+995 322 476 006[email protected]
CASEუსაფრთხოება · განათლება · ციფრული ინოვაცია
მთავარი
ჩვენ შესახებ▾
CASE-ის შესახებსერტიფიკაციასერტიფიკატის გადამოწმებაჩვენი გუნდიCASE კავშირებიCASE ანალიტიკაწარმატების ისტორიები
კურსები▾
ყველა პროგრამაკორპორატიული ტრენინგი
სერვისები▾
ყველა სერვისიკორპორატიული დაკვეთა
მედია▾
სიახლეებიმედია ჩვენ შესახებ
ბლოგი
რესურსები▾
დამხმარე მასალებიპოდკასტიელ-წიგნებიუსაფრთხოების ბრიფიხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
CASE
უსაფრთხოება · განათლება · ციფრული ინოვაცია

სამხედროების, სამართალდამცავების, უმსხვილესი კორპორაციებისა და სტუდენტების მომზადების 16 წლიანი გამოცდილება. ინოვაციური ტექნოლოგიების, სპეც. მომზადებისა და უსაფრთხოების სერვისების პროვაიდერი.

კურსები
ყველა პროგრამაფიზიკური კურსებიონლაინ კურსებიმასტერკლასებიკორპორატიული ტრენინგი
სერვისები
კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოებამონაცემთა დაცვა (DPO)კორპორატიული ტრენინგებიციფრული ტრანსფორმაციაყველა სერვისი
კონტაქტი
+995 322 476 006[email protected]თბილისი, პეკინის 30დაგვიკავშირდითშესვლა →
© 2026 CASE. ყველა უფლება დაცულიაწესები & პირობებიკონფიდენციალობასაიტის რუკა
HOME / ბლოგი / 5 ყველაზე განსაკუთრებული „ბუნკერი“ თავშესაფარი, რომელიც ყველაფერს გადაგატანინებთ

5 ყველაზე განსაკუთრებული „ბუნკერი“ თავშესაფარი, რომელიც ყველაფერს გადაგატანინებთ

4 ივნისი 2021 · რჩევები

ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემზადებიან სხვადასხვაგვარი კატასტროფებისა და აპოკალიფსისთვის. ისინი აგროვებენ მარაგებს, საკვებს, იარაღს და აშენებენ ე.წ. ბუნკერებს, რომლებიც გათვლილია როგორც ბუნებრივ კატაკლიზმებზე, ისე საომარ მოქმედებსა და ახლა უკვე პანდემიაზეც კი. ეს ტრენდი განსაკუთრებით პოპულარული აშშ-შია, სადაც მთელი ინდუსტრიაა აპოკალიფსის მოლოდინზე. სხვადასხვაგვარი ბუნკერები საქართველოშიც გვხვდება, დაწყებული საბჭოთა კავშირის დროიდან დატოვებული უზარმაზარ მიწისქვეშა ნაგებობებით, დასრულებული სხვადასხვა კერძო სახლის საიდუმლო თავშესაფრებით, მაგრამ ის რასაც აქ ნახავთ ნამდვილად არ შეგხვდებათ ჩვენს ქვეყანაში. მაშ ასე, წარმოგიდგენთ 5 ყველაზე განსაკუთრებულ ბუნკერს.

ხელოვნური ეზო სარდაფში

ლას ვეგასის მცხოვრებმა მთელი ეზო მოიწყო მის სარდაფში, რათა აპოკალიფსის დროს, ეზოს სიმყუდროვით მაინც დატკბეს.

პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის სწორი არ არის

ერთი შეხედვით ეს ბუნკერი არ გამოირჩევა განსაკუთრებული მახასიათებლებით, მაგრამ მისი ავტორი Survival Condo მეპატრონეებს 5 წლიან VIP პირობებს პირდება აპოკალიფსის დროს. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში მსგავსი პროექტი ბევრია, როდესაც კომპანია ქმნის საერთო გამოყენების ბუნკერს და შემდეგ ან ყიდის სხვადასხვა მესაკუთრეზე ან სულაც აქირავებს.

მიწისზედა ბუნკერი

ტრადიციულად მსგავსი შენობა-ნაგებობები მიწის ქვეშ ეწყობა, თუმცა ეს ბუნკერი პოლონეთში გამოირჩევა მისი არატრადიციული ფორმებით. მას „უსაფრთხო სახლს“ უწოდებენ და მისი ფართე ვიტრაჟული ფანჯრები საჭიროებისას მყისიერად იკეტება მძლავრი დამცავი კედლებით.

კორპორაციული ბუნკერი

ეს თავშესაფარი განთავსებულია ერთ-ერთი კომპანიის სამუშაო ოფისის ქვეშ. შენობას აქვს ბიზნეს ცენტრის, ვორქშოპებისა და საკონფერენციო სივრცეები. ინფრასტრუქტურა აგებულია მზის ენერგიის პანელებით და აპოკალიფსის დროს უწყვეტ ენერგიას პირდება მობინადრეებს.

ვილა ვალსი შვეიცარიის მთებში დამარხული ბუნკერი

ეს ექსტრაორდინარული ბუნკერი შვეიცარიის მთებშია დამარხული და მდიდარ ინფრასტრუქტურასთან ერთად მობინადრეებს განსაკუთრებულ კომფორტს პირდება. ვილა ვალსის ეს ბუნკერი ქირავდება რიგით დამსვენებლებზეც და მას ხშირად სტუმრობენ მთელი მსოფლიოდან.

გაზიარება
კატეგორიები
ფილმებიისტორიაზოგადირჩევები
ბლოგის სხვა პოსტები
The Good Shepherd (2006)ღალატი (2007)უკანასკნელი ციხესიმაგრე (2001)ჯაშუშთა თამაშები (2001)გატეხვა (2000)სნოუდენი (2016)ცხოველები დაზვერვაში21 მაიჯონ უოლკერი - რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაშუში აშშ-ში19 მაიკონტრდაზვერვის კამერა-დეტექტორები - ფოტო-სნაიპერი18 ივლპერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაციები24 აპრ
მიმდინარე კურსები
სხეულის ენის და მოლაპარაკებების სპეც. კურსიიწყება 15 სექ