ახალი კიბერ შეტევა საქართველოში iPhone-ის მომხმარებლებზე

ავტორი:
კატეგორია:
განთავსებულია:
03 თებ 2021

რამოდენიმე დღეა საქართველოში iPhone-ის მომხმარებლები ახალი შეტევის სამიზნე გახდნენ. შეტევის შედეგად მსხვერპლის ტელეფონზე ჩნდება შეტყობინებები, სხვადასხვა სათაურით: ტელეფონი საფრთხეშია! დაკლიკე, რომ დაიცვა ტელეფონის მონაცემები! ტელეფონზე დაფიქსირდა ვირუსი! და ა.შ. სათაურები ინგლისურ ენაზეა და შესაძლოა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი:

შეტყობინებები ხვდება მომხმარებლის კალენდრის აპლიკაციაში და თან ახლავს სხვადასხვა ბმულები, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც შესაძლებელია მოხდეს პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის საბანკო მონაცემების მითვისება და სხვა კიბერ აქტივობები. აღნიშნული შეტევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება და არამხოლოდ iPhone-ზე. მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება Apple-ის სხვა მოწყობილობებზეც:   iPhone 7, 8, 11, 12, X, XR, S ვერსიები და სხვა. ასევე iPad-ზე, iMac-სა და MacBook-ზე.

საიდან ხვდება ეს შეტყობინებები თქვენს ტელეფონში?

პირველი ყველაზე მარტივი გზა ჰაკერებისთვის, თქვენი ელ-ფოსტის მისამართის მიგნებაა, რომელზეც ხდება მანიპულაცია. შესაძლოა, რომელიმე ვებ-გვერდიდან ან მონაცემთა ბაზიდან, სადაც თქვენი ელ-ფოსტის მისამართი ფიქსირდება კიბერ კრიმინალებმა მოახდინონ თქვენზე მსგავსი სპამ შეტევა. მეორე ყველაზე პოპულარული გზა ინფიცირების არის სხვადასხვა სარეკლამო და არა-აუთენტურ ვებ-გვერდზე გადასვლა ან ბანერზე დაკლიკება.

როგორც მოვიქცეთ?

თუ უკვე მოტყუვდით მსგავსი ფიშინგის ტიპის შეტევით და თქვენი მონაცემები, განსაკუთრებით საბარეთე ინფორმაცია სადმე დააფიქსირეთ, მაშინ ყველაფერი რაც ამ მონაცემებს უკავშირდება აუცილებლად შეცვალოთ, საკრედიტო ბარათის ჩათვლით, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დაბლოკოთ, რათა არ მოხდეს თანხების არალეგალურად ჩამოჭრა.

თუ მსგავსი რამ დაგემართათ, მაგრამ მონაცემები არავისთვის გაგინდიათ და არც საეჭვო ბმულებზე გადასულხართ, რომლებიც ამ შეტყობინებაში იყო, მაშინ მიყევით ჩვენს ინსტრუქციას:

CASE-ის ინსტრუქცია ტელეფონის უსაფრთხოებისთვის „კალენდრის ვირუსით“ ინფიცირების დროს:

  • 1. გახსენით კალენდრის (Calendar) აპლიკაცია თქვენი ტელეფონიდან
  • 2. დაკლიკეთ ღილაკს: კალენდრები (Calendars)
  • 3. კალენდრის გასწვრივ დაკლიკეთ i სიმბოლოთი აღნიშნულ ღილაკს
  • 4. შემდეგ დაკლიკეთ წაშლას (Delete)
  • 5. მიყევით ინსტრუქციას მოცემული სურათის მიხედვით

  • ამ პოსტის თემატიკასთან დაკავშირებული კურსები:

    Caucasus Academy of Security Experts

    უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

    ©2020 ყველა უფლება დაცულია!