შეისწავლეთ პროფაილინგი, CASE-ის ახალ, სერტიფიცირებულ ონლაინ ტრენინგზე. CASE-ი უკვე 12 წელზე მეტია წარმატებით ამზადებს სპეციალისტებს სამართალდამცავი უწყებებიდან და მსხვილი კორპორაციებიდან. ჩვენი სტუდენტები არიან როგორც სამართალდამცავები, სამხედროები, იურისტები, დიპლომატები, ბიზნეს ლიდერები, IT სპეციალისტები და ჟურნალისტები, ისე უბრალოდ დაინტერესებული პირები. კურსი მოიცავს აუცილებელ და დეფიციტურ დისციპლინებს, რომლებიც აღჭურვავს მსმენელს საუკეთესო პროფესიული უნარებით. პროგრამა, უშუალოდ პრაქტიკოსების მიერ არის მომზადებული და რეალურ შედეგზეა ორიენტირებული. საქართველოში წლების განმავლობაში ვმუშაობდით უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულებით.
ტრენინგი დაგეხმარება გახდე პროფაილერი და მიიღო უნარები, რომლებიც გამოგადგება უსაფრთხოების, ბიზნესის, კარიერისა და მათ შორის პირადი ცხოვრების წარმართვაში.
CASE-ის დამფუძნებელი და დირექტორი, სამხედროების, დიპლომატების, სამართალდამცავების, უმსხვილესი კორპორაციებისა და სტუდენტების მომზადების 12+ წლიანი გამოცდილებით. ექსპერტი, ავტორი, სპიკერი, სხვადასხვა სერტიფიციკაციისა და ჯილდოს მქონე ტრენერი. სერტიფიცირებულია ლიდერი საერთაშორისო კომპანიების მიერ, ასევე Devry-ს უნივერსიტეტისა და Clingendael-ის, ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ ტრენერის კვალიფიკაციით. იხილეთ ვრცლად...
CASE არის აშშ-ს კიბერ საინიციატივო ფორუმის, უსაფრთხოების პროფესიონალთა ტრანსატლანტიკური საბჭოსა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების წევრი. CASE-ის სერტიფიკაცია გააჩნია ასეულობით წამყვან პროფესიონალს, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ კარიერას ქვეყნის სახელმწიფო, სამართალდამცავ, სამხედრო და ბიზნეს სექტორში.
რეგისტრაცია ვრცლად