ჩვენი გუნდი

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია დაკომპლექტებულია უსაფრთხოების სხვადასხვა სფეროს წამყვანი სპეციალისტებით. CASE-ის ინსტრუქტორები არიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორიდან. ჩვენი ინსტრუქტორები მუდმივად გადიან პროფესიულ სერთიფიცირებას და აკადემიის ხელშეწყობით მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების ღონისძიებებში. ინსტრუქტორების ამგვარი აქტივობები საშუალებას გვაძლევს მუდმივად ვადევნოთ თვალი საერთაშორისო გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკები დავნერგოთ ჩვენს სწავლების მეთოდოლოგიებში. თითოეულ ინსტრუქტორს გააჩნია როგორც თეორიული და აკადემიური ცოდნა, ასევე უშუალო პრაქტიკული გამოცდილება, რის შედეგადაც CASE-ის კურსანტებს საშუალება ეძლევათ თითოეულ საკითხზე ისაუბრონ სფეროს უშუალო ინსაიდერებთან. აკადემიის ინსტრუქტორები ფართოდ არიან წარმოჩენილი ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში როგორც სფეროს ექსპერტები. ამგვარი გამოცდილება, ექსპერტიზა და პროფესიონალიზმი საშუალებას გვაძლევს უსაფრთხოების ყველა სფეროში შევინარჩუნოთ სწავლებისა და კონსალტინგის მოწინავე პოზიცია. 

ლაშა პატარაია

აკადემიის დირექტორი და ინსტრუქტორ-ანალიტიკოსი ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების საკითხებში
აკადემიის დირექტორი და ინსტრუქტორ-ანალიტიკოსი კიბერ უსაფრთხოების საკითხებში ინფორმაციული უსაფრთხოების, კიბერ დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ექსპერტი, ავტორი, სპიკერი და სერთიფიცირებული ტრენერი. სამხედროების, სამართალდამცავების, კომპანიებისა და სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტების მომზადების 10 წლიანი გამოცდილებით. უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის (CASE) დამფუძნებელი და დირექტორი. აშშ-ს კიბერ საინიციატივო ფორუმის წევრი და სერთიფიცირებული სპეციალისტი ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის, პოლიტიკისა და სტანდარტიზაციის საკითხებში. 2007 წელს დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემიის ლიცეუმი, ხოლო შემდეგ სწავლა თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეზე განაგრძო. გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში და სერთიფიცირებულია ლიდერი საერთაშორისო კომპანიების მიერ, როგორებიცაა IFS, FORS, ORACLE, QUALYS, KEYSTONE. ასევე Devry-ის უნივერსიტეტისა და Clingendael, ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ. მუშაობდა ამ სფეროს წამყვან კომპანიებში. 2007 წელს პარტნიორთან ერთად დააფუძნა იურიდიული კომპანია MILLENNIUM GROUP. პარალელურად მუშაობდა TRANSAT CORPORATION UK-ში, სადაც ხელმძღვანელობდა ERP სისტემების საერთაშორისო ბრენდების დანერგვას კავკასიაში. 2008-2009 წლებში იგი მუშაობდა სს GTEAM-ში, საიდანაც, როგორც კონტრაქტორმა ორგანიზაციამ წარგზავნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსად. 2010 წელს ჩამოაყალიბა ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრი. 2011 წელს ISSAC-ის გუნდთან ერთად დაარსაუსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია, რომლის ფარგლებშიც ეწევა პედაგოგიურ და კვლევით საქმიანობას ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით. გამოცემული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ინფორმაციული უსაფრთხოების, დაზვერვისა და ანტიკორუფციის შესახებ. ლაშა პატარაია არის საქართველოში კიბერ უსაფრთხოების პირველი სახელმძღვანელოს ავტორი “კიბერ კრიმინალი – ლეგალური და სადაზვერვო ასპექტები”. 2014 წელს დაარსა ელექტრონული გამოცემა ტექნოლოგიების შესახებ. ამჟამად ბატონი ლაშა ასევე მოღვაწეობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატთა მომზადების ცენტრში და იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში კიბერ უსაფრთხოების ინსტრუქტორად. იგი არის ტრანსნაციონალური უსაფრთხოების ქსელის საქართველოს წარმომადგენლობის თავმჯდომარე და ამერიკის უმსხვილესი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმის ინსტრუქტორი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერ უსაფრთხოების საკითხებში.

CASE-ის დამფუძნებელი და დირექტორი

გიორგი სულთანიშვილი

ინსტრუქტორ-ანალიტიკოსი ინფორმაციული უსაფრთხოებისა  და კორპორაციული უსაფრთხოების საკითხებში
სხვადასხვა პერიოდში იკავებდა მენეჯერულ თანამდებობებს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. სპეციალობა ეკონომისტ - ინფორმატიკოსი. 2012 – 2018 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112 -ში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ამავე პერიოდში იკავებდა ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისა და სტრატეგიული განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციებს. 2008 – 2012 წლებში იყო კომპანია „არჯი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და მუშაობდა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის,  „ჩრდილოეთ - სამხრეთ“ გაზსადენის რეაბილიტაციისა და ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს პროექტებზე. ბატონი გიორგი არის ევროპული გადაუდებელი დახმარების ნომრის ასოციაციის (EENA- European Emergency Number Association) და გადაუდებელი დახმარების თანამშრომელთა ქსელის წევრი (ESSN – Emergency Services Staff Network). მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა მრავალი მაღალტექნოლოგიური პროექტი. მათ შორის: 112 მობილური აპლიკაცია; SMS და ვიდეო ზარი ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის; აპლიკაცია საპატრულო პოლიციისა ეკიპაჟებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის; eCall Georgia და სხვა. 

დავით თევზაძე

ინსტრუქტორ-ანალიტიკოსი სამხედრო-სტრატეგიულ საკითხებში
მისი მონაწილეობით, შეიქმნა ქართულ და აღმოსავლურ ორთაბრძოლათა ასოციაცია. მუშაობდა საქ. მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. არის საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე და ოცამდე ნაშრომის ავტორი. 1991 წელს მოხალისედ შეუერთდა საქართველოს ეროვნულ გვარდიას, ხოლო 1993 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. მონაწილეობდა საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში. მხედრული მამაცობისათვის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასალის პირველი ხარისხის ორდენით. საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, სამხედრო განათლების მისაღებად წარიგზავნა იტალიაში, გერმანიასა და აშშ-ში. დაბრუნების შემდეგ კი ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის, უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსად. ხოლო, 1998 წლიდან, საქართველოს თავდაცვის მინისტრად და შეირაღებული ძალების მთავარსარდლად. 2004 წლიდან, გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე გადის თადარიგში. არის საქართველოს გენერალთა კლუბის თანადამფუძნებელი, ევროპულ იდეათა შესწავლის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ვიცე რექტორი. ჟურნალ სტრატეგიული კვლევების დამფუძნებელი. უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიაში მოღვაწეობს ინსტრუქტორად უსაფრთხოების საკითხებში. 

ნიკოლოზ ხატიაშვილი

ინსტრუქტორ-ანალიტიკოსი სადაზვერვო-სტრატეგიულ საკითხებში
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა რეინტეგრაციის საკითხებში სახელწმწიფო მინისტრის აპარატში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის კონტრაქტორ კომპანია “Georgian Hydro Power”-ში. 2007-2010 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს განვითაების ასოციაციას (Think Tank). ამჟამად ნიკოლოზ ხატიაშვილი მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტში და ეწევა აკადემიურ საქმიანობას ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2008 წელს მას მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით, ხოლო 2012 წელს გახდა საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. 2014 წლიდან იგი სწავლობს ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამაზე. სხვადასხვა პერიოდში მას გავლილი აქვს ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიის, ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების ევროპული ცენტრის და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სხვადასხვა კურსი თავდაცვის, დაზვერვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ამის გარდა, მას დამთავრებული აქვს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის და RAND Corporation-ის ერთობილივი უმაღლესი პროგრამა უსაფრთხოებისა და პოლიტიკის ანალიზსში. 

დავით ჩიჯავაძე

ინსტრუქტორი უსაფრთხოების საკითხებში
უსაფრთხოების სფეროში პრაქტიკული და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მრავაწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი. ფლობს რამოდენიმე უცხო ენას, მათ შორის იაპონურს. 1994 წლიდან სამსახური განაგრძო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, ხოლო 2001 წლიდან იყო “ბპ-საქართველო”-ს, უშიშროების დეპარტამენტის ზედამხედველი”. ასევე მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებში ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით. 2009 წლიდან მუშაობას განაგრძობს როგორც “ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერი”, “ბპ-საქართველოს” კონტრაქტორ კომპანიაში, 2010 წლიდან კი ევროკავშირის კონტრაქტორ კომპანია “ნაია”-ში იგივე თანამდებობაზე. 2009 წლიდან არის “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების კომიტეტის წევრი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სერთიფიცირებული ექსპერტ-ტრენერი. მომზადებული აქვს მრავალი აკრედიტირებული ტრენინგი შრომის უსაფრთხოების კუთხით, აწარმოებს ორგანიზაციების უსაფრთხოების აუდიტსა და მათში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. არის საქართველოდ “ვადო-ინტერნაციონალ კარატე-დო”-ს გენერალური მდივანი. არის სამეცნიერო ნაშრომის ავტორი “კომერციული დაწესებულების უშიშროების სამსახურის მნიშვნელობა”. ამჟამად მოღვაწეობს უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიაში კორპორაციული უსაფრთხოების მიმართულებებზე.        

ვასილ დავითაშვილი

პირველადი სამედიცინო დახმარების ინსტრუქტორი
პირველადი სამედიცინო დახმარების ინსტრუქტორი2009 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინი უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. სხვადასხვა პერიოდში ბატონი ვასილი მუშაობდა სასწრაფო დახმარების ცენტრში, წმინდა მიქაელ მთავარალნგელოზის სახელობის კლინიკის EMERGENCY-ის ექიმად. 2012-2013 წლებში ის მუშაობდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 112-ის ცენტრის ადმინისტრაციაში. 2013-2014 წლებში მუშაობა გააგრძელა რეფერალური დახმარების ცენტრის ადმინისტრაციაში. 2015 წლიდან დღემდე აგრძელებს მუშაობას RMG GOLD-ის ექიმად. ბატონი ვასილი არის სერტიფიცირებული ინსტრუქტორი. მას გავლილი აქვს არაერთი სასერტიფიკატო პროგრამა. 2007 წელს მონაწილეობდა რეზერვისტთა მომზადების პროგრამაში. მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან მადლობის სიგელი საქართველოში რუსეთის აგრესიის პერიოდში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაში შეტანილი წვლილისათვის.2014 წლიდან ბატონი ვასილი მოღვაწეობს უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიაში ინსტრუქტორად პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით.       

თათია მოსიძე

უმცროსი მკვლევარი-ანალიტიკოსი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ანტიტერორიზმის საკითხებში
უმცროსი მკვლევარი საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებითთათია მოსიძემ წარმატებით გაიარა უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის სპეციალური კურსები ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, რის შემდეგაც შეირჩა ამავე აკადემიის მკვლევარად. 2015 წლიდან მოღვაწეობს და ეწევა კვლევით-ანალიტიკურ საქმიანობას საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით. იგი ასევე ჩართულია აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამაში CASE EDU Support Team, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სასწავლო საკითხებთან დაკავშირებით მხარდაჭერას უწევს აკადემიის სტუდენტებს. 2013 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა, არის ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების სპეციალისტი-ევროპათმცოდნე. თათია ასევე სწავლობა ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. მიღებული აქვს სერთიფიკატები სხვადასხვა კონფერენციებში წარმატებით მონაწილეობისათვის. 2018 წელს მან ასევე მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით.       
Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!