ღია ლექციების სერია OpenCyber

ავტორი:
კატეგორია:
განთავსებულია:
17 ნოე 2020

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის სპეციალური ინიციატივის ფარგლებში წარმოგიდგენთ CASE-ის ახალ პროგრამას #OpenCyber რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და კონკრეტულ პროფესიულ წრეებში აქტუალურ საკითხებზე ინფორმირებას. ლექციებს წარუძღვებიან აკადემიის გამოცდილი ინსტრუქტორები შესაბამისი სერთიფიკაციით. ღონისძიებებზე დასწრება უფასოა და გარკვეული პერიოდულობით გაიმართება აკადემიაში. ინფორმაცია გავრცელდება აკადემიის ვებ-გვერდისა და სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებით. ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით. აკადემიამ უკვე განახორციელა საპილოტო პროექტი რამოდენიმე ლექციის სახით და არსებული მაღალი ინტერესის გამო რეგისტრაციის შემდგომ აპლიკანტები იყოფიან ინტერესთა ჯგუფებად, რათა ყველამ თანაბრად შეძლოს პროექტში ჩართვა. ლექციების ნაწილი ასევე იქნება გადაღებული და პერიოდულად იქნება გამოქვეყნებული.

პროექტი არ წარმოადგენს ტრენინგ პროგრამას და ლექციების დროს განხილული საკითხები მკვეთრად განსხვავდება აკადემიაში არსებული ტრენინგებისგან ისევე როგორც ფორმატით, სერთიფიკაციითა და პრაქტიკული მეცადინეოებების ელემენტებით. სპეციალურ დისციპლინებზე, ტრენინგებსა და სხვა სასწავლო პროგრამებზე ინფორმაცია მოცემულია ვებ-გვერდზე.

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!