საჯარო ლექციების სერია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

ავტორი:
კატეგორია:
განთავსებულია:
17 ნოე 2020

დღეს, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიამ საქართველოს სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საჯარო ლექციების სერია გამართა კიბერ უსაფრთხოებისა და ანტიტერორიზმის შესახებ. ლექციებს უძღვებოდნენ აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი, ინსტრუქტორი კიბერ უსაფრთხოებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ლაშა პატარაია და ინსტრუქტორ-ანალიტიკოსი ანტიტერორიზმის საკითხებში გიორგი რობაქიძე. ღონისძიება საკმაოდ ინტენსიური იყო კითხვებისა და დისკუსიის ნაწილში. მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს კარიერულ დაგეგმარებაზე და ასევე ღონისძიების თემატიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი როლი ეკავა საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებს.


Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!