- გარემოს უსაფრთხოების შეფასებითი მოქმედებები
- CABD- ალგორითმის მართვა - პრაქტიკული მეცადინეობა
- მოხრჩობის დროს ჰეიმლიხის მანევრის გამოყენება - პრაქტიკული მეცადინეობა
კორპორაციული ტრენინგი, მხოლოდ ორგანიზაციებისთვის!
კურსის მოცულობა: 8-16 საათი
თეორია და ინტენსიური პრაქტიკა კლიენტის სამუშაო ადგილას ან აკადემიის სასწვალო ბაზაზე
CASE Golden Seal და Silver Seal სერტიფიკაცია
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა ერთ ჯგუფზე: 18
უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საბჭო წარმოგიდგენთ პირველადი სამედიცინო დახმარების სრულ ტრენინგს ორგანიზაციებისთვის. აღნიშნული ტრენინგი აუცილებელი და რიგ შემთხვევებში სავალდებულოა ორგანიზაციებისთვის. ორგანიზაციები, რომელთა თანამშრომლები მუშაობენ სხვადასხვა რისკ გარემოში, სხვადასხვა კომპანიები, რომელთა ბიზნეს სპეციფიკა ითვალისწინებს საშუალოზე მეტი რაოდენობის ადამიანების მომსახურებას წარმოადგენენ მიზნობრივ ჯგუფს ამგვარი ტრენინგებისათვის. თქვენს თანამშრომლებს მოამზადებენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ინსტრუქტორები, ხოლო ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ მათ გადასცემენ "Golden Seal" სტანდარტის სერთიფიკატებს.
აკადემიის ტრენინგებით და კონსალტინგით უკვე შვიდი წელია წარმატებით სარგებლობენ წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები.
აკადემიას გააჩნია ტრენინგების ჩატარების 82 კონფიგურაცია და აღნიშნული პროგრამა არ იზღუდება მხოლოდ საკითხებით. ჩვენ ვითვალისწინებთ შემკვეთი ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკას, რისკებს და ამის მიხედვით ვადგენთ ტრენინგის ინდივიდუალურ გეგმას.
ტრენინგი მიზნად ისახავს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას პრეჰოსპიტალურ ეტაპზე ანუ სანამ დაზარალებულს კვალიფიციური მედპერსონალი არ აღმოუჩენს დახმარებას, ხოლო ესეთი სახით დაზარალებული ყველა პირობებში შეიძლება შეგხვდეს: ოჯახში, ქუჩაში, სამსახურში და თავშეყრის ადგილებში, დროულად დაწყებული პირველადი დახმარება ზრდის მოსახლეობის სიცოხლის ხანგრძლივობას.
პირველადი დახმარების სპეციალური ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ მეცადინეობებს წამყვანი ინსტრუქტორებისგან ისე ინეტენსიურ პრაქტიკულ მეცადინეობებს თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობით. ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც აკადემიის სასწავლო ბაზაზე, ისე დამკვეთი ორგანიზაციის სამუშაო ადგილზე.
ფასებისა და პირობებისათვის, მოგვმართეთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ფორმით. სათაურში აირჩიეთ "ტრენინგის შესახებ".
კურსის ეფექტიანად გავლისათვის თითეულ კურსანტზე გათვალისწინებულია:
კურსის სახელმძღვანელო.
საკითხავი მასალები ტრენინგ-სესიების მიხედვით.
კურსანტის სამუშაო წიგნაკი.
ჩექ-ლისტები, პროცედურებისა და პოლიტიკების შაბლონები, აკადემიის პროგრამები და მულტიმედია ფაილები.
Golden Seal ან Silver Seal სტანდარტის სერტიფიკატი. გაიცემა საგამოცდო პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ.
სრული ანგარიში კურსის მონაწილეების პირველადი ტესტირება/გასაუბრების და სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ.
მეტი ინფორმაციისთვის, შეავსეთ მოცემული ფორმა და ჩვენი წარმომადგენლები პირველივე შესაძლებლობისას დაგიკავშირდებიან.