ინსტრუქტორი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2009-2011 წლებში სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამაზე. გაიარა ჟურნალისტიკის სერტიფიცირებული კურსები ლონდონის ჟურნალისტიკის სკოლასა და კოლუმბიის უნივერსიტეტში (აშშ). სწავლობდა დოკუმენტალისტიკას ნიუ იორკის ფილმის აკადემიაში. 2011 წლიდან დღემდე მუშაობდს სხვადასხვა მედიაში, მათ შორის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში. 2021 წელს გახდა Hubert H. Humphrey Fellowship Program-ის ერთ-ერთი მონაწილე. 2022 წლიდან მუშაობს საგამოძიებო მედიაში "სტუდია მონიტორი" .