კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების პრაქტიკული მასტერკლასი: თანამედროვე ფიშინგი: ამოცნობა, პრევენცია და რეაგირება
ყოველდღიურად ვრცელდება ახალი ამბები სხვადასხვა ფიშინგ შეტევაზე, მაგრამ ცოტა რამ არის ცნობილი ფიშინგის რეალურ შეტევებზე. ის აღარ შემოიფარგლება საეჭვო ბმულითა და შეცდომებით სავსე შეტყობინებით. თანამედროვე თავდამსხმელები სრულიად ახალ დონეზე მუშაობენ გენერაციული ხელოვნურ ინტელექტის, დიპფეიკის, ყალბ QR კოდების, სოციალური მედიის ანგარიშებისა და საკომუნიკაციო პლატფორმების გამოყენებით. ისინი იოლად მოიპოვებენ მომხმარებლის ნდობას, ანგარიშებზე წვდომას, კონფიდენციალურ ინფორმაციას და ფინანსურ აქტივებს. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში CASE-ის მიერ შექმნილი მასტერკლასი მონაწილეებს გააცნობს ფიშინგისა და სოციალური ინჟინერიის თანამედროვე მეთოდებს. რეალურ მაგალითებზე დაფუძნებული სწავლების საშუალებით ისინი ისწავლიან, როგორ ამოიცნონ თავდასხმის საწყისი ნიშნები, გადაამოწმონ საეჭვო მოთხოვნები და სწორად იმოქმედონ შესაძლო ინციდენტის დროს. მასტერკლასი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეტევებს, რომელთა ამოცნობა ტრადიციული ნიშნებით სულ უფრო რთული ხდება: ხელოვნური ინტელექტით შექმნილ დამაჯერებელ შეტყობინებებს, MFA მოთხოვნების ბოროტად გამოყენებას, ავტორიზაციის სესიების მოპარვასა და რამდენიმე საკომუნიკაციო არხზე ერთდროულად განხორციელებულ თაღლითობას. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებსა და გადამოწმების მარტივ მეთოდებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება როგორც სამუშაო გარემოში, ისე პირადი ანგარიშებისა და ინფორმაციის დასაცავად.
რას ისწავლი
- თანამედროვე ფიშინგ შეტევების ძირითადი ნიშნების ამოცნობას;
- დიპფეიკ აუდიო და ვიდეოკომუნიკაციის მიმართ კრიტიკული შეფასების გამოყენებას;
- QR კოდების, ბმულების, დომენებისა და ავტორიზაციის მოთხოვნების უსაფრთხოდ გადამოწმებას;
- საეჭვო MFA მოთხოვნებისა და OAuth ნებართვების ამოცნობას;
- ელფოსტით, სოციალური მედიითა და სამუშაო საკომუნიკაციო პლატფორმებით გავრცელებული შეტევების გარჩევას;
- გადაუდებლობაზე, ავტორიტეტსა და ემოციურ ზეწოლაზე დაფუძნებული მანიპულაციის გამოვლენას;
- საეჭვო შეტყობინებაზე უსაფრთხოდ რეაგირებასა და ინციდენტის სწორად შეტყობინებას;
- ორგანიზაციაში ფიშინგის რისკის შესამცირებლად პრაქტიკული უსაფრთხოების წესების გამოყენებას.
მოთხოვნები
მასტერკლასში მონაწილეობისთვის კიბერუსაფრთხოების სფეროში წინასწარი ტექნიკური ცოდნა ან სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის. სწავლება განკუთვნილია როგორც ტექნიკური, ისე არატექნიკური პროფესიის წარმომადგენლებისთვის.
სწავლების ფორმატი
მასტერკლასი აერთიანებს მოკლე სესიებს, რეალური შემთხვევების განხილვას, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და ფიშინგ შეტევების უსაფრთხო სიმულაციებს. სწავლება სრულდება პრაქტიკული სცენარით, რომელშიც მონაწილეებმა უნდა ამოიცნონ მრავალარხიანი ფიშინგ შეტევა, მიიღონ უსაფრთხო გადაწყვეტილება და სწორად შეატყობინონ ინციდენტის შესახებ.
პროგრამა
დიპფეიკზე დაფუძნებული ხმოვანი ფიშინგი
- ხმისა და ვიდეოს ხელოვნური ინტელექტით იმიტაცია;
- ხელმძღვანელის, კოლეგის ან ოჯახის წევრის სახელით დაკავშირება;
- გადაუდებელი ფინანსური მოთხოვნების გადამოწმება;
- უსაფრთხო უკუკავშირის პროტოკოლი.
გენერაციული AI-ის გამოყენებით შექმნილი პრეტექსტი
- პერსონალიზებული და დამაჯერებელი თაღლითური სცენარები;
- ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება;
- კონტექსტზე, ემოციასა და ავტორიტეტზე დაფუძნებული მანიპულაცია;
- ინფორმაციის დამოუკიდებელი არხით გადამოწმება.
იდენტობისა და ავტორიზაციის წინააღმდეგ მიმართული შეტევები
MFA მოთხოვნებით გადაღლის შეტევა
- მრავალჯერადი ავტორიზაციის მოთხოვნების მიზანი;
- ყალბი მხარდაჭერის ზარები;
- დაუგეგმავ MFA მოთხოვნაზე უსაფრთხო რეაგირება;
- ანგარიშის დაცვის დამატებითი ზომები.
OAuth თანხმობის ფიშინგი
- ყალბი ან მავნე აპლიკაციებისთვის წვდომის მინიჭება;
- მოთხოვნილი ნებართვების შეფასება;
- საეჭვო ინტეგრაციებისა და აპლიკაციების ამოცნობა;
- გაცემული წვდომების შემოწმება და გაუქმება.
Evil Proxy ფიშინგი
- რეალური ავტორიზაციის გვერდის იმიტაცია;
- პაროლისა და აქტიური სესიის მოპარვის რისკი;
- მრავალფაქტორიანი ავტორიზაციის გვერდის ავლის მეთოდების ზოგადი მიმოხილვა;
- ფიშინგისადმი მდგრადი ავტორიზაციის საშუალებები.
ბმულები, დომენები და ვებტექნოლოგიები
QR კოდის ფიშინგი — Quishing
- QR კოდით მავნე გვერდზე გადამისამართება;
- ფიზიკურ სივრცეში, ელფოსტასა და დოკუმენტებში განთავსებული ყალბი კოდები;
- ბმულის გახსნამდე მისამართის უსაფრთხოდ შემოწმება;
- გადახდისა და ავტორიზაციის QR კოდების გადამოწმება.
ჰომოგრაფიული ფიშინგ დომენები
- ვიზუალურად მსგავსი ასოებისა და სიმბოლოების გამოყენება;
- ყალბი დომენის რეალური მისამართისგან გარჩევა;
- დომენისა და სერტიფიკატის გადამოწმება;
- შემოკლებული ბმულების რისკები.
ბრაუზერში ჩაშენებული ფიშინგი
- ბრაუზერში ნაჩვენები ინფორმაციის მანიპულირება;
- მავნე გაფართოებებისა და ინფიცირებული მოწყობილობების რისკები;
- საეჭვო გადამისამართებებისა და ცვლილებების ამოცნობა;
- ბრაუზერისა და ანგარიშების დაცვის პრაქტიკული წესები.
ახალი თაობის ფიშინგ ნაკრებები
- სწრაფად ცვალებადი ფიშინგ გვერდები და შაბლონები;
- ტრადიციული ფილტრებისგან თავის არიდების მეთოდების მიმოხილვა;
- ახალი კამპანიის ადრეული ნიშნები;
- მომხმარებლის ქცევაზე დაფუძნებული თავდაცვა.
ფაილებითა და ვებკონტენტით გავრცელებული საფრთხეები
HTML Smuggling
- მავნე ფაილის ბრაუზერის საშუალებით ფორმირება;
- უსაფრთხოების ფილტრების გვერდის ავლის რისკი;
- უცნობი HTML ფაილებისა და ჩამოტვირთვების შეფასება;
- უსაფრთხო გახსნისა და შეტყობინების პროცედურები.
პერსონალიზებული მავნე დანართები
- კონკრეტული ადრესატისთვის მომზადებული დანართები;
- Office, PDF, არქივისა და სხვა ტიპის ფაილების რისკები;
- პაროლით დაცული არქივების გამოყენება ფიშინგში;
- ფაილის გახსნამდე გამგზავნისა და კონტექსტის გადამოწმება.
მრავალარხიანი და ორგანიზაციული ფიშინგი
მრავალარხიანი Business Email Compromise
- ელფოსტის, სატელეფონო ზარისა და მესენჯერის ერთობლივად გამოყენება;
- ხელმძღვანელის ან პარტნიორი კომპანიის სახელით მოქმედება;
- საბანკო დეტალების შეცვლისა და თანხის გადარიცხვის მოთხოვნები;
- ფინანსური ოპერაციების ორმაგი გადამოწმება.
ფიშინგი სოციალური მედიის საშუალებით
- ყალბი პროფილები და გატეხილი ანგარიშები;
- დასაქმების, ჯილდოსა და მხარდაჭერის ყალბი შეთავაზებები;
- პირად შეტყობინებებში გამოგზავნილი ბმულები;
- კონფიდენციალურობისა და ანგარიშის უსაფრთხოების პარამეტრები.
ფიშინგი სამუშაო საკომუნიკაციო პლატფორმებში
- Microsoft Teams-ის, Slack-ისა და სხვა პლატფორმების გამოყენება;
- ყალბი მოწვევები, ფაილები და ავტორიზაციის მოთხოვნები;
- გარე მომხმარებლისა და უცნობი ინტეგრაციის ამოცნობა;
- საეჭვო აქტივობის შესახებ ორგანიზაციაში შეტყობინება.
პრაქტიკული სიმულაცია და რეაგირება
- ფიშინგ შეტევის ეტაპობრივი ანალიზი;
- შეტყობინების, გამგზავნის, ბმულისა და მოთხოვნის გადამოწმება;
- უსაფრთხო რეაგირების გადაწყვეტილების მიღება;
- ინციდენტის დაფიქსირება და შესაბამის გუნდთან შეტყობინება;
- ანგარიშის შესაძლო კომპრომეტაციის შემთხვევაში პირველი ნაბიჯები;
- ორგანიზაციისთვის პრაქტიკული ანტიფიშინგ ჩეკლისტის შედგენა.
