ცხოვრებაში ყველაფერი მოლაპარაკებაა. სამსახური, ოჯახი, პირადი ურთიერთობები, ბიზნესი, კარიერა… დღის განმავლობაში უამრავ მოლაპარაკებას გადიხართ განსხვავებულ ადამიანებთან. მოლაპარაკების ერთი ეპიზოდი ხშირად გადამწყვეტია სასურველი სამსახურის მისაღებად, ყველაზე მნიშნვნელოვანი პარტნიორის ან კლიენტის დასარწმუნებლად. ეს მთავარია უნარია, რომელსაც არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში არ ასწავლიან. გაყიდვების, მოლაპარაკებების, ბიზნესის და კარიერის რჩევები უამრავია ინტერნეტში, იუთუბზე და ბლოგებზე, თუმცა იმას, რასაც ამ კურსზე ისწავლით სხვაგან არსად გაგიზიარებენ. სტრატეგიებს, ტაქტიკებს, მეთოდებსა და საშუალებებს, რომლებსაც დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში იყენებენ ახლა თქვენი მთავარი იარაღი გახდება საქმიან ურთიერთობებში, რათა აღარასდროს დაკარგოთ სასურველი კარიერული შანსი ან გადამწყვეტი კლიენტი თქვენი ბიზნესისთვის. კურსზე ისწავლით წარმატებული მოლაპარაკებების ტექნიკებს, საჯარო გამოსვლებს, ადამიანების უკეთ წაკითხვას… გაიგებთ როგორ დავმალოთ ან აღმოვაჩინოთ ტყუილი, როგორ მივხვდეთ რომ გვატყუებენ, როგორ დავარწმუნოთ ადამიანები სასურველ პოზიციებში. მიმიკები, ჟესტიკულაცია, ხმის ტემბრი და სხეულის ენა. ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც ამ კურსზე გაეცნობით. კურსის განმავლობაში გაივლით მომზადებას სიცრუის დეტექტორზე, სიმულატორებზე, გექნებათ სასწავლო გასვლები სხვადასხვა ლოკაციებზე, სადაც რეალურ სიტუაციებში მოსინჯავთ საკუთარ შესაძლებლობებს.
მოთხოვნები
მიღება ხორციელდება გასაუბრების საფუძველზე, 18 წელს გადაცილებული, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მოტივაცია და ანალიტიკური უნარები. კურსი განკუთვნილია როგორც ბიზნეს პერსონებისთვის, ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენლებისთვის, მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროს პროფესიონალებისთვის, ისე უსაფრთხოების ან და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც სურთ კარიერული ზრდა, ვისაც გააჩნია საკუთარი თავის განვითარების მოტივაცია.
სწავლების ფორმატი
ტრენინგი გრძელდება ექვსი კვირა და თეორიულ სწავლებასთან ერთად ითვალისწინებს ინტენსიურ პრაქტიკულ მომზადებასაც. სერტიფიცირების მისაღებად აუცილებელია კურსანტმა წარმატებით გადალახოს საგამოცდო პროცედურები. წარმატებულ კურსანტებს CASE აკადემია შესთავაზებს შემდგომი კარიერული წინსვლის სხვადასხვა პერსპექტივებს.
პროგრამა
ადამიანების წაკითხვა
- სხეულის ენა
- ვერბალური და არავერბალური ნიშნების ანალიზი
- მიკროექსპრესიები
- კომუნიკაციის ფსიქოლოგია
- პრაქტიკული სავარჯიშოები
პრაქტიკული უნარების განვითარება
- კომუნიკაციის ფსიქოლოგია
- ემოციების მართვა
- შესავალი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში
- ეთნოფსიქოლოგია
- ჯგუფის ფსიქოლოგია
წარმატებული საჯარო გამოსვლები
- საჯარო გამოსვლების შიშის დაძლევა
- ეფექტური გამოსვლის შედგენა
- პრეზენტაციების მომზადება (ტექნიკური ნაწილი)
- პრეზენტაციებისა და ინტერვიუების წარმართვა
- საჯარო გამოსვლების ინტენსიური პრაქტიკული ვორქშოპი
ტყუილის ამოცნობა: პრაქტიკული ტრენინგი
- მიკრო ექსპრესიების ამოცნობა სიმულატორზე
- პოლიგრაფის (სიცრუის დეტექტორის) გამოყენება
- პრაქტიკული სავარჯიშო საფრთხის ამოცნობაზე (ვიდეო სიმულაცია)
- სიცრუის ამოცნობის 6 საფეხურიანი სისტემა
ლიდერობა და წარმატებული მოლაპარაკებები
- თვითბრენდინგი
- წარმატებული მოლაპარაკებები
- გავლენის ინსტრუმენტები
- "პრე-გავლენა" და ზეგავლენა
- მოლაპარაკებების პრაქტიკული სავარჯიშოები
სერტიფიკაცია
შესაბამისი შედეგების მიხედვით კურსანტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ინგლისურენოვანი ოქროს "Golden Seal" ან ვერცხლის "Silver Seal" კლასის სერტიფიკატი. პრესტიჟულ სერტიფიცირებასთან ერთად, საუკეთესო კურსანტებს ექნებათ მუდმივი რეკომენდაცია CASE-ისგან დანიშნულების ადგილზე წარსადგენად, კარიერული ზრდის ან საერთაშორისო სასწავლო პროგრამების აპლიკაციებისთვის.

