+995 322 476 006[email protected]
CASEუსაფრთხოება · განათლება · ციფრული ინოვაცია
მთავარი
ჩვენ შესახებ▾
CASE-ის შესახებსერტიფიკაციასერტიფიკატის გადამოწმებაჩვენი გუნდიCASE კავშირებიCASE ანალიტიკაწარმატების ისტორიები
კურსები▾
ყველა პროგრამაკორპორატიული ტრენინგი
სერვისები▾
ყველა სერვისიკორპორატიული დაკვეთა
მედია▾
სიახლეებიმედია ჩვენ შესახებ
ბლოგი
რესურსები▾
დამხმარე მასალებიპოდკასტიელ-წიგნებიუსაფრთხოების ბრიფიხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
CASE
უსაფრთხოება · განათლება · ციფრული ინოვაცია

სამხედროების, სამართალდამცავების, უმსხვილესი კორპორაციებისა და სტუდენტების მომზადების 16 წლიანი გამოცდილება. ინოვაციური ტექნოლოგიების, სპეც. მომზადებისა და უსაფრთხოების სერვისების პროვაიდერი.

კურსები
ყველა პროგრამაფიზიკური კურსებიონლაინ კურსებიმასტერკლასებიკორპორატიული ტრენინგი
სერვისები
კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოებამონაცემთა დაცვა (DPO)კორპორატიული ტრენინგებიციფრული ტრანსფორმაციაყველა სერვისი
კონტაქტი
+995 322 476 006[email protected]თბილისი, პეკინის 30დაგვიკავშირდითშესვლა →
© 2026 CASE. ყველა უფლება დაცულიაწესები & პირობებიკონფიდენციალობასაიტის რუკა
HOME / ბლოგი / როგორ წავიკითხოთ სახის მიკრო ექსპრესიები

როგორ წავიკითხოთ სახის მიკრო ექსპრესიები

18 სექტემბერი 2023 · ლაშა პატარაია · ზოგადი

მიკრო ექსპრესიების საკითხი პირველად პროფესორმა პოლ ეკმანმა წამოჭრა მის კვლევებში, რომლებსაც XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა საფუძვლები. მან ათასობით ადამიანის დაკვირვებისას, მსოფლიოს მრავალ წერტილში მოგზაურობით და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების შესწავლით დაადგინა სახის მიკრო ექსპრესიები. ეს არის სწრაფი ფრაგმენტი, რომელიც 1 წამზე ნაკლებსაც კი გრძელდება და გამოხატავს კონკრეტულ ემოციას. ეს შეიძლება იყოს ფარული სიბრაზე, აღტაცება და სხვა. 10,000-ზე მეტი შესწავლილი ემოციიდან გამოიყო შვიდი ძირითადი, რომელიც უნივერსალურია. ძირითადი მიზანი მიკროექსპრესიების შესწავლისას არის ფარული ზრახვების დადგენა. ძლიერი მხარე ამ ტექნიკის ის არის, რომ მიკროექსპრესიები უნივერსალურია მიუხედავად ეთნოსისა და კულტურულ-სოციალური მდგომარეობისა.

თუ სხეულის ენა განსხვავდება სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებსა და გარემო პირობებში, მიკრო ექსპრესიები ზუსტი მეთოდია, როგორც ეთნიკური წარმომავლობის, ისე ფიზიოლოგიური შეზღუდვების პირობებში. მიკრო ექსპრესიების ნაწილში პირველ რიგში ვაკვირდებით თუ შეესაბამება პიროვნების სახის გამომეტყველება სიტყვებსა და კონტენტს, რომელსაც ამბობს.

ჩვენ გვაქვს სამი მიზეზი, რატომაც სახის ექსპრესია ძალან მნიშვნელოვანია: პირველი, სიცრუის ამოცნობა, მეორე დადგენა იმის, რაც არ თქმულა და მესამე ბეიზლაინის დაფიქსირება.

საინტერესო ფაქტია, რომ არამარტო თქვენი ემოცია იწვევს კონკრეტულ ფორმაციას სხეულის ენაში, არამედ თქვენი სხეულის ენაც იწვევს კონკრეტულ ემოციებს.

ამის კარგი მაგალითი პრაქტიკიდან არის მიმიკა - ანუ იმიტირება რაიმე ემოციის.

"მიკროექსპრესია, იგივე მიკროგამომეტყველება არის სახის მომენტალური, უნებლიე გამომეტყველება, რომელსაც ადამიანი გაუცნობიერებლად აჩვენებს მაშინ, როცა ემოციას მალავს. ეს არის დაფარული ემოციის სწრაფი, ინტენსიური გამოხატულება."

მიკრო ექსპრესიებს ახასიათებს მომენტალურობა - მიკროგამომეტყველებები შეიძლება გაჩნდეს და გაქრეს სახიდან წამზე ნაკლებ დროში. ასევე არანებისმიერობა - მიკროგამომეტყველებები გამოწვეულია სახის კუნთების უნებლიე მოძრაობებით. ბევრ ადამიანს არ შეუძლია სახის კონკრეტული კუნთების კონტროლირება. შესაბამისად, განსხვავებით ტრადიციული სხეულის ენისგან, შეიძლება ითქვას, რომ მისი მართვა შეუძლებელია.

პოლ ეკმანის კვლევების შედეგად დაფიქსირებულია ათი ათასზე მეტი მიკრო ექსპრესია, თუმცა მათგან მეცნიერები შეჯერდნენ, რომ შვიდი ძირითადი ექსპრესია არის მთავარი: სიხარული, ბრაზი, შიში, გაოცება, წყენა, ზიზღი, სიძულვილი.

სიძულვილი

ბრაზი

ბრაზი

წყენა

გაოცება

ზიზღი

ავტორი: ლაშა პატარაია

გაინტერესებთ მეტი სიცრუის თეორიისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგიის შესახებ?

გსურთ შეისწავლოთ წარმატებული მოლაპარაკებების ტექნიკები და ტყუილის ამოცნობა?

დაეუფლე სტრატეგიებს, მეთოდებსა და საშუალებებს, რომლებსაც დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში იყენებენ, რათა შეძლო ადამიანების წაკითხვა, ტყუილის ამოცნობა და მათი დარწმუნება!

ეწვიე ლინკს და გაიგე მეტი კურსის შესახებ: https://www.globalcase.org/ge/courses/negotiations/

გაზიარება
კატეგორიები
ფილმებიისტორიაზოგადირჩევები
ბლოგის სხვა პოსტები
The Good Shepherd (2006)ღალატი (2007)უკანასკნელი ციხესიმაგრე (2001)ჯაშუშთა თამაშები (2001)გატეხვა (2000)სნოუდენი (2016)ცხოველები დაზვერვაში21 მაიჯონ უოლკერი - რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაშუში აშშ-ში19 მაიკონტრდაზვერვის კამერა-დეტექტორები - ფოტო-სნაიპერი18 ივლპერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაციები24 აპრ
მიმდინარე კურსები
სხეულის ენის და მოლაპარაკებების სპეც. კურსიიწყება 15 სექ