+995 322 476 006[email protected]
CASEუსაფრთხოება · განათლება · ციფრული ინოვაცია
მთავარი
ჩვენ შესახებ▾
CASE-ის შესახებსერტიფიკაციასერტიფიკატის გადამოწმებაჩვენი გუნდიCASE კავშირებიCASE ანალიტიკაწარმატების ისტორიები
კურსები▾
ყველა პროგრამაკორპორატიული ტრენინგი
სერვისები▾
ყველა სერვისიკორპორატიული დაკვეთა
მედია▾
სიახლეებიმედია ჩვენ შესახებ
ბლოგი
რესურსები▾
დამხმარე მასალებიპოდკასტიელ-წიგნებიუსაფრთხოების ბრიფიხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
CASE
უსაფრთხოება · განათლება · ციფრული ინოვაცია

სამხედროების, სამართალდამცავების, უმსხვილესი კორპორაციებისა და სტუდენტების მომზადების 16 წლიანი გამოცდილება. ინოვაციური ტექნოლოგიების, სპეც. მომზადებისა და უსაფრთხოების სერვისების პროვაიდერი.

კურსები
ყველა პროგრამაფიზიკური კურსებიონლაინ კურსებიმასტერკლასებიკორპორატიული ტრენინგი
სერვისები
კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოებამონაცემთა დაცვა (DPO)კორპორატიული ტრენინგებიციფრული ტრანსფორმაციაყველა სერვისი
კონტაქტი
+995 322 476 006[email protected]თბილისი, პეკინის 30დაგვიკავშირდითშესვლა →
© 2026 CASE. ყველა უფლება დაცულიაწესები & პირობებიკონფიდენციალობასაიტის რუკა
HOME / ბლოგი / საქართველოში დაკავებული რუსი ჰაკერი აშშ-შია ექსტრადირებული

საქართველოში დაკავებული რუსი ჰაკერი აშშ-შია ექსტრადირებული

24 თებერვალი 2023 · ზოგადი

ჰაკერული ინსტრუმენტის “NLBrute-ის” ავტორი რომელიც რამოდენიმე თვის წინ საქართველოში დააკავეს უკვე აშშ-შია ექსტრადირებული და დღეს პირველად წარსდგა ფლორიდის სასამართლოში. მას კიბერ სივრცეში “dpxaker”-ის მეტსახელით იცნობენ. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით დარიუ პანკოვი აღნიშნული ინსტრუმენტით Microsoft Windows-ის ოპერაციულ სისტემების RDP (Remote Desktop Protocol)-ში აღწევდა ბრუტფორსის მასიური შეტევით. იგი ბრალდებულია 35,000-მდე კომპიუტერში შეღწევისა და 350,000 აშშ დოლარზე მეტი თანხის უკანონოდ მითვისებაში. კიბერ დანაშაულის, თაღლითობის, ჯაშუშობისა და სხვადასხვა ბრალდებებით ამჟამად მას 47 წლიანი პატიმრობა ემუქრება. უკვე ცნობილია, რომ პანკოვი მის ჰაკერულ პროგრამას, ე.წ. დარქ ვებში ყიდდა კრიპტოვალუტის სანაცვლოდ. მისი დაკავება არ ნიშნავს, რომ მოწყვლადობა დახურულია და კიბერ კრიმინალები ვეღარ შეძლებენ აღნიშნული სისუსტეებით სარგებლობას, რითაც აღწევდნენ სხვადასხვა მომხმარებლების კომპიუტერებში.

“ბოლო წლებია რუსი ჰაკერების აქტივობა რეგიონში რამდენჯერმე გაზრდილია. საინტერესოა, რომ ორ სხვადასხვა ვექტორში. ერთი მხრივ იმატა კიბერ კრიმინალმა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელიც ძირითადად ფიშინგის სახით მიმდინარეობს და მეორე მხრივ ჩვენი ქვეყანა აშკარად სულ უფრო მიმზიდველი ხდება მსგავსი აქტორებისათვის”

ლაშა პატარაია

CASE-ის დირექტორი

CASE-ის მოგიწოდებთ განაახლოთ თქვენი ოპერაციული სისტემა და ანტივირუსი. ხოლო თუ სარგებლობთ არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფით, შეიძინეთ ლიცენზირებული ვერსია, რომელიც გაცილებით დაცულია ვიდრე მისი უფასო ალტერნატივები. კიბერ უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით CASE-ის ბლოგს.

გაზიარება
კატეგორიები
ფილმებიისტორიაზოგადირჩევები
ბლოგის სხვა პოსტები
The Good Shepherd (2006)ღალატი (2007)უკანასკნელი ციხესიმაგრე (2001)ჯაშუშთა თამაშები (2001)გატეხვა (2000)სნოუდენი (2016)ცხოველები დაზვერვაში21 მაიჯონ უოლკერი - რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაშუში აშშ-ში19 მაიკონტრდაზვერვის კამერა-დეტექტორები - ფოტო-სნაიპერი18 ივლპერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაციები24 აპრ
მიმდინარე კურსები
სხეულის ენის და მოლაპარაკებების სპეც. კურსიიწყება 15 სექ