CASE-ის და GDS-ის პროექტი ჰაკერებზე

ავტორი:
კატეგორია:
განთავსებულია:
17 ნოე 2020

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიისა და ტელეკომპანია GDS-ის, გადაცემა CyberHouse-ის გუნდის მიერ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჰაკერებზე დოკუმენტური სიუჟეტი მომზადდა. სიუჟეტმა ქართულ ტელესივრცეში მომზადებულ ანალოგიურ თემებს შორის პოპულარობის რეკორდი დააფიქსირა. სიუჟეტი მოიცავს კიბერ კრიმინალის, ჰაკერებისა და კიბერ უსაფრთხოების სხვა საკითხებს და ასევე ასახავს ამ მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებასაც.
„უკვე მეოთხე წელია რაც საქართველოში, უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულებით უნიკალურ სასწავლო და სამეცნიერო პროექტებს ვახორციელებთ. მათ შორის კიბერ უსაფრთხოების, სადაზვერვო, ანტიტერორისტული და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით. უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია, იგივე CASE-ი ერთადერთი ადგილია სრულიად კავკასიის მასშტაბით სადაც მსგავსი კურსების გავლა არის შესაძლებელი. ჩვენს ბაზაზე მრავალი სერთიფიცირებული სტუდენტიც გვყავს, რომლებიც უკვე დასაქმებული არიან ამ პროფილით წამყვან კომპანიებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში. თუმცა გადავწყვიტეთ კიდევ უფრო ინოვაციურები ვყოფილიყავით და შევქმენით სრულიად ახალი კურსი – CYBER SQUAD.
კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ეთიკურ ჰაკინგს, ტექნკური საშუალებების გამოყენებას ინფორმაციის მოსაპოვებლად, უსაფრთხოების სისტემების გვერდის ავლას, კიბერ უსაფრთხოების უზრუნველყოფას და დაეუფლებიან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას. ვფიქრობ იმ საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა სრულიად დაუციველია, ეს ყველაზე მცირე რამ არის რის გაკეთებაც შეგვეძლო. ეთიკური ჰაკინგის კურსებზე მიღება სულ მალე დაიწყება. სრული ინფორმაცია კი როგოც ყოველთვის აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება: www.globalcase.org”
ლაშა პატარაია
უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორი
სიუჟეტის ნახვა შეგიძლიათ Facebook-სა და YouTube-ზე

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!