ხშირად დასმული კითხვები

პასუხები და ინსტრუქციები

ზოგადი

რა არის CASE-ი?

უსაფრთხოების ექპერტთა კავკასიის აკადემია არის ერთადერთი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულება კავკასიის რეგიონში, რომელიც ამზადებს უსაფრთხოების სპეციალისტებს შემდეგი კომპეტენციით: ინფორმაციიული უსაფრთხოება, დაზვერვა, ანტიტერორიზმი, გლობალური უსაფრთხოება, ეროვნული უსაფრთხოება, კორპორაციული უსაფრთხოება და სხვა. აკადემია დაფუძნებულია ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრის (ISSAC) მიერ. სრული ინფორმაცია აკადემიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე მენიუდან აკადემია >აკადემიის შესახებ.

რას მივიღებ აკადემიის კურსების გავლის შედეგად?

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისა და დაინტერესებული პირებისთვის, მიიღონ ცოდნა უშუალო ინსაიდერებისაგან ისეთ თემებზე, როგორიცაა ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერ უსაფრთხოება, დაზვერვა, ანტიტერორიზმი და გლობალური უსაფრთხოება, ეროვნული უსაფრთხოება, სიცრუის თეორია და არამხოლოდ. საგანმანათებლო პროგრამები საინტერესო და მრავალფეროვანია, ისინი სრულად ერგებიან ქართულ რეალობას და ითვალისწინებს თანამედროვე ტენდენციებს. კარიერული ზრდისთვის მონაწილეები ასევე ღებულობენ შესაბამის საკვალიფიკაციო დოკუმენტაციას. გამომდინარე სფეროს სპეციფიკიდან თითოეულ მონაწილეს ეძლევა ახალი პერსპექტივები პროფესიული "ნეთვორქინგისთის", რაც ძალზედ ეფექტიანია ყოველდღიურ საქმიანობაში. სწავლების განმავლობაში მნიშნელოვანი დრო ეთმობა დისკუსიებსაც, რაც ახალი იდეების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. ერთი სიტყვით აქ ყველა წინაპირობაა შექმნილი პროფესიული ზრდისა და სფეროს საუკეთესო სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის.

სად არის შესაძლებელი კურსების გავლა?
სწავლის და მუშაობის შეთავსება შესაძლებელია?

აკადემიაში სწავლება მიმდინარეობს არა სამუშაო საათებში, შესაბამისად აკადემიის სტუდენტები რომელთა სამუშაო საათების განრიგი საქართველოს შრომის კოდექსის - კანონით დადგენილ ნორმებში ჯდება აკადემიის მხრიდან ხელის შემშლელი ფაქტორები არ ექნებათ. აკადემიის სასწავლო პროგრამების ძირითადი მომხმარებლები სწორედ დასაქმებული სპეციალისტები არიან როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორიდან. აქედან გამომდინარეობს აკადემიის სასწავლო ფორმატიც, რომელიც იმგვარად არის შემუშავებული, რომ თითოეულ მონაწილეს შეეძლოს სწავლის შეთავსება მის სამუშაო გრაფიკთან. ლექციები ძირითადად საღამოს საათებში (19:00-ის შემდეგ) იმართება. ამას გარდა, თითოეული ჯგუფისთვის ინდივიდუალურად ირჩევა გრაფიკიც.

CASE-ი მხოლოდ ფიზიკური პორებისთვისაა?

აკადემია მრავალპფორილიანი ორგანიზაციაა და ინდივიდუალურ სწავლების პროგრამებთან ერთად დაინტერესებულ ორგანიზაციებს სთავაზობს თანამშრომელთა მომზადების, კონსალტინგის, სტანდარტების დანერგვის და სხვა სერვისებს უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულებით.

მიღების წესი

რა მოთხოვნებია აკადემიაში მისაღებად?

აკადემიაში მოსახვედრად სტუდენტი აუცილებელია იყოს სრულწლოვანი, სხვა ასაკობრივი შეზღუდვა აკადემიას ამ მიმართულებით არ გააჩნია. მოთხოვნები თითოეული სასწავლო პროგრამისთვის ინდივიდუალურია. განსაკუთრებული მოთხოვნები კონკრეტულ უნარებსა და ცოდნაში ეხება მხოლოდ რამოდენიმე სპეციფიკურ პროგრამას და საკვალიფიკაციო ტრენინგებს. ასეთი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში მიღების პროცედურა მოითხოვს გასაუბრებას. გასაუბრების კრიტერიუმები და პრინციპები აკადემიის შიდა სამსახურებრივი ინფორმაციაა და არ ექვემდებარება გასაჯაროებას. თუ რომელიმე კურსი მოითხოვს ისეთ პარამეტრს, როგორიც არის უცხო ენის ცოდნა, კომპიუტერული ან სხვა დისციპლინის გარკვეულ დონეზე ფლობა, ამის შესახებ სრული ინფორმაცია ქვეყნდება შესაბამისი სასწავლო პროგრამის გვერდზე.

როგორ შეიძლება ჩავირიცხო აკადემიაში?
ასაკობრივი შეზღუდვა

სერტიფიცირება/დასაქმება

რას ნიშნავს ოქროს სერთიფიკატი?
როგორია სერტიფიცირების კრიტერიუმები?
დასაქმება CASE-ის კურსების გავლის შემდეგ

გადახდები

რა შემთხვევაში ხდება თანხის უკან დაბრუნება?
სწავლის საფასურის გადახდის პირობები

აკადემიის თითოეულ სასწავლო პროგრამას გააჩნია გადახდის ინდივიდუალური პირობები. რიგ კურსებზე გადახდა ხორციელდება მხოლოდ თანხის ერთიანი გადახდით სწავლის დაწყებამდე. თუმცა ზოგიერთ კურსზე, რომელიც მეტი ხანგრძლივობით გამოირჩევა მოქმედებს ყოველვთიური გადახდის სისტემა, ანუ თანხა ნაწილდება პროპორციულად სხვადასხვა მოდულის მიმდინარეობისა. აკადემიის ყველა სასწავლო პროგრამაზე მიუხედავად საფასურის გადანაწილების ოფციისა ან გადახდის პირობებისა მოქმედებს საბანკო განვადება. აღნიშნული პროცედურა მარტივია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს საბანკო განვადება 3 თვიდან 2 წლამდე ვადით. ასეთ შემთხვევაში ფინანსურ პირობებს განსაზღვრვავს შესაბამისი პარტნიორი ბანკი.

როგორ მოქმედებს უპროცენტო განვადება?

სასურველ კურსზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენ უნდა მოითხოვოთ უპროცენტო საბანკო განვადების ინვოისი. მიღებული ფაილი ამობეჭდილი სახით უნდა წარადგინოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში და 15 წუთიანი პროცედურის შემდეგ ბანკი თავად განსაზღვრვავს განვადების დამტკიცების საკითხს. განვადება უპროცენტოა, შესაბამისად თქვენ არ იხდით საკომისიო ან რაიმე სხვა სახის გადასახადს თუ სრულად დაგმიტკიცდათ განვადება. განვადების დოკუმენტი არ მოითხოვს ბეჭედს ან ხელმოწერას აკადემიის მხრიდან და გაიცემა ელექტრონულად. იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ დაგიმტკიცდათ განვადება, თქვენ ასევე შეგიძლიათ განვადება გააკეთებინოთ ოჯახის წევრს ან მეგობარს თუმცა იმ აუცილებელი პირობით, რომ გადახდის დანიშნულებაში ფილიალის ოპერატორს უნდა მიათითებინოთ თქვენი სახელი და პირადი ნომერი. გადახდის დანიშნულება უნდა გამოიყურებოდეს ასე: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, კურსის დასახელება.

Caucasus Academy of Security Experts

CAUCASUS ACADEMY OF SECURITY EXPERTS

©2020 All rights reserved!