CASE მხარდაჭერის პროგრამა

ავტორი:
კატეგორია:
განთავსებულია:
17 ნოე 2020

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის ახალი ინიციატივის, პროგრამა CASE ADVANCE-ის ფარგლებში უსაფრთხოების როგორც პროფესიის განვითარებისთვის სტუდენტებს ახალ შესაძლებლობა ეძლევათ. კერძოდ, აკადემია ჩაერთო სტუდენტური ფასდაკლების პროგრამაში, რითაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება უნიკალური სასწავლო პროგრამები უსაფრთხოების ყველა სფეროში. ახალი ინიციატივის ფარგლებში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს აკადემიის გარკვეულ სასწავლო პროგრამებში მონაწილეობაზე 20%-მდე ფასდაკლება გაეწევათ. ასეთი პროგრამების შესახებ ინფორმაცია ყველა კურსისთვის ინდივიდუალურად გამოცხადდება.
„ჩვენი სასწავლო პროგრამები უკვე არაერთი წელია წარმატებით სარგებლობენ. ჩვენი სტუდენტები უკვე მუშაობენ წამყვან პოზიციებზე უსაფრთხოების სხვადასხვა სფეროში. მათ დაამყარეს მძლავრი პროფესიული კავშირები და ინტერესი არ კლებულობს. განსაკუთრებული ინტერესი კი სწორედ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს აქვთ. ახალი ინიციატივით დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტი სტუდენტი შეძლებს გაიაროს ჩვენი პროგრამები და დაეუფლოს მთელს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს.“
ლაშა პატარაია
აკადემიის დირექტორი
აღნიშნული ინიციატივის სწორედ ამ დროს გაჟღერება მიზნად ისახავს მაქსიმალურად მეტი სტუდენტის ჩართულობას მომავალ საზაფხულო სკოლაში, რომელიც ყველაზე მასშტაბური იქნება წინა წლებთან შედარებით. მიღება კურსზე უკვე გამოცხადებულია და სტუდენტებს შეუძლიათ კურსის დაწყებამდე, რეგისტრაციის განმავლობაში ისარგებლონ სტუდენტური ბარათებით.
აკადემია აგრძელებს მუშაობას უმაღლეს სასწავლებლებთან და როგორც აკადემიის დირექტორი აცხადებს სწორედ სტუდენტები არიან ერთ-ერთი მთავარი წყარო მომავლის პროფესიის ასათვისებლად და საქართველოში ახალი პროფესიული სტანდარტის დასამყარებლად. უახლოეს მომავალში საგანმანათლებლო სფეროში მრავალი ასეთი სიახლე გაჟღერდება.

როგორ მოქმედებს სტუდენტური ფასდაკლება: სასურველ კურსზე რეგისტრაციის შემდეგ სტუდენტს ადმინისტრაცია დაუკავშირდება ელექტრონულად ან დაიბარებს შესარჩევ გასაუბრებაზე. გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ კი სტუდენტური ბარათის ქონის შემთხვევაში სტუდენტი ისარგებლებს შესაბამისი ფასდაკლებით. ყველა ამ და ყველა შესაბამის პროცედურას ადმინისტრაცია სტუდენტებს ადგილზე გააცნობს.

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!