სასწრაფოდ! არ წამოეგოთ ახალ თაღლითურ სქემას MyMarket.ge-ზე

ავტორი:
კატეგორია:
განთავსებულია:
26 იან 2021

CASE-სმა კიბერ თაღლითობის ახალი სქემა გაშიფრა

ინტერნეტ-კომერციის პლატფორმა MyMarket.ge-ზე, კიბერ თაღლითებმა ახალი სქემა აამოქმედეს. ამ წუთებში ისინი აგრძელებენ მომხმარებლებთან კომუნიკაციას, მათგან თანხების არალეგალურად მითვისების მიზნით.

CASE წარმოგიდგენთ სქემის დეტალებს და აფრთხილებს მომხმარებლებს თაღლითური სქემის შესახებ.

მაშ ასე, სქემა ასეთია:

როდესაც მომხმარებელი ათავსებს განცხადებას პროდუქტის გაყიდვის მიზნით, განცხადების განთავსებიდან მას მალევე უკავშირდება თაღლითი მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის მეშვეობით.

გამყიდველს ეუბნებიან, რომ თითქოსდა მათ უკვე ჩაურიცხეს პროდუქტის ღირებულება საქართველოს ფოსტის მეშვეობით და უგზავნიან ლინკს თითქოსდა ჩარიცხული თანხის მისაღებად.

რეალური შემთხვევის მიხედვით, რომელიც ახლახან დავაფიქსირეთ წარმოგიდგენთ ეკრანის სურათს (იხ. ეკრანი 1).

ეკრანი 1

კომუნიკაციის შედეგად, თაღლითები თხოვენ გამყიდველს შევიდნენ აღნიშნულ ბმულზე, და თანხის მისაღებად დააფიქსირონ საკუთარი მონაცემები. ამავე გვერდზე მითითებულია ვითომდა რეალური მომხმარებლის მონაცემები, სადაც უნდა გაიგზავნოს შეძენილი პროდუქტი.

მომხმარებელი, გაგზავნილ ბმულზე დაკლიკებით ხვდება ყალბ ვებ-გვერდზე, რომელიც ვიზუალურად საქართველოს ფოსტის ვებ-გვერდს გავს. თაღლითები ასევე ქმნიან ყალბ დროებით ქვე-დომენს, რომელიც ასევე წააგავს აღნიშნული საფოსტო სერვისის მისამართს.

აღნიშნული ფიშინგ გვერდი ასე გამოიყურება (იხ. ეკრანი 2)

ეკრანი 2

ყალბ ვებ-გევრდზე მომხმარებელმა იოლად შეიძლება დაიჯეროს, რომ მას თანხა ჩაურიცხეს და თანხის მიღების მიზნით მიუთითოს მისი საბანკო ბარათის მონაცემები.

CASE-ი გაფრთხილებთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს თაღლითურ სქემას!

არ მიუთითოთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები, რათა არ მოხდეს თქვენი თანხების არალეგალური მითვისება.

ამ პოსტის თემატიკასთან დაკავშირებული კურსები:

აკადემიის კურსები

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!