რეკომენდაციები COVID-19-ით გამოწვეული რისკების შესამცირებლად

გადმოწერა:

COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში საქართველოს ჯანდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის სფეროებში და სრულიად ქვეყნის განვითარებაში გაჩნდა კოლოსალური რისკები, რომლებზეც გვჭირდება ზუსტი ხედვა. მიუხედავად უამრავი ეფექტური ნაბიჯისა, რომელიც უკვე გადაიდგა მთავრობის მიერ, ყველა აღნიშნული დარგის ექსპერტიზას უნდა მოეყაროს თავი, გასაგებ, რაციონალურ და ანალიზზე დაფუძნებულ გეგმაში, რომელიც მკაფიოდ უნდა ასახავდეს არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებს, როგორც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ისე პანდემიის შემდგომ ვითარებაში სამოქმედოდ. აღნიშნულ დოკუმენტში მოკლედ არის წარმოდგენილი ძირითადი რეკომენდაციები ამგვარი გეგმის შესამუშავებლად, რომლებიც მზად ვართ წარმოვადგინოთ დეტალური, სიღრმისეული ანალიზი დაინტერესებულ მხარეებთან და შესაბამის სამთავრობო ორგანიზაციებთან. გამოვთქვამთ მზაობას ვითანამშრომლოთ ყველა ინდივიდთან, თუ ჯგუფთან, რომელიც დაინტერესებულია პრობლემის გადაწყვეტაში შეიტანოს საკუთარი წვლილი და გააჩნია ამის შესაძლებლობა.

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!