+995 322 476 006[email protected]
CASEუსაფრთხოება · განათლება · ციფრული ინოვაცია
მთავარი
ჩვენ შესახებ▾
CASE-ის შესახებსერტიფიკაციასერტიფიკატის გადამოწმებაჩვენი გუნდიCASE კავშირებიCASE ანალიტიკაწარმატების ისტორიები
კურსები▾
ყველა პროგრამაკორპორატიული ტრენინგი
სერვისები▾
ყველა სერვისიკორპორატიული დაკვეთა
მედია▾
სიახლეებიმედია ჩვენ შესახებ
ბლოგი
რესურსები▾
დამხმარე მასალებიპოდკასტიელ-წიგნებიუსაფრთხოების ბრიფიხშირად დასმული კითხვები
კონტაქტი
CASE
უსაფრთხოება · განათლება · ციფრული ინოვაცია

სამხედროების, სამართალდამცავების, უმსხვილესი კორპორაციებისა და სტუდენტების მომზადების 16 წლიანი გამოცდილება. ინოვაციური ტექნოლოგიების, სპეც. მომზადებისა და უსაფრთხოების სერვისების პროვაიდერი.

კურსები
ყველა პროგრამაფიზიკური კურსებიონლაინ კურსებიმასტერკლასებიკორპორატიული ტრენინგი
სერვისები
კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოებამონაცემთა დაცვა (DPO)კორპორატიული ტრენინგებიციფრული ტრანსფორმაციაყველა სერვისი
კონტაქტი
+995 322 476 006[email protected]თბილისი, პეკინის 30დაგვიკავშირდითშესვლა →
© 2026 CASE. ყველა უფლება დაცულიაწესები & პირობებიკონფიდენციალობასაიტის რუკა
HOME / ბლოგი / ახალი კიბერ შეტევა საქართველოში iPhone-ის მომხმარებლებზე

ახალი კიბერ შეტევა საქართველოში iPhone-ის მომხმარებლებზე

3 თებერვალი 2021 · ზოგადი

რამოდენიმე დღეა საქართველოში iPhone-ის მომხმარებლები ახალი შეტევის სამიზნე გახდნენ. შეტევის შედეგად მსხვერპლის ტელეფონზე ჩნდება შეტყობინებები, სხვადასხვა სათაურით: ტელეფონი საფრთხეშია! დაკლიკე, რომ დაიცვა ტელეფონის მონაცემები! ტელეფონზე დაფიქსირდა ვირუსი! და ა.შ. სათაურები ინგლისურ ენაზეა და შესაძლოა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი:

  • Free your iPhone from Threats;
  • You Have (1) Pending Package;
  • It’s your lucky day;
  • Congratulations, you WON!;
  • Get Apple News for FREE;
  • You Are Exposed Online, Click To Fix!;
  • Viruses Alert – Check Protection NOW and similar.

შეტყობინებები ხვდება მომხმარებლის კალენდრის აპლიკაციაში და თან ახლავს სხვადასხვა ბმულები, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც შესაძლებელია მოხდეს პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის საბანკო მონაცემების მითვისება და სხვა კიბერ აქტივობები. აღნიშნული შეტევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება და არამხოლოდ iPhone-ზე. მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება Apple-ის სხვა მოწყობილობებზეც: iPhone 7, 8, 11, 12, X, XR, S ვერსიები და სხვა. ასევე iPad-ზე, iMac-სა და MacBook-ზე.

საიდან ხვდება ეს შეტყობინებები თქვენს ტელეფონში?

პირველი ყველაზე მარტივი გზა ჰაკერებისთვის, თქვენი ელ-ფოსტის მისამართის მიგნებაა, რომელზეც ხდება მანიპულაცია. შესაძლოა, რომელიმე ვებ-გვერდიდან ან მონაცემთა ბაზიდან, სადაც თქვენი ელ-ფოსტის მისამართი ფიქსირდება კიბერ კრიმინალებმა მოახდინონ თქვენზე მსგავსი სპამ შეტევა. მეორე ყველაზე პოპულარული გზა ინფიცირების არის სხვადასხვა სარეკლამო და არა-აუთენტურ ვებ-გვერდზე გადასვლა ან ბანერზე დაკლიკება.

როგორც მოვიქცეთ?

თუ უკვე მოტყუვდით მსგავსი ფიშინგის ტიპის შეტევით და თქვენი მონაცემები, განსაკუთრებით საბარეთე ინფორმაცია სადმე დააფიქსირეთ, მაშინ ყველაფერი რაც ამ მონაცემებს უკავშირდება აუცილებლად შეცვალოთ, საკრედიტო ბარათის ჩათვლით, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დაბლოკოთ, რათა არ მოხდეს თანხების არალეგალურად ჩამოჭრა.

თუ მსგავსი რამ დაგემართათ, მაგრამ მონაცემები არავისთვის გაგინდიათ და არც საეჭვო ბმულებზე გადასულხართ, რომლებიც ამ შეტყობინებაში იყო, მაშინ მიყევით ჩვენს ინსტრუქციას:

CASE-ის ინსტრუქცია ტელეფონის უსაფრთხოებისთვის „კალენდრის ვირუსით“ ინფიცირების დროს:

1. გახსენით კალენდრის (Calendar) აპლიკაცია თქვენი ტელეფონიდან2. დაკლიკეთ ღილაკს: კალენდრები (Calendars)3. კალენდრის გასწვრივ დაკლიკეთ i სიმბოლოთი აღნიშნულ ღილაკს4. შემდეგ დაკლიკეთ წაშლას (Delete)5. მიყევით ინსტრუქციას მოცემული სურათის მიხედვით

ამ პოსტის თემატიკასთან დაკავშირებული კურსები:

  • კიბერ უსაფრთხოება თინეიჯერებისთვის - Cyber Junior
  • ეთიკური ჰაკინგი და კიბერ უსაფრთხოება
  • კიბერ უსაფრთხოების საბაზო კურსი
გაზიარება
კატეგორიები
ფილმებიისტორიაზოგადირჩევები
ბლოგის სხვა პოსტები
The Good Shepherd (2006)ღალატი (2007)უკანასკნელი ციხესიმაგრე (2001)ჯაშუშთა თამაშები (2001)გატეხვა (2000)სნოუდენი (2016)ცხოველები დაზვერვაში21 მაიჯონ უოლკერი - რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაშუში აშშ-ში19 მაიკონტრდაზვერვის კამერა-დეტექტორები - ფოტო-სნაიპერი18 ივლპერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაციები24 აპრ
მიმდინარე კურსები
სხეულის ენის და მოლაპარაკებების სპეც. კურსიიწყება 15 სექ