Dachi Ketiladze

CASE-ის ინსტრუქტორი ეთიკური ჰაკერინგის მიმართულებით, ეთიკური ჰაკერი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი და ვებ შეღწევადობის ტესტერი.

აკადემიური ხარისხი მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კომპიუტერული ქსელების და სისტემების მიმართულებით. IT სფეროში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილებით, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საერთაშორისო კომპანია “GPNDATA International”-ში და ა.შ. გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი კიბერუსაფრთხოებისა და შეღწევადობის ტესტირების სფეროებში და სერთიფიცირებულია ლიდერი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ DHS (U.S. Department of Homeland Security), წამყვანი კიბერ უსაფრთხოების კომპანიის CyberArk-ის მიერ, HackersEra და ა.შ. არის პირველი ქართველი ეთიკური ჰაკერი, რომელმაც საქართველოში ქართული კომპანიისგან მიიღო ჯილდო ვებ შეღწევადობის ტესტირებისათვის. ქვეყნის მასშტაბით მას მიღებული აქვს ყველაზე დიდი ჰონორარი Bug Bounty პროგრამის მეშვეობით. იგივე სერვისისათვის დაჯილდოვებულია სხვადასხვა უცხოური კომპანიებისგან, როგორებიცაა Carter’s, Signet Jewelers, Compass, BBVA და სხვა. 2016 წლიდან მოღვაწეობს უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიაში, CASE-ის კურსების გავლის შემდეგ პროფესიული ზრდის პარალელურად დაიწყო მოღვაწეობა ინსტრუქტორად ეთიკური ჰაკინგის მიმართულებით. დაჩი ასევე მუშაობს შეღწევადობის ტესტირებასა და უსაფრთხოების სხვადასხვა სერვისებზე CASE-ის კლიენტ კომპანიებში.

Caucasus Academy of Security Experts

CAUCASUS ACADEMY OF SECURITY EXPERTS

©2020 All rights reserved!