რამოდენიმე საათის წინ Clubhouse-ის 1.3 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია ინტერნეტში გავრცელდა

ავტორი:
კატეგორია:
განთავსებულია:
11 აპრ 2021

ბოლო დღეების Facebook სკანდალის შემდგ, მალევე გაგრძელდა კიბერ ინცინდენტების სერია. მათ შორის იყო ერთ-ერთი უმსხვილესი საქმიანი სოციალური ქსელი Linkedin-ი, რომლის 500 მილიონი მომხმარებლის მონაცემები ასევე კიბერ შეტევის შედეგად იქნა მოპოვებული. ჯერი ეხლა Clubhouse-ზე მიდგა და ახალი, ინოვაციური სოციალური მედია პლატფორმა ჰაკერების ინტერესშიც მოხვდა. პლატფორმა აქტიურად გამოიყენება უკვე საქართველოშიც და მას იყენებენ როგორც მარკეტერები, ისე პოლიტიკოსები. რამოდენიმე საათის წინ აღნიშნულ სოციალურ ქსელზე ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმებსა და ე.წ. Dark Net-ში გავრცელდა, რომლის მიხედვითაც 1,3 მილიონი მომხმარებლის შესახებ მოგროვებული მონაცემები SQL მონაცემთა ბაზის სახით არის ხელმისაწვდომი.

მონაცემთა ბაზა მოიცავს ინფორმაციას მომხმარებლის პროფილზე, User ID, სახელი, ფოტო, ტვიტერისა და ინსტაგრამის ანგარიშები, ფოლოუერები და ასევე ის თუ ვის მიერ იქნა მოწვეული მომხმარებელი. ეს და სხვა ინფორმაცია ღიად ვრცელდება ინტერნეტში, რაც საშუალებას მისცემს ჰაკერებს დამიზნებული სოციალური ინჟინერიის, კერძოდ „ფიშინგის“ შეტევების განსახორციელებლად.

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია, CASE მოუწოდებს მომხმარებლებს სიფრთხილე გამოიჩინონ და ყველა ახალ შეტყობინებას, რომელიც მათ გაეგზავნებათ ყურადღებით მოეკიდონ. პაროლების შეცვლა, ორმაგი ავტორიზაციის ჩართვა და კიბერ ჰიგიენა კი კვლავ დღის წესრიგში რჩება როგორც სტანდარტული რეკომენდაცია მსგავსი ინცინდენტების დროს.

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!