არასწორი კონფიგურაცია
    • -SUID ბინარები და GTFOBins
    • -sudo-ს არასწორი წესები
    • -Cron ამოცანების ბოროტად გამოყენება
    • -LinPEAS-ის გაშვება და ვექტორის იდენტიფიცირება
    • -root-ის მოპოვების დემონსტრაცია ლაბორატორიაში
    • -დაცვა: hardening checklist, აუდიტი, ფაილური მთლიანობის კონტროლი
  • კრიპტოგრაფია და მონაცემთა დაცვა▾
    • -დაშიფვრის საფუძვლები: სიმეტრიული vs ასიმეტრიული
    • -ჰეშირება და ციფრული ხელმოწერა
    • -PKI, სერტიფიკატები, HTTPS/TLS როგორ მუშაობს
    • -დისკის დაშიფვრა: BitLocker და LUKS
    • -უსაფრთხო კომუნიკაცია და დაშიფრული მესენჯერები
    • -სარეზერვო ასლების სტრატეგია 3-2-1
    • -პრაქტიკა: ფაილის დაშიფვრა/გაშიფვრა და სერტიფიკატის შემოწმება
  • უსაფრთხოების მართვა და შესაბამისობა▾
    • -უსაფრთხოების პოლიტიკები და პროცედურები
    • -რისკის მართვის ციკლი ორგანიზაციაში
    • -სტანდარტები: ISO/IEC 27001, NIST CSF, PCI DSS – მიმოხილვა
    • -პერსონალურ მონაცემთა დაცვა (GDPR და ქართული კანონმდებლობა)
    • -SOC-ის როლი, SIEM და ჟურნალების ცენტრალიზაცია
    • -ბიზნესის უწყვეტობა და აღდგენის გეგმა (BCP/DRP)
    • -პრაქტიკა: მცირე ორგანიზაციის უსაფრთხოების მინიმალური პოლიტიკა
  • ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება▾
    • -რა არის AI და მანქანური სწავლება მარტივად
    • -AI საფრთხეების დეტექციასა და ინციდენტებზე რეაგირებაში
    • -Gen AI-ის რისკები: მონაცემთა გაჟონვა, Prompt Injection
    • -AI-ით გაძლიერებული ფიშინგი, Deep Fakes, WormGPT
    • -უსაფრთხოების ავტომატიზაცია AI-ით – შესაძლებლობები და ზღვარი
    • -ეთიკური საკითხები და პასუხისმგებლობა
    • -წარმატებული გამოყენების რეალური მაგალითები
  • კარიერა კიბერუსაფრთხოებაში▾
    • -პროფესიები: SOC Analyst, Pentester, GRC, Blue/Red/Purple Team
    • -საჭირო უნარები და სასწავლო გზა
    • -სერტიფიკატები: CompTIA Security+, CEH, eJPT, OSCP – რომელი როდის
    • -პრაქტიკული პლატფორმები: TryHackMe, HackTheBox, CTF
    • -საკუთარი ლაბორატორიის განვითარება და პორტფოლიო
    • -რეზიუმე და გასაუბრებისთვის მომზადება
    • -ეთიკა და პროფესიული პასუხისმგებლობა
  • დასკვნითი პრაქტიკული პროექტი▾
    • -სამიზნის განსაზღვრა და ნებართვის ფორმალიზება
    • -ეტაპი 1: ინფორმაციის შეგროვება (OSINT + სკანირება)
    • -ეტაპი 2: მოწყვლადობის იდენტიფიცირება და შეფასება
    • -ეტაპი 3: კონტროლირებადი ექსპლუატაცია ლაბორატორიაში
    • -ეტაპი 4: პრივილეგიების ესკალაცია და მტკიცებულებების შეგროვება
    • -აღმოჩენების დოკუმენტირება CVSS-ით
    • -მინი პენტესტ-ანგარიშის მომზადება
  • კურსის შეჯამება და ფინალური შეფასება▾
    • -პროექტების პრეზენტაცია და განხილვა
    • -სუსტი მხარეების ანალიზი და რეკომენდაციები
    • -კურსის ძირითადი თემების გამეორება
    • -ფინალური ტესტი (თეორია + პრაქტიკული დავალება)
    • -შედეგების განხილვა და უკუკავშირი
    • -შემდეგი ნაბიჯები: სპეციალიზაციის არჩევა
    • -სერტიფიკატების გადაცემა

სერტიფიკაცია

2010 წლიდან CASE Golden Seal და Silver Seal სერტიფიცირება დამკვიდრებულია როგორც აღიარებული სტანდარტი კვალიფიკაციის დემონსტრირებისთვის. CASE სერტიფიცირების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის დაკლიკეთ ბმულს.

ოქროს კლასივერცხლის კლასიCASE სერტიფიცირების შესახებ →
CASE SD5 Qualified ბეიჯი — 4 ვარსკვლავი

CASE USA · 8-STAR

ოთხი ვარსკვლავის ბეიჯის პროგრამა

კურსი შესაბამისია კომპეტენციების შეფასების ამერიკულ ოთხ ვარსკვლავიან სისტემასთან CASE USA-სგან. რაც იმას ნიშნავს, რომ კურსის დასრულების შემდეგ საშუალება გექნებათ შემოიტანოთ მოთხოვნა შესაბამისი კომპეტენციების ვერიფიცირებადი ბეიჯით დამოწმებაზე.

გაიგე მეტი