ჯონ დრეიპერი - მსოფლიოს პირველი ჰაკერი

კატეგორია:

ჯონ დრეიპერმა სახელი გაითქვა, როგორც პირველმა ფრიკერმა (ჰაკერი, რომელ იც ტეხავს ფასიან სატელეფონო სერვისებს). მან შეიმუშავა საკუთარი მეთოდები, რითაც შეეძლო უფასოდ ესარგებლა ნებისმიერი სატელეფონო სერვისით. მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თაღლითობა ხორციელდებოდა სასტვენის საშუალებით, რის გამოც მას Cap'n Crunch-ი (კაპიტანი სასტვენი) შეარქვეს. 1972 წელს, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა მიაგნეს  დრეიპერს და დააკავეს. თუმცა მას ციხეში ყოფნის დროსაც არ შეუწყვეტია თავისი საქმიანობა. იმ პერიოდში დაწერა პროგრამა EasyWriter, რომელიც პირველი ტექსტური რედაქტორი იყო მსოფლიოში. ეს პროდუქტი მან კომპანია IBM-ს მიყიდა იგი ერთ დროს მილიონერიც გახლდათ, მაგრამ მალევე გაკოტრდა.  

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, იგი მსოფლიოს მრავალ ადგილას მოგზაურობდა და დაეძებდა სამსახურს, სადაც ბოლომდე შეძლებდა თვითრეალიზაციას. საბოლოოდ მან გადაწყვიტა, რომ დრო იყო თაღლითობისათვის თავი დაენებებინა და ჰაკერებს აქტიური ბრძოლა გამოუცხადა.  

ჯონმა შექმნა საკუთარი კომპანია, რომელიც დღემდე აწარმოებს პროგრამულ უზრუნველყოფას. ასეთი მკვეთრი გადახვევა გზიდან, მრავალწლიანი ჰაკერობის შემდეგ, ომის გამოცხადება მათთვის, რომელთა რიგებს სულ ცოტა ხნის წინ თავადვე ეკუთვნოდა, ბევრისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს, მაგრამ ჯონმა ეს გააკეთა იმის შემდეგ, რაც გაიგო თავისუფლების ფასი, იმის შემდეგ რაც მიხვდა, რომ თავისი შესაძლებლობების კარგი საქმისთვის გამოყენებით არანაკლებ ფულს იშოვნიდა, მაგრამ რაც მთავარია, ფულთან ერთად იგი საზოგადოებაში დაიმკვიდრებდა თავს და ექნებოდა კარგი იმიჯი. არა იმ საზოგადოებაში, რომელშიც ამდენი ხნის მანძილზე იყო, არა ვირტუალურ სივრცეში, არამედ ნამდვილ, რეალურ სამყაროში. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამდენი წლის პატიმრობის, უიმედობის და მძიმე პერიოდის შემდეგ.

ლაშა პატარაია

კიბერ უსაფრთხოებისა და ეთიკური ჰაკინგის სწავლა ახლა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. იხილეთ CASE-ის სპეციალური სერტიფიცირებული კურსები მეტი ინფორმაციისთვის:

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!