5 ყველაზე განსაკუთრებული „ბუნკერი“ თავშესაფარი, რომელიც ყველაფერს გადაგატანინებთ

ავტორი:
კატეგორია:
განთავსებულია:
04 ივნ 2021

ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემზადებიან სხვადასხვაგვარი კატასტროფებისა და აპოკალიფსისთვის. ისინი აგროვებენ მარაგებს, საკვებს, იარაღს და აშენებენ ე.წ. ბუნკერებს, რომლებიც გათვლილია როგორც ბუნებრივ კატაკლიზმებზე, ისე საომარ მოქმედებსა და ახლა უკვე პანდემიაზეც კი. ეს ტრენდი განსაკუთრებით პოპულარული აშშ-შია, სადაც მთელი ინდუსტრიაა აპოკალიფსის მოლოდინზე. სხვადასხვაგვარი ბუნკერები საქართველოშიც გვხვდება, დაწყებული საბჭოთა კავშირის დროიდან დატოვებული უზარმაზარ მიწისქვეშა ნაგებობებით, დასრულებული სხვადასხვა კერძო სახლის საიდუმლო თავშესაფრებით, მაგრამ ის რასაც აქ ნახავთ ნამდვილად არ შეგხვდებათ ჩვენს ქვეყანაში. მაშ ასე, წარმოგიდგენთ 5 ყველაზე განსაკუთრებულ ბუნკერს.

ხელოვნური ეზო სარდაფში

ლას ვეგასის მცხოვრებმა მთელი ეზო მოიწყო მის სარდაფში, რათა აპოკალიფსის დროს, ეზოს სიმყუდროვით მაინც დატკბეს.

პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის სწორი არ არის

ერთი შეხედვით ეს ბუნკერი არ გამოირჩევა განსაკუთრებული მახასიათებლებით, მაგრამ მისი ავტორი Survival Condo მეპატრონეებს 5 წლიან VIP პირობებს პირდება აპოკალიფსის დროს. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში მსგავსი პროექტი ბევრია, როდესაც კომპანია ქმნის საერთო გამოყენების ბუნკერს და შემდეგ ან ყიდის სხვადასხვა მესაკუთრეზე ან სულაც აქირავებს.

მიწისზედა ბუნკერი

ტრადიციულად მსგავსი შენობა-ნაგებობები მიწის ქვეშ ეწყობა, თუმცა ეს ბუნკერი პოლონეთში გამოირჩევა მისი არატრადიციული ფორმებით. მას „უსაფრთხო სახლს“ უწოდებენ და მისი ფართე ვიტრაჟული ფანჯრები საჭიროებისას მყისიერად იკეტება მძლავრი დამცავი კედლებით.

კორპორაციული ბუნკერი

ეს თავშესაფარი განთავსებულია ერთ-ერთი კომპანიის სამუშაო ოფისის ქვეშ. შენობას აქვს ბიზნეს ცენტრის, ვორქშოპებისა და საკონფერენციო სივრცეები. ინფრასტრუქტურა აგებულია მზის ენერგიის პანელებით და აპოკალიფსის დროს უწყვეტ ენერგიას პირდება მობინადრეებს.

ვილა ვალსი შვეიცარიის მთებში დამარხული ბუნკერი

ეს ექსტრაორდინარული ბუნკერი შვეიცარიის მთებშია დამარხული და მდიდარ ინფრასტრუქტურასთან ერთად მობინადრეებს განსაკუთრებულ კომფორტს პირდება. ვილა ვალსის ეს ბუნკერი ქირავდება რიგით დამსვენებლებზეც და მას ხშირად სტუმრობენ მთელი მსოფლიოდან.

აკადემიის კურსები

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!