კიბერ ჰიგიენა – ახალი პროექტი CASE-ისგან

ავტორი:
კატეგორია:
განთავსებულია:
17 ნოე 2020

დღეს ისე როგორც არასდროს საქართველოს ყოველი მოქალაქე დგას კიბერ საფრთხეების წინაშე. პირადი საუბრის, ვიდეო მასალის ან სხვა ინფორმაციის მითვისების, ფინანსური ინფორმაციის მოპარვისა და გამოყენების, მნიშვნელოვანი ფაილების განადგურების და სხვა მავნებლობების წინაშე, რომლებიც მნიშვნელოვნად აისახება ადამიანების ცხოვრებაზე. ამ საფრთხეების პირისპირ მოქალაქეები თითქმის მარტონი არიან. თუ არ ჩავთლით არასრული რჩევების სიას, რომლებსაც ისინი იღებენ და ხშირად არაფრის მომცემია. მაგალითად უსაფრთხოების წესები, რომლებიც მოგვიწოდებენ გამოვიყენოთ რთული პაროლი, განვაახლოთ პროგრამული უზრუნველყოფა ან არ გავხსნათ საეჭვო წერილები.
უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია წარმოგიდგენთ ახალ პროექტს – კიბერ ჰიგიენა. პროექტს გაუძღვება ლაშა პატარაია, რომლის საავტორო ტრენინგის მიხედვითაც მომზადდება ყველა ეპიზოდი.
რომლის მიზანია მოქალაქეებს რჩევებთან ერთად მისცეს საფუძვლიანი ცოდნა უსაფრთხოების სხვადასხვა წესებზე და შექმნას უფრო უსაფრთხო გარემო ქართულ კიბერ სივრცეში. წარმოგიდგენთ კიბერ ჰიგიენის პირველ ეპიზოდს, რომელშიც თქვენ იხილავთ ფინანსური ინფორმაციის და საბანკო აქტივების მითვისების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სქემას, რომელიც ყოველდღიურად გამოიყენება ჰაკერების მიერ და წარმატებით მუშაობს.

კიბერ ჰიგიენის პირველი ეპიზოდი
ფიშინგი, ანუ თევზაობა ელექტრონული ფოსტით.
ჩვენ უკვე არაერთხელ გვსმენია, რომ ელექტრონულ ფოსტაზე შეიძლება მოვიდეს საეჭვო წერილი და ის არ უნდა გავხსნათ. თუმცა არავინ ამბობს თუ როგორ უნდა გამოარჩიოთ ეს საეჭვო წერილი. თუ რა სქემა იმალება რეალურად ამგვარი წერილების მიღმა და როგორ მუშაობენ ჰაკერები თქვენი ფინანსური ინფორმაციის მოსაპარად.


Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!