კონფიდენციალურობის

პოლიტიკა


უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია, შემდგომში აკადემია, იზრუნებს თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე; ისინი გამოყენებული იქნება მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად; მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენს მფლობელობაში არსებული თქვენი პირადი მონაცემების შესახებ მოგაწვდით სრულ ინფორმაციას.
საკანონმდებლო საფუძვლები
ჩვენ ვეყრდნობით საკანონმდებლო ნორმებს; ვამუშავებთ მონაცემებს, მათ შორის, თქვენი თანხმობით (მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე ზეპირად, სატელეკომუნიკაციო, ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომლითაც შესაძლებელია ნათლად დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება) ხელშეკრულებების დადებისა და შესრულების აუცილებლობისა და იურიდიული ვალდებულებების შესრულებისთვის. 


მონაცემთა დამუშავების პრინციპები
მონაცემთა დამუშავებისას დაცული იქნება შემდეგი პრინციპები:
  • მონაცემები დამუშავდება სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;
  • მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის;
  • მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია აკადემიის შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად;
  • მონაცემების სინამდივილისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად აკადემია პერიოდულად განაახლებს მონაცემებს;
  • მონაცემები შეინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად;
  • აკადემიის მიერ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი დაიბლოკება, წაიშლება ან განადგურდება, ან შეინახება პირის იდენტიფიცირების გამომრიცველი ფორმით და შეიძლება გამოყენებული იქნას აკადემიის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, სტატისტიკური ანალიზისთვის;
  • აკადემიის მიერ არ მოხდება მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით.

 

მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ:
  • არსებობს მონაცემთა სუბიექტის (ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება) თანხმობა;
  • მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
  • მონაცემთა დამუშავება საჭიროა აკადემიის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია აკადემიის, ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია, ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).


მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება
  • აკადემია მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად უფლებამოსილია პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დაამუშავოს შემდეგი მონაცემები: სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი;
  • მონაცემთა სუბიექტის მიერ კანონით დადგენილი წესით გაცემული თანხმობის საფუძველზე პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს ნებისმიერი მონაცემი;
  • მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, აკადემიას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ  მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა;
  • აკადემია უფლებამოსილია, სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მოკლე ტექსტური შეტყობინება, ან ელექტრონული ფოსტა) ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქტისა, თუ მომსახურების თაობაზე.


მონაცემთა უსაფრთხოება
  • აკადემია ვალდებულია მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი, ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი, ან უკანონო დაკარგვისაგან;
  • მონაცემთა უსაფრთხოებისათვის მიღებული ზომები მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული რისკების ადეკვატურია;
  • აკადემია მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნერგავს და სისტემატურად ანვითარებს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებს, პროცესებს, პროცედურებსა და პოლიტიკებს.

 

მონაცემთა სუბიექტის უფლებები
  • მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოითხოვოს აკადემიის მიერ მისი მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაცია;
  • მონაცემთა სუბიექტს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა;
  • მონაცემთა სუბიექტისათვის ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო არ არის, თუ მონაცემები, კანონის თანახმად , საჯაროა;
  • მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოითხოვოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება;
  • მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში აკადემია ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;
  • აკადემიამ მონაცემთა ყველა მიმღებს უნდა აცნობოს მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის, ან განადგურების შესახებ;
  • მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში აკადემია ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს, ან გაანადგუროს მონაცემები,ან მონაცემთა სუბიექტს აცნობოს უარის თქმის საფუძველი.
  • თუ აკადემია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის გარეშე, თავად ჩათვლის, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები არასრულია, არაზუსტია, ან არ არის განახლებული, მან შესაბამისად უნდა გაასწოროს, ან განაახლოს მონაცემები და ეს აცნობოს მონაცემთა სუბიექტს.


რა წყაროებიდან მოვიპოვებთ პერსონალურ ინფორმაციას
თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია აკადემიისთვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან:
  • როდესაც მოგვმართავთ აკადემიის პროდუქტისა, თუ მომსახურების მისაღებად;
  • როდესაც აგზავნით წერილს, როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით;
  • სატელეფონო ზარის განხოციელებისას;
  • სოციალურ ქსელში მიმოწერისას;
  • სხვა ნებისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობისას;
  • სიახლეების ან და სხვა ინფორმაციის გამოწერისას.
კითხვების შემთხვევაში და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მოცემული ბმულით: საკონტაქტო ინფორმაცია
Caucasus Academy of Security Experts

CAUCASUS ACADEMY OF SECURITY EXPERTS

©2020 All rights reserved!