თანამშრომლობის მემორანდუმი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან
27 მაისს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის სახელით მემორანდუმს ხელი მოაწერა ქ-მა მაია ყიფშიძემ, დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორმა, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის სახელით კი – ბ-ნმა ლაშა პატარაიამ, აკადემიის დირექტორმა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებით უსაფრთხოების სხვადასხვა საკითხებზე.