კარიერული განვითარება

უსაფრთხოების სფეროში

სამხედროების, სამართალდამცავების, დიპლომატების, მსხვილი კორპორაციებისა და სტუდენტების მომზადების მრავალწლიანი გამოცდილებით CASE-სი საუკეთესო პლატფორმაა კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის!


დაგვიკავშირდით

კარიერა CASE-ში

CASE არის კავკასიის რეგიონში ერთადერთი კვლევითი და საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც ფოკუსირებულია ისეთ სტრატეგიულ საკითხებზე, როგორიც არის: დაზვერვა, კიბერ უსაფრთხოება, ანტი ტერორიზმი და უსაფრთხოების სპეც. დისციპლინები. აკადემიაში გამოცდილ პროფესიონალთა ძლიერი გუნდია კონსოლიდირებული, რომელსაც უსაფრთხოების სფეროში მუშაობისა და კვლევის დიდი გამოცდილება გააჩნია.

რას ველით თქვენგან

ჩვენ ვიწვევთ ღირსეულ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ამბიცია და შესწევთ უნარი გახდნენ უსაფრთხოების სპეციალისტები. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მათთან, ვისთვისაც კანონიერება, პატრიოტიზმი, ქვეყნის უსაფრთხოება და ხალხის კეთილდღეობა უმთავრესი ფასეულობაა. ჩვენ მივესალმებით ახალ ინიციატივებს, ღირებულ იდეებს, ეთიკას და პროფესიონალიზმს. ჩვენ ვემსახურებით ქვეყნის ინტერესებს, ამიტომაც თითოეული ჩვენგანისათვის გამბედაობა, სიმტკიცე, შეუპოვრობა და დისციპლინა, ხასიათის აუცილებელი თვისება უნდა იყოს.

თუ თქვენ მზად ხართ ჩაერთოთ აღნიშნულ სფეროში, არ გეშინიათ სირთულეების, გაგაჩნიათ სათანადო განათლება, პროფესიონალური უნარები და გამოცდილება, ჯეროვნად აცნობიერებთ თქვენი გადაწყვეტილების მნიშვნელობას და მიგაჩნიათ რომ თქვენი ადგილი არის უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიაში თქვენ აუცილებლად დაიმკვიდრებთ თავს CASE-ის გუნდში.

ახალი კარიერული პერსპექტივები

კარიერა CASE-ში იძლევა პროფესიული უნარებისა და პოტენციალის გაღრმავების უპრეცენდენტო საშუალებას. მუდმივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესები, პროფესიული ნეთვორქინგი და ინოვაციური პროექტები მუდმივი ზრდის უპირობო გარანტიაა. აკადემიის გუნდში ხვდებიან გამორჩეული კურსანტები, რომლებიც თავს გამოიჩენენ უსაფრთხოების სხვადასხვა კურსებზე. ასევე ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ უსაფრთხოების საკითხებზე დამოუკიდებლად ან აქვთ სურვილი საკუთარი კარიერა ამ სფეროს დაუთმონ. ასეთ შემთხვევებში CASE-ი სთავაზობს მათ თანამშრომლობას: სტაჟირების, აკადემიური პერსონალის, ადმინისტრაციული, საორგანიზაციო, სამეცნიერო-კვლევითი და ტექნიკური მიმართულებებით.

Email us
გსურთ მეტი შეიტყოთ

მეტი ინფორმაციის CASE-ის შესახებ იხილეთ ხშირად დასმული კითხვების გვერდი.

CASE FAQ
Have a question
დაგვიკავშირდით

თუ თვლით, რომ თქვენი რეზიუმე და შესაძლებლობები შეესაბამება CASE-ის პროფილს დაგვიკავშირდით.

საკონტაქტო ინფორმაცია
Caucasus Academy of Security Experts

CAUCASUS ACADEMY OF SECURITY EXPERTS

©2020 All rights reserved!