Natia Chachava

CASE-ის ანალიტიკოსი ჰიბრიდული საფრთხეების მიმართულებით და კონტრიბუტორი უსაფრთხოების რუბრიკებში აკადემიის სხვადასხვა საინფორმაციო პროექტში. მედიისა და მოლაპარაკებების სფეროში მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილებით. მოპოვებული აქვს პოლიტიკის მეცნიერის მაგისტრის ხარისხი, ასევე ბაკალავრის ხარისხი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და მივიღე ბაკალავრის ხარისხი. პროფესიით ჟურნალისტი, დაინტერესებულია კოლექტიური მეხსიერებისა და ისტორიის ინსტრუმენტალიზაციის საკითხებით (კოლექტიური და ისტორიული მეხსიერების ტრანსფორმირება აფხაზეთი, პოსტ-კონფლიქტური პერიოდი). აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.

2005 -2006 წლებში მუშაობდა რადიო “მწვანე ტალღას “ საინფორმაციო განყოფილებაში ჟურნალისტად, 2008 წლიდან გახდა საქართველოში, ნატოს საინფორმაციო ცენტრის ახალგაზრდული ჯგუფის აქტიური წევრი, მუშაობდა გაზეთ "რეზონანსის " სტაჟიორ თანამშრომელად კულტურის სფეროში. 2009 წლიდან საპატრიარქოს ტელევიზიის დილის გადაცემის ჟურნალისტად, 2010 წლიდან კი ტელეკომპანია "იმედის" უცხოეთის ამბების მიმომხილველად. 2012 წლიდან გახდა გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია “ბერგოფის" ქართული გუნდის აქტიური წევრი და მას შემდეგ არაერთხელ მიიღო მონაწილოება: ქართულ-აფხაზურ/ქართულ ოსურ მოლაპარაკებებში. ნაყოფიერი აღმოჩნდა 2012 წლის შეხვედრა ერევანში , რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები, ასევე აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები. შეხვედრის მთავარი თემა პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ეთნიკური კონფლიქტები იყო. არასამთავრობო ორგანიზაციაში მრავალწლიანმა მუშაობამ განაპირობა ნათიას სამაგისტრო ნაშრომის თემაც. ნათია CASE-ს სულ ახლახან შემოუერთდა და უკვე აქტიურად არის ჩართული რუსული საფრთხეების ანალიზში, ჰიბდირული ომის კვლევებსა და აკადემიის სხვადასხვა საინფორმაციო პროექტებში.

Caucasus Academy of Security Experts

CAUCASUS ACADEMY OF SECURITY EXPERTS

©2020 All rights reserved!