როგორ გავფილტროთ წყალი საველე პირობებში

ავტორი:
კატეგორია:
განთავსებულია:
27 ივნ 2022

ექტრემალურ პირობებში ჩავარდნისას ნებისმიერ გარემოში, თვითგადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი წყლის მოპოვება და მოპოვებული წყლის სასმელად ვარგისიანობის, დადგენა/გადამუშავებაა. მოცემულ ბლოგში განვიხილოთ მოპოვებული წყლის უსაფრთხოდ გადამუშავებას, რაც კრიტიკულ დროს შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს შენი ჯამრთელობისათვის.

წყლის გაფილტვრა

წყლის სასმელად ვარგისიანობის გარეშე ნამდვილად სახიფათოა მიღება, წყლის გაფილტვრის ორი საშუალება არსებობს,

1– სამრეწველო ფილტრები,

2–სახელდახელოდ/იმპროვიზირებულად შექმნილი ბუნებრივი ფილტრი.

1–სამრეწველო ფილტრები.

საველე პირობებში მექანიკური მინარევებისაგან წყლის გაწმენდის მიზნითნმიზანშეწონილია გამოიყენოთ ფილტრები.ამჟამად წყლის გამწმენდის პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივებულია მისი უახლესი სამეცნიერო განვითარებული ფილტრების გამოყენებით. თანამედროვე ფილტრები შეიძლება იყოს დამზადებული ინდივიდუალური მოწყობილობების ან სისტემების სახით წყლის გამწმენდისთვის, სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით. მოცემული ფილტრების მეშვეობით მაქსიმალურად სწრაფად შესძლებთ. როგორც წესი, ინდივიდუალური ფილტრები წარმოებულია პლასტიკური მილის, რომლის შიგნით არის შესაბამისი ფილტრი.

ფილტრის ელემენტი შეიცავს მემბრანურ ფილტრის ბლოკებს დამზადებულს სხვადასხვა ტიპის ბოჭკოებისაგან, როგორიცაა გააქტიურებული ნახშირბადის ბოჭკო გაერთიანებულს ანტიმიკრობული ნაწილაკებთან. მოცემული წყლის ფილტრი უზრუნველყოფს გაწმენდას აქტიური ქლორისგან, სხვა მიკრო ორგანიზმაბისაგნ. ის საკმაოდ პრაქტიკული და საჭირო ნივთია ნებისმიერი ჩვენგანისათვის.

სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციებში ჩნდება კითხვა ბუნებრივი წყაროებიდან წყლის ნაკლებობის შევსებაზე. შესაბამის მოცემულობაში ჩვენთვის პრიორიტეტული უნდა იყოს სუფთა წყლის მოპოვება, წყლის გაფილტვრა. კარგია რომ ყოველმა ჩვენთაგანმა შესძლოს სარგებლობა სტანდარტული წყლის გამწმენდი საშუალებებით, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება ამიტომ უნდა გამოვნახოთ გზები და ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები დამოუკიდებლად გაავაკეთოთ წყლის გასუფთავების ფილტრი.

კონტეინერის სახით გამოვიყენოთ ქილა ან პლასტმასის ბოთლი, შესაძლებელია ასევე ნაჭრის გამოყენება. რაც შეეხება ფილტრის ელემენტებს, ის უნდა შედგებოდეს, ბინტი ან ნაჭერი, ქვიშა, ბალახი,ნახშირი. მოცემული ელემენტები მოათავსეთ ეტაპობრივად და თანმიმდევრულად გასაფილტრ ჭურჭელში. იმ შემთხვევაში თუ წყალი ძალიან ბინძურია, შეეცადეთ სილა რამოდენიმეჯერ გამოცვალოთ . წყლის გაფილტვრის პროცესი გაიმეორეთ მანამ სანამ არ შეამჩნევთ რომ ვიზუალურად წყალი სუფთაა.

საფილტრი სამფეხაზე.




წყლის დეზინფექცია.

როგორც სადეზინფექციო საშუალება, შეგიძლიათ გამოიყენოთ იოდის ხსნარი, რომლის პოვნა ნებისმიერ აფთიაქშია შესაძლებელი.

წყლის დეზინფექცია იოდის ხსნარით - საჭიროა 1 ლიტრ წყალზე დაამატოთ

2-3 წვეთი 5% ხსნარი. ასეთი წყლის გამოყენებამდე უნდა დავიცადოთ 20-30 წუთი.

წყლის დეზინფექცია შესაძლებელია კალიუმის პერმანგანატით–ექსტრემალურ პირობებში განხორციელდეს. მოცემული მეთოდი საკმაოდ ძველია და მეტად თანამედროვე და ადვილად გამოსაყენებელი თვისობრივი ინსტრუმენტების გამო ის დავიწყებას მიეცა. მოცემული პროცესისას ადვილად შესამჩნევია კალიუმის პერმანგანატის დამატებით წყალი მიიღებს ღია ვარდისფერ ფერს. თუ წყლის მოცემული მეთოდით გაწმენდისას შევხედავთ რომ სითხე (წყალი) ფერს არ იცვლის და ის თეთრია ეს მიუთიტებს შემდეგზე: კალიუმის პერმანგანატი საკმაოდ დიდ დოზით არის გამოყენებული და საჭიროა წყლის დამატება რათა ავიცილოთ თავიდან საკუთარი ორგანიზმისა და ჯამრთელობის გარდაუვალი დაზიანება.

საკმაოდ მარტივია ასევე სპეციალური წყლის დეზინფექციისათვის განკუთვნილი ტაბლეტები, რომლის გარკვეული რაოდენობა გარკვეულ ლიტრზეა გათვლილი.

დუღილი

ყველაზე მარტივი და საიმედო საშუალებაა დეზინფექციისთვის. წყალი უწყვეტად უნდა ადუღდეს მინიმუმ 5-10 წუთი. თუ სითხე აიღეთ საეჭვო ან ძლიერ დაბინძურებული წყაროდან (რომელიც დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში), წყლის უწყვეტი დუღილის დრო უნდა გაიზარდოს 30-40 წუთამდე. უფრო მეტი სადეზინფექციო ეფექტისთვის დუღილის პროცესში შეგიძლიათ წყალში ჩაამატოთ: ნაძვის, ფიჭვის, ნაძვის, კედარის, ღვიის, ტირიფის, მუხის, წიფლის, ახალგაზრდა ტოტები,რომლის რაოდენობა 150-200 გრ მცენარეული კომპონენტი 5-7 ლიტრი წყლისთვის. ადუღების შემდეგ ადვილად შესამჩნევი იქნება მუქი ნადები, რომელიც წყლის დეზინფექციის შედეგად წარმოიქმნა, ჭურჭლის ფსკერისკენ დაილექება.

ავტორი: გიორგი ქავთარაძე
CASE-ის ინსტრუქტორი სამხედრო მომზადების მიმართულებით




თემატური კურსი: სამხედრო საბაზო მომზადების პროგრამა TFTMS





Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!