დაზვერვა და ეროვნული უსაფრთხოება

ძველი ფასი: 1950₾

მოქმედებს უპროცენტო საბანკო განვადება

 ღირებულება: 1750₾

 ხანგრძლივობა: 3 თვე

 დაწყება: 15 დეკ 2022

 სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი | 19:30 - 21:40

 საბურთალო, დ. გამრეკელის ქ. 2

რეგისტრაცია

კურსის შესახებ: სამხედროების, სამართალდამცავების, დიპლომატებისა და სტუდენტების მომზადების 13 წლიანი გამოცდილებით CASE წარმოგიდგენთ ინტენსიური მომზადების კურსს დაზვერვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაში WSNS23. ზამთრის სკოლა ყოველ წელს იმართება და ათასობით სერტიფიცირებულ პროფესიონალს ითვლის. CASE-ი საუკეთესო ადგილია კარიერული ზრდისა და პროფესიული კავშირების დასამყარებლად. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისა და დაინტერესებული პირებისთვის, მიიღონ ცოდნა უშუალო ინსაიდერებისაგან თემებზე, რომლებიც არასდროს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი, დაეუფლონ პროფესიულ უნარებს და მიიღონ აღიარებული სერთიფიკაცია. ჩვენი კურსანტები არიან როგორც სამართალდამცავები, სამხედროები, იურისტები, დიპლომატები, ბიზნეს ლიდერები, IT სპეციალისტები და ჟურნალისტები, ისე უბრალოდ დაინტერესებული პირები. ყოველივე ეს კი საუკეთესო სასწავლო პირობებთან ერთად კურსანტებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ღირებული კავშირები, ახალი მეგობრები და ახალ საფეხურზე აიყვანონ საკუთარი კარიერა.

ტრენინგის მოდულები

  • დაზვერვა და ეროვნული უსაფრთხოება
  • ანტიტერორიზმი და გლობალური უსაფრთხოება
  • კიბერ უსაფრთხოება
  • სიცრუის თეორია, ტყუილის ამოცნობა და სხეულის ენა
  • პოლიგრაფით დაკითხვის სესიები
  • ცეცხლსასროლი იარაღის პრაქტიკული ინსტრუქტაჟი
  • პროფესიული უნარ-ჩვევები
სრულად ნახვა

მოთხოვნები კურსზე მისაღებად!

სწავლებაზე მიიღებიან 21 წელს გადაცილებული, ნასამართლეობის არ მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც გააჩნიათ მოტივაცია, ანალიტიკური უნარები და რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას.

ტრენინგის ფორმატი:

ტრენინგი გრძელდება 3 თვე და თეორიულ სწავლებასთან ერთად ითვალისწინებს ინტენსიურ პრაქტიკულ სამუშაოებს. სერტიფიცირების მისაღებად აუცილებელია კურსანტმა წარმატებით გადალახოს საგამოცდო პროცედურები. შერჩეულ წარმატებულ კურსანტებს აკადემია შესთავაზებს შემდგომ თანამშრომლობას.

1

სრულად გაეცანით კურსს

რეგისტრაციამდე სრულად ინფორმაციას კურსის პირობებსა და მოთხოვნებზე.

2

დარეგისტრირდით

დარწმუნდით, რომ შევსებული ინფორმაცია ზუსტია და მიყევით აპლიკაციას.

3

დაელოდეთ გასაუბრებას

გასაუბრება რამოდენიმე ნაკადად იყოფა, დაელოდეთ შეტყობინებას ელ-ფოსტით.

სერტიფიცირება

CASE არის აშშ-ს კიბერ საინიციატივო ფორუმის, უსაფრთხოების პროფესიონალთა ტრანსატლანტიკური საბჭოსა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების წევრი. CASE-ის სერტიფიკაცია გააჩნია ასეულობით წამყვან პროფესიონალს, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას ქვეყნის სახელმწიფო, სამართალდამცავ, სამხედრო და ბიზნეს სექტორში.

რეგისტრაცია ვრცლად

CASE-ის შესახებ

CASE-ელები

წარმატების ისტორია

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!