შეიძლება კონკრეტულად თითს ვერ ადებთ მიზეზს, მაგრამ რაღაცას გრძნობთ, რაღაც რიგზე ვერ არის. სინამდვილეში კი ეს შეგრძნება ჩნდება უამრავი სიგნალისგან, რომელიც თქვენი პარტნიორის სხეულის ენიდან, საუბრის მანერიდან და მისი ქცევიდან მოდის. ადამიანებს მხოლოდ არავერბალურ კომუნიკაციაში 800-მდე სიგნალის გაცემა შეუძლიათ, სპეციალისტები მათ კითხულობენ, აანალიზებენ და ამგვარად ხვდებიან ტყუილს ამბობს ობიექტი თუ სიმართლეს. ჩეულებრივი ადამიანისთვის კი ეს სიგნალები გაურკვეველ შეგრძნებად რჩება, რომელსაც ზოგი ინტუიციას და ზოგიც წინათგრძნობას ეძახის.
ადამიანებს გვჩვევია ღალატი პირად ურთიერთობებში და არამარტო. როდესაც პირველი ეჭვები ჩნდება დაზარალებულები მიმართავენ კერძო დეტექტივებს, სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებებს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ხშირად ეს ყველაფერი ფულის ტყუილად ხარჯვაა. სხეულის ენაზე დაკვირვება ხშირად საუკეთესო მეთოდია ასეთ დროს სიმართლის დასადგენად, რადგან თუ ფსიქოპატთან ან სოციოპატთან არ გაქვთ ურთიერთობა, მას აუცილებლად ექნება განცდები, ემოციები, რომელთა ანალიზიც მიგიყვანთ სიმართლემდე.
1. იმიჯის მკვეთრი ცვლილება
მოკლე პერიოდში, როდესაც თქვენ გაგიჩნდათ პირველი ეჭვები დააკვირდით ცვლილებებს მის იმიჯში. უკეთესი ტანსაცმელი, აქსესუარები, მეტი ყურადღება სტილსა და დიზაინზე, რომელიც მკვეთრად განვითარდა.
2. შეცვლილი ქცევა სოციალურ მედიაში
დააკვირდით მის აქტივობებს მანამდე და იმ ეპიზოდის შემდეგ, რაც პირველი ეჭვები გაგიჩნდათ. ტყუილის ამოცნობის სფეროში ამას Baselining-ს უწოდებენ. ანუ, ადამიანის ბუნებრივი ქცევის შესწავლა, რის შემდეგაც იოლია დაინახო გადახვევები. ასეთი შეიძლება იყოს Facebook-ის ახალი პროფილის გახსნა ან და სულაც დახურვა, ურთიერთობის სტატუსის შეცვლა ან დამალვა, თქვენთან ერთად გადაღებული ფოტოების მინიმალიზაცია ან სრულად დამალვა და ა.შ.
3. კონსპირაციული ტელეფონი
როცა საქმე ახალ სექსუალურ გატაცებებს ეხება, ყველაზე არატექნიკური ადამიანიც კი ტექნოლოგიური ჯეიმს ბონდი ხდება. ყველაზე მარტივი მეთოდი მეორე ტელეფონის შეძენაა, თუმცა ამ მხრივ უფრო რთული სიტუაციაა. მას შეიძლება სულაც იმავე ტელეფონზე ქონდეს დახურული, დაცული, დამალული ე.წ. ჩატები Viber-სა თუ სხვა მესენჯერებში, რომელსაც ვერ ნახავთ სპეციალური კოდის გარეშე. ან სულაც შეიძლება სხვა ექაუნთი ქონდეს, სხვა სახელით, სხვა სქესითაც კი, რათა მის პარტნიორს(ებს) წეროს.
4. ტელეფონის მოხმარების წესის ცვლილება
დააკვირდით თუ თქვენმა პარტნიორმა დაიწყო მობილური ტელეფონის აბაზანაში შეტანა და ისე მოიხმარს მას, რომ სულ თან აქვს. ერთი სიტყვით არ ტოვებს მას უყურადღებოდ.
5. აბონენტი, რომელსაც უკავშირდებოდით მიუწვდომელია
თუ შემთხვევებმა, როდესაც ის ვერ გპასუხობთ, ტელეფონი გათიშული აქვს ან მიუწვდომელია მნიშვნელოვნად მოიმატა და ამის შესაბამისი საქმიანი მიზეზიც არ არსებობს თქვენ კიდევ ერთი ინდიკატორი გაქვთ.
6. ცვლილება სამუშაოს გრაფიკში
ახალი პარტნიორი დამატებითი დრო და ძალისხმევაა მის კალენდარში, ამიტომ აუცილებლად გეტყვით, რომ მისი განრიგი შეიცვალა.
7. ცვლილება სექსუალურ ურთიერთობებში
აქ ნიშნების ანალიზი უფრო რთულია. ნაკლები სექსი ნიშნავს, რომ იგი შეიძლება სხვაზეა კონცენტრირებული, მეტი კი იმას, რომ გადაფარვას ცდილობს თავისი ახალი ურთიერთობების. ასეც და ისეც, აუცილებლად იგრძნობა ინტიმურობის კლება. გადაფარვისთვის ასევე მნიშვნელოვანია დააკვირდეთ შხაპის მიღების ტენდენციის შეცვლას, განსაკუთრებით კი მაშინ თუ ეს უკვე სახლში მოსვლის თანავე ხდება.
8. საერთო მეგობრები არაკომფორტულად გრძნობენ თავს თქვენთან
ხშირად თქვენი გარშემომყოფები პირველი რადარები არიან ღალატის თუ ეს გრძელვადიან ურთიერთობას ეხება. სტატისტიკურად არსებობს მაღალი შანსები იმისა, რომ თქვენმა საერთო ნაცნობებმა უკვე იციან ის, რასაც თქვენ ეჭვობთ, ამიტომ მათი ქცევა თქვენ მიმართ შეიცვლება და თავს გამოიჩენს მეტი უხერხულობები.
9. ნერვიულობა და სტრესი
თუ თქვენი პარტნიორი თქვენთან ერთად ყოფნისას გამოხატავს მეტ სტრესს, ნერვიულობას და ამის ობიექტური მიზეზები არ არსებობს, მაგალითად ფინანსური პრობლემები ან მსგავსი ყოფითი თემები, ეს სტრესიც შემთხვევითი არ არის.
10. ხშირი „მოვლენები“
გაფუჭდა მანქანა, დამიჯდა ტელეფონი, საცობი იყო,... თუმცა ამ ბოლოზე თავს ვერ დავდებ )) ამგვარი უეცარი „მოვლენების“ მატება ასევე გასათვალისწინებელი ნიშანია.
11. ახალი, აუხსენელი ხარჯები
ახალი პარტნიორი ახალი ხარჯებია, კაფეები, ბარები, რესტორნები, სასტუმროები, ტრანსპორტირება, ყველაფერი ეს აუცილებლად გახდება შესამჩნევი. რაც უფრო შესამჩნევია, მით უფრო რთულადაა საქმე. აქ ვგულისხმობ ურთიერთობის ხარისხს ახალ პარტნიორთან და თქვენი ურთიერთოების რეაბილიტაციის შანსებს.
12. ყოველთვის სურთ იცოდნენ სად ხართ
ეს ის შემთხვევაა, როცა ამგვარი ყურადღება სიყვარულით არ არის გამოწვეული, არამედ შიშით, რომ სადმე არ შეხვდეთ მის ახალ პარტნიორთან ერთად. როცა მან იცის სად ხართ თვენ, ისიც უფრო მშვიდად არის მასთან.
13. მზერითი კონტაქტის ცვლილება
გაიხსენეთ როგორი მზერითი კომუნიკაცია ახასიათებდა ამ ეპიზოდამდე. ანუ მისი Baseline (ბუნებრივი მდგომარეობა), მკვეთრად შეიცვალა, მნიშვნელობა არ აქვს როგორ.
14. მოკლე პასუხები
კომუნიკაციის დროს მისი პასუხები თქვენს კითხვებზე უფრო მოკლე და კონკრეტული ხდება. თანაც პასუხის გაცემის დროს ის ფიზიკურად გერიდებათ ან არ გიყურებთ.
15. ხელის გულები
ეს არის ერთ-ერთი ნიშანი, რითაც პოლიტიკოსების გულწერფელობას ზომავენ. თუმცა იგივეა პირად ურთიერთობებშიც. დააკვირდით კომუნიკაციისას ხომ არ აქვს მუდმივად ჩაკეტილი სხეულის ენა.
ზემოთ აღნიშნულ ინდიკატორებს სიცრუის თეორიის სფეროში წითელ დროშებს ეძახიან, და ცალკე აღებული არც ერთი ნიშანი არ ნიშნავს ცალსახა ღალატს. მნიშვნელოვანია ტყუილის კლასტერები, ასევე კონტექსტი და უამრავი სხვა დეტალი, ამდენად მხოლოდ ამ ნიშნებით ნუ გამოიტანთ საბოლოო დასკვნებს.