ლაშა პატარაია

კატეგორია:

აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი. ინსტრუქტორ-ანალიტიკოსი კიბერ უსაფრთხოების საკითხებში ინფორმაციული უსაფრთხოების, კიბერ დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ექსპერტი, ავტორი, სპიკერი და სერთიფიცირებული ტრენერი. სამხედროების, სამართალდამცავების, კომპანიებისა და სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტების მომზადების 10 წლიანი გამოცდილებით. აშშ-ს კიბერ საინიციატივო ფორუმის წევრი და სერთიფიცირებული სპეციალისტი ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის, პოლიტიკისა და სტანდარტიზაციის საკითხებში. 2007 წელს დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემიის ლიცეუმი, ხოლო შემდეგ სწავლა თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეზე განაგრძო. აქვს ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობის მიმართულებით და მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში. გავლილი აქვს სპეც. სასწავლო კურსი მიკულაშის სამხედრო აკადემიაში (სლოვაკეთი) ჩრდილო ატლანტიკური საკითხების ცენტრში (CENAA). ასევე მრავალი ტრენინგი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში და სერტიფიცირებულია ლიდერი საერთაშორისო კომპანიების მიერ, როგორებიცაა IFS, FORS, ORACLE, QUALYS, KEYSTONE. ასევე Devry-ის უნივერსიტეტისა და Clingendael, ნიდერლანდების საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მიერ. მუშაობდა TRANSAT CORPORATION UK-ში, სადაც ხელმძღვანელობდა ERP სისტემების საერთაშორისო ბრენდების დანერგვას კავკასიაში. 2008-2010 წლებში იგი მუშაობდა სს GTEAM-ში, საიდანაც, როგორც კონტრაქტორმა ორგანიზაციამ წარგზავნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსად. 2010 წელს ჩამოაყალიბა ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრი. 2011 წელს ISSAC-ის გუნდთან ერთად დაარსაუსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულებით. გამოცემული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ინფორმაციული უსაფრთხოების, დაზვერვისა და ანტიკორუფციის შესახებ. ლაშა პატარაია არის საქართველოში კიბერ უსაფრთხოების პირველი სახელმძღვანელოს ავტორი “კიბერ კრიმინალი – ლეგალური და სადაზვერვო 2016-2018 წლებში მოღვაწეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატთა მომზადების ცენტრში და იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში კიბერ უსაფრთხოების ინსტრუქტორად. იგი არის ტრანსნაციონალური უსაფრთხოების ქსელის საქართველოს წარმომადგენლობის თავმჯდომარე და ამერიკის უმსხვილესი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმის ინსტრუქტორი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერ უსაფრთხოების საკითხებში.



აკადემიის კურსები

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!