ბანკის უსაფრთხოების ოფიცერთა მომზადება
ექსკლუზიური მოსამზადებელი პროგრამა საბანკო უსაფრთხოებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო ოპერატორებისათვის

კურსის მოცულობა
კურსის მოცულობა: 32-42 საათი
მომზადების ფორმატი
თეორია და ინტენსიური პრაქტიკა კლიენტის სამუშაო ადგილას ან აკადემიის სასწვალო ბაზაზე
სერტიფიკაცია
CASE Golden Seal და Silver Seal სერტიფიკაცია
საბანკო უსაფრთხოების ოფიცერთა მომზადების პროგრამა არის ინტერ-დისციპლინარული კურსი, რომელიც აგებულია უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის მრავალწლიან გამოცდილებაზე სამხედროების, სამართალდამცავების, ორგანიზაციებისა და სტუდენტების მომზადების მიმართულებით.
კურსის ინსტრუქტორები არიან მოქმედი და რეზერვის ოფიცრები სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებიდან და კერძო სექტორიდან. ინსტრუქტორთა კვალიფიკაცია მოიცავს მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას ინცინდენტების პრევენციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.
კურსი აგებულია ოპტიმალური სასწავლო კონფიგურაციით და მოიცავს როგორც უსაფრთხოების პოლიტიკის, ფსიქოლოგიისა და კრიმინალთან ბრძოლის კლასიკურ მეთოდებს, ისე დამხმარე მოდულებს (მაგ. სტრესების მართვა)
კურსი ელასტიურია ორგანიზაციის სპეციფიკასთან მიმართებაში და ითვალისწინებს როლურ ტრენინგებს.
ტრენინგ სესიები გაჯერებულია პრაქტიკული ელემენტებით, როგორიცაა ვიდეო-მულტიმედია მასალებთან მუშაობა, სპეციალური ფოტო და ვიდეო სიმულატორები ე.წ. ფხიზელი თვალის შესამუშავებლად, ფსიქოლოგიური ტესტირება და სხვა.
ტრენინგის საკითხები
ფარული კომუნიკაციის არხის შემუშავება ე.წ. First Responder-ებისთვის (ადგილობრივი თანამშრომლებისთვის)
სიტუაციური აღქმადობის დონის გაზრდა (დისტანციური მონიტორინგის დროს ადეკვატურად აღიქვას სიტუაცია)
საფრთხის პატერნები - საეჭვო ინდიკატორები, სხეულის ენა და კონფიგურაციები, სენსიტიური აქტივები
სპეციფიკური ადგილების ინდივიდუალური კონტროლი (შესასვლელები, პარკინგი, ფილიალებს შიგნით და ა.შ.)
მომხმარებლისა და პოტენციური ბოროტმოქმედის გამიჯვნა ე.წ. ბეიზლაინის მიხედვით
ვიდეო სამეთვალყურეო ტექნიკის და უსაფრთხოების სისტემების სრული ფლობა
აქტუალური საფრთხეების გაცნობა (სკიმერები და უსაფრთხოების დარღვევის სხვა საშუალებები)
კოორდინაცია სამსახურის შიგნით და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებთან
ტრენინგის მოდულები
კურსის ფორმატი
კურსზე გათვალისწინებულია როგორც თეორიული, ისე ინტენსიური პრაქტიკული მომზადება. კურსანტები დაიყოფიან ორ ჯგუფად და გაივლიან მომზადებას როგორც აკადემიის ტრენინგ ბაზაზე, ისე შემკვეთი ორგანიზაციის სამუშაო ადგილზე. კურსანტებს ექნებათ გასვლითი ტრენინგ-სესიები კურსის თემატიკის მიხედვით რელევანტურ ობიექტზე, სადაც ადგილობრივი სპეციალისტები გააცნობენ სამუშაო სპეციფიკას.
თითოეული კურსანტის ცოდნის შემოწმებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, რათა თვალი ვადევნოთ მათ პროგრესს.
კურსანტები ეუფლებიან სხვადასხვა სირთულის სპეციალური ტექნიკის გამოყენებას და თავად ატარებენ ექსპერიმენტებს.
გუნდურობის განსავითარებლად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის გასვლითი ღონისძიებები.
CASE STUDENT KIT - კურსანტის პაკეტი
კურსის ეფექტიანად გავლისათვის თითეულ კურსანტზე გათვალისწინებულია:

COURSE BINDER
კურსის სახელმძღვანელო.

READING MATERIALS
საკითხავი მასალები ტრენინგ-სესიების მიხედვით.

CASE HANDBOOK
კურსანტის სამუშაო წიგნაკი.

CASE USB
ჩექ-ლისტები, პროცედურებისა და პოლიტიკების შაბლონები, აკადემიის პროგრამები და მულტიმედია ფაილები.

GOLDEN SEAL
Golden Seal ან Silver Seal სტანდარტის სერტიფიკატი. გაიცემა საგამოცდო პროცედურების წარმატებით გავლის შემდეგ.

TRAINEE REPORTS
სრული ანგარიში კურსის მონაწილეების პირველადი ტესტირება/გასაუბრების და სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ.
დაგვიკავშირდით
მეტი ინფორმაციისთვის, შეავსეთ მოცემული ფორმა და ჩვენი წარმომადგენლები პირველივე შესაძლებლობისას დაგიკავშირდებიან.