CASE-მა GMP-ის საწარმო გადაამზადა

ავტორი:
კატეგორია:
განთავსებულია:
17 ნოე 2020

უმსხვილესმა ფარმაცევტულმა საწარმომ GMP-იმ უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის შრომის უსაფრთხოების ტრენინგები დანერგა. საწარმოს თანამშრომლებმა სხვადასხვა ორგანიზაციული ერთეულებიდან გაიარეს ტრენინგები შრომის უსაფრთხოებაში, სახანძრო უსაფრთხოებაში, პირველად სამედიცინო დახმარებაში, სპეციალური ტექნიკის უსაფრთხო ექსპლოატაციაში, რისკების შეფასებასა და მართვაში. აღნიშნული პროექტის მიზანია საწარმოს უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ადგილობრივ სამართლებრივ რეგულაციებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე უსაფრთხოების მართვის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა სამუშაო გარემოს, თანამშრომელთა და მომხმარებელთა ფიზიკური დაცულობისათვის.

“აკადემიის ინსტრუქტორებს GMP-ში დახვდა ენერგიულ პროფესიონალთა გუნდი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კომპლექსური ტრენინგი უსაფრთხოების თითქმის ყველა მიმართულებით. ჩვენი ორგანიზაციისთვის GMP-სთან თანამშრომლობა სასიამოვნო გამოცდილება იყო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა შემდგომ პარტნიორობასაც. უსაფრთხოებაში ინვესტირება მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულების ან სტანდარტების გამო არ უნდა ხდებოდეს. ეს ერთიანი კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მენეჯმენტის ხედვიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამ მხრივ საწარმო GMP საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის.”

დავით ჩიჯავაძე
აკადემიის OHS საბჭოს ხელმძღვანელი

“ტრენინგის მეთოდი იყო აქტიური, საინტერესო და ეფექტური, აკადემიის ტრენერების – საერთაშორისო სერთიფიცირების მქონე გამოცდილი პროფესიონალების მიერ გამოყენებული იყო შესაბამისი ეკიპირება და თვალსაჩინო მასალები. იმედი მაქვს, ჯიემპის და აკადემიის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ჩვენს თანამშრომელთა მუდმივ პროფესიული ზრდას და ზოგადად, ჩვენი კომპანიის სათანადო უსაფრთხოებასა და დაცულობას უზრუნველყოფს.”

ეკატერინე კოპლატაძე
GM Pharmaceuticals დირექტორი ხარისხის დარგში

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!