+995 322 476 006[email protected]
CASEუსაფრთხოება · განათლება · ციფრული ინოვაცია
მთავარი
ჩვენ შესახებ▾
CASE-ის შესახებსერტიფიკაციასერტიფიკატის გადამოწმებაჩვენი გუნდიCASE კავშირებიCASE ანალიტიკაწარმატების ისტორიები
კურსები▾
ყველა პროგრამაკორპორატიული ტრენინგი
სერვისები▾
ყველა სერვისიკორპორატიული დაკვეთა
მედია▾
სიახლეებიმედია ჩვენ შესახებ
ბლოგი
რესურსები▾
დამხმარე მასალებიპოდკასტიელ-წიგნებიუსაფრთხოების ბრიფიხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
CASE
უსაფრთხოება · განათლება · ციფრული ინოვაცია

სამხედროების, სამართალდამცავების, უმსხვილესი კორპორაციებისა და სტუდენტების მომზადების 16 წლიანი გამოცდილება. ინოვაციური ტექნოლოგიების, სპეც. მომზადებისა და უსაფრთხოების სერვისების პროვაიდერი.

კურსები
ყველა პროგრამაფიზიკური კურსებიონლაინ კურსებიმასტერკლასებიკორპორატიული ტრენინგი
სერვისები
კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოებამონაცემთა დაცვა (DPO)კორპორატიული ტრენინგებიციფრული ტრანსფორმაციაყველა სერვისი
კონტაქტი
+995 322 476 006[email protected]თბილისი, პეკინის 30დაგვიკავშირდითშესვლა →
© 2026 CASE. ყველა უფლება დაცულიაწესები & პირობებიკონფიდენციალობასაიტის რუკა
HOME / ბლოგი / ცუტომუ შიმამურა

ცუტომუ შიმამურა

6 დეკემბერი 2020 · ზოგადი

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპიუტერული ექსპერტი. ცუტომუ დაიბადა იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ოჯახში. მისი მამა ოსამუ შიმამურა 2008 წლის ნობელის პრემიის მფლობელია. ცუტომუ მალევე მოხვდა აშშ-ში. კერძოდ, პრინსტონში, ნიუ ჯერსის შტატში, სადაც დაამთავრა პრინსტონის საშუალო სკოლა. კარიერული ზრდის გზაზე მან თავიდანვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. სწავლის დასრულებისთანავე იგი მოხვდა ლოს ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში, სადაც ფიზიკის მიმართულებით განაგრძო მოღვაწეობა. 1989 წელს იგი კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი მეცნიერი გახდა კომპიუტერული ფიზიკის დარგში. მალევე იგი სან დიეგოს სუპერ კომპიუტერების გამოთვლით ცენტრში დაწინაურდა. იგი ავტორიტეტული ექსპერტი გახდა კომპიუტერული უსაფრთხოების საკითხებში და აშშ-ს ეროვნული უშიშროების სააგენტოზე მუშაობდა. ცუტომოუ მოღვაწეობდა სან-დიეგოს კომპიუტერულ ცენტრში, როდესაც 1994 წელს კევინ მიტნიკმა გატეხა მათი კომპიუტერული ქსელი და მოიპარა ინფორმაცია ფიჭურ კავშირსა და ცენტრის საიდუმლო ტექნოლოგიების შესახებ. კევინმა ეს არ იკმარა და ცუტომუს კომპიუტერშიც შეძლო შეღწევა. ცუტომუსთვის ეს მოთმინების ბოლო წერტილი იყო, მან კევინზე ნადირობა დაიწყო, რასაც ბოლოს კევინის დაკავება მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით 1996 წელს მან ჯონ მარკოფთან ერთად წიგნიც დაწერა Takedown: America's Most Wanted Computer Outlaw (დაკავება: ამერიკის ყველაზე მოთხოვნადი კომპიუტერული დამნაშავის დევნა და დაკავება – ადამიანისგან, რომელმაც ეს გააკეთა) რომლის მიხედვითაც ჰოლივუდში საკმაოდ წარმატებული ფილმის გადაიღეს. ცუტომუ არამხოლოდ წარმატებული ექსპერტია უსაფრთხოების სფეროში, არამედ კარგი პრომოუტერიც, რადგან სწორედ მან გახადა ეს ისტორია ასეთი პოპულარული.

ლაშა პატარაია

კიბერ უსაფრთხოებისა და ეთიკური ჰაკინგის სწავლა ახლა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. იხილეთ CASE-ის სპეციალური სერტიფიცირებული კურსები მეტი ინფორმაციისთვის

გაზიარება
კატეგორიები
ფილმებიისტორიაზოგადირჩევები
ბლოგის სხვა პოსტები
The Good Shepherd (2006)ღალატი (2007)უკანასკნელი ციხესიმაგრე (2001)ჯაშუშთა თამაშები (2001)გატეხვა (2000)სნოუდენი (2016)ცხოველები დაზვერვაში21 მაიჯონ უოლკერი - რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაშუში აშშ-ში19 მაიკონტრდაზვერვის კამერა-დეტექტორები - ფოტო-სნაიპერი18 ივლპერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაციები24 აპრ
მიმდინარე კურსები
სხეულის ენის და მოლაპარაკებების სპეც. კურსიიწყება 15 სექ