CASE-ი დაზვერვის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა

ავტორი:
კატეგორია:
განთავსებულია:
17 ნოე 2020

დაზვერვის ისტორიის საერთაშორისო ასოციაცია ერთ-ერთი წამყვანი და ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციაა, რომლის ძირითად მიზანს დაზვერვის ისტორიისა და უსაფრთხოების შესწავლა წარმოადგენს. აღნიშულს კონფერენციას 22 წლიანი ისტორია აქვს სხვადასხვა წარმატებული ექსპერტების მოხსენებებით და მრავალფეროვანი თემებით. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა “სამხედრო დაზვერვა” იყო. აღნიშული კონფერენცია 15-17 აპრილის მიმდინარეობდა დრეზდენის (გერმანია) სამხედრო მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში. უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის ინსტრუქტორ-ანალიტიკოსი სადაზვერვო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ნიკოლოზ ხატიაშვილი კონფერენციის მონაწილე იყო. ბატონი ნიკოლოზი პანელის “აშშ-ს სპეცსამსახურები ცივი ომის პერიოდში” ფარგლებში წარსდგა თემით “აშშ-ს სპეცსამსახურების როლი კუბის კრიზისის პერიოდში”. მნიშვნელოვანია, რომ დაზვერვის ისტორიის საერთაშორისო ასოციაციის 22 წლიანი არსებობის განამვლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კონფერენციაზე ქართველი მომხსენებელი გამოვიდა. ნიკოლოზ ხატიაშვილი ღონისძიების ფარგლებში აღნიშნული ასოციაციის სრულფასოვანი წევრი გახდა. ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა ანალიტიკურ და სასწავლო საქმიანობაში ერთმანეთს დახმარება აღუთქვეს. უსაფრთოხების ექსპერტთა კავკასიის აკადემია და დაზვერვის ისტორიის საერთაშორისო ასოციაცია უკვე მუშაობენ მომავალი თანამშრომლობის პროექტზე.

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!