ცხოვრებაში ყველაფერი მოლაპარაკებაა. სამსახური, ოჯახი, პირადი ურთიერთობები, ბიზნესი, კარიერა… დღის განმავლობაში უამრავ მოლაპარაკებას
გადიხართ განსხვავებულ ადამიანებთან. მოლაპარაკების ერთი ეპიზოდი ხშირად გადამწყვეტია სასურველი სამსახურის მისაღებად, ყველაზე მნიშნვნელოვანი პარტნიორის ან კლიენტის დასარწმუნებლად. ეს მთავარია უნარია, რომელსაც არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში არ ასწავლიან. გაყიდვების, მოლაპარაკებების, ბიზნესის და კარიერის რჩევები უამრავია ინტერნეტში, იუთუბზე და ბლოგებზე, თუმცა იმას, რასაც ამ კურსზე ისწავლით სხვაგან არსად გაგიზიარებენ. სტრატეგიებს, ტაქტიკებს, მეთოდებსა და საშუალებებს, რომლებსაც დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში იყენებენ ახლა თქვენი მთავარი იარაღი გახდება საქმიან ურთიერთობებში, რათა აღარასდროს დაკარგოთ სასურველი კარიერული შანსი ან გადამწყვეტი კლიენტი თქვენი ბიზნესისთვის.
კურსზე ისწავლით წარმატებული მოლაპარაკებების ტექნიკებს, საჯარო გამოსვლებს, ადამიანების უკეთ წაკითხვას… გაიგებთ როგორ დავმალოთ ან აღმოვაჩინოთ ტყუილი, როგორ მივხვდეთ რომ გვატყუებენ, როგორ დავარწმუნოთ ადამიანები სასურველ პოზიციებში. მიმიკები, ჟესტიკულაცია, ხმის ტემბრი და სხეულის ენა. ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც ამ კურსზე გაეცნობით. კურსის განმავლობაში გაივლით მომზადებას სიცრუის დეტექტორზე, სიმულატორებზე, გექნებათ სასწავლო გასვლები სხვადასხვა ლოკაციებზე, სადაც რეალურ სიტუაციებში მოსინჯავთ საკუთარ შესაძლებლობებს.
მიღება ხორციელდება გასაუბრების საფუძველზე, 18 წელს გადაცილებული, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი მოტივაცია და ანალიტიკური უნარები.
კურსი განკუთვნილია როგორც ბიზნეს პერსონებისთვის, ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენლებისთვის, მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროს პროფესიონალებისთვის, ისე უსაფრთხოების ან და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც სურთ კარიერული ზრდა, ვისაც გააჩნია საკუთარი თავის განვითარების მოტივაცია.
ტრენინგი გრძელდება ექვსი კვირა და თეორიულ სწავლებასთან ერთად ითვალისწინებს ინტენსიურ პრაქტიკულ მომზადებასაც. სერტიფიცირების მისაღებად აუცილებელია კურსანტმა წარმატებით გადალახოს საგამოცდო პროცედურები. წარმატებულ კურსანტებს CASE აკადემია შესთავაზებს შემდგომი კარიერული წინსვლის სხვადასხვა პერსპექტივებს.
CASE-ის დამფუძნებელი და დირექტორი, სამხედროების, დიპლომატების, სამართალდამცავების, უმსხვილესი კორპორაციებისა და სტუდენტების მომზადების 16+ წლიანი გამოცდილებით. ექსპერტი, ავტორი, სპიკერი, სხვადასხვა სერტიფიციკაციისა და ჯილდოს მქონე ტრენერი. სერტიფიცირებულია ლიდერი საერთაშორისო კომპანიების მიერ, ასევე Devry-ს უნივერსიტეტისა და Clingendael-ის, ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ ტრენერის კვალიფიკაციით. სიცრუის თეორიის პროგრამის ავტორი. იხილეთ ვრცლად...
ერთიანი გადახდა
ორ ნაწილად გადახდა
3 თვიდან 24 თვემდე
სპეციალური შეთავაზება
შესაბამისი შედეგების მიხედვით კურსანტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ინგლისურენოვანი ოქროს "Golden Seal" ან ვერცხლის "Silver Seal" კლასის სერტიფიკატი. პრესტიჟულ სერტიფიცირებასთან ერთად, საუკეთესო კურსანტებს ექნებათ მუდმივი რეკომენდაცია CASE-ისგან დანიშნულების ადგილზე წარსადგენად, კარიერული ზრდის ან საერთაშორისო სასწავლო პროგრამების აპლიკაციებისთვის.