CASE-ის შესახებ

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია


ჩვენს შესახებ

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია- CASE თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე პირველი და ერთადერთი კვლევითი და საგანმანათლებლო სრულიად კავკასიის მასშტაბით, რომელიც უკვეათ წელზე მეტია წარმატებით ამზადებს  სხვადასხვაკომპეტენციის პროფესიონალებს.
აკადემია ახორციელებს სპეციალურ ტრენინგებს, რომლებიც კავკასიის მასშტაბით სხვაგან არსად არის ხელმისაწვდომი, ატარებს რეგიონალურ და საერთაშორისო კონფერენციებს, ნერგავს ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამებს, ეწევა ყოველდღიურ ანალიტიკურ საქმიანობას და ეხმარება სფეროს სპეციალისტებს გამოცდილების გაცვლასა და ერთმანეთთან დაკავშირებაში.

            

CASE-ის მიზანი

აკადემია აერთიანებს სადაზვერვო, ანტი-ტერორისტულ, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ და დიპლომატიურ საკითხებს, რათა შეავსოს გამოტოვებული ადგილები გლობალური და ეროვნული უსაფრთხოების გარემოში და ხელი შეუწყოს უსაფრთხოების, როგორც პროფესიის განვითარებას.

ვინ არიან CASE-ის სტუდენტები

CASE-ის სტუდენტები არიან IT სპეციალისტები, სამხედროები, იურისტები, დიპლომატები, ჟურნალისტები, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერები, კორპორაციული უსაფრთხოების ოფიცრები, კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტები სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და ინტერესის ადამიანები.

CASE-ის ინსტრუქტორები

აკადემიის გარშემო შეიკრიბა გამოცდილ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, უსაფრთხოების სხვადასხვა სპეციალური სამსახურების თანამშრომლები, ანალიტიკოსები, ინსტრუქტორები, სამხედრო ექსპერტები და სხვა სფეროს წარმომადგენლები კერძო და სახელმწიფო სექტორიდან.

დამფუძნებლის მიმართვა!

"პროფესიები, რომლებიც დღეს არსებობს, სულ ცოტა ხნის წინ არც კი არსებობდა და ჩვენი გამოწვევაც სწორედ ადამიანების მომავალი პერსპექტივებისთვის მომზადებაა. საქართველო დღეს უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. მჯერა, რომ მთავარი გასაღები ეფექტიან განათლებაშია. 2010 წელს, აგვისტოს ომიდან ორი წლის შემდეგ დავაფუძნე რეგიონში პირველი და ერთადერთი აკადემია, სადაც ისწავლებოდა კიბერ უსაფრთხოება, დაზვერვა, ანტიტერორიზმი და თემები, რომლებიც აქამდე არასდროს ყოფილა ხელმისაწვდომი. დღეს უკვე ათ წლიანი გამოცდილებით, 82 ტრენინგ-კონფიგურაციით და სრულიად ახალი შესაძლებლობებით ვაგრძელებთ უსაფრთხოების როგორც პროფესიის განვითარებას, და უფრო მეტიც, 2021-დან უფრო მეტ პროფილს ვთავაზებთ საზოგადოებას." იხილეთ ვრცლად...

ლაშა პატარაია
CASE-ის დამფუძნებელი და დირექტორი

საქმიანობა და პორტფოლიო

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია (CASE) ძირითად საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობასთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს საზოგადოებრივი ცნობადობის ასამაღლებლად და უსაფრთხოების, როგორც პროფესიის განვითარებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ გლობალური უსაფრთხოების გარემოს აქტუალური პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტა სწორედ კვალიფიციურ საკადრო რესურსში და ინფორმირებულ საზოგადოებაშია. აკადემია აღიარებულია კიბერ უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და ასევე მიღებული აქვს ჯილდო საქართველოს ავტორიტეტული სახელმწიფო ორგანოების მიერ როგორც IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი. ჩვენს პორტფოლიოში შედის არაერთი პუბლიკაცია უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხებზე. მათ შორის საქართველოში პირველი სახელმძღვანელო კიბერ უსაფრთხოების შესახებ. უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის სერვისებით სარგებლობენ უმსხვილესი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებმაც უსაფრთხოების საკითხებში გზამკვლევად CASE-ი აირჩიეს. მათ შორის არიან: მეკობრეობასთან ბრძოლის საკითხებში Microsoft; კორპორაციულ ტრენინგებში British Petroleum-ის კონტრაქტორი კომპანიები; კვლევით პროექტებში Publicis Dialog; სახანძრო უსაფრთხოებაში მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტები, როგორიცაა მთაწმინდის პარკი და ა.შ.

კლიენტები ჩვენ შესახებ

5,000+ სერტიფიცირებული კურსდამთავრებული, მსხვილი კორპორაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები

Caucasus Academy of Security Experts

CAUCASUS ACADEMY OF SECURITY EXPERTS

©2020 All rights reserved!