CASE BRIEF REPORT მარტის გამოცემა

გადმოწერა:

გამოცემაში განხილულია 22 მარტს, ბრიუსელში განხორციელებული ტერატქების შესაძლო გამომწვევი მიზეზები. ასევე ის თუ რა ახალი გამოწვევებისა და სირთულის წინაშე აღმოჩნდა ევროპის უსაფრთხოება აღნიშნული ტერაქტების შემდეგ. გამოცემაში მოცემულია ანალიზი-რუსეთის სამომავლო ურთიერთობები ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან. აღნიშნულ სტატიაში საუბარია რუსეთის საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებსა და გეგმებზე. ხაზია გასმული იმ გარემოებაზე, რომ სირიასა და უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, ასევე დასავლეთის მიერ შემოღებულმა სანქციებმა ნეგატიური გავლენა იქონია როგორც რუსეთის სამხედრო ბიუჯეტზე, ასევე მთელს მის საგარეო პოლიტიკაზე. შეინიშნება რუსეთის საგარეო პოლიტიკის ცვილელებები, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ იგი ნელ ნელა კარგავს თავისი გავლენას იმ ქვეყნებზე, რომლებიც ითვლებოდნენ მის მოკავშირეებათ. ფოკუსირება გაკეთებულია ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთ აზიის რეგიონებზე. ასევე გამოცემაში მოცემულია ანალიზი – “ალ ქაედა” პოზიციებს აძლიერებს. ბოლო წლებში „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერების ფონზე საერთაშორის საზოგადოებისა და მსოფლიოს სპეცსამსახურების მხრიდან “ალ-ქაედას”უფრო ნაკლები ყურადღება ეთმობა. “ალ-ქაედა” რომელიც ოსამა ბინ ლადენის სიკვდილს შემდეგაც კი არ დასუსტებულა და ცდილობს თავისი ბაზების ხელახლა შექმნას ავღანეთის, ახლო აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის სხვა და სხვა ქვეყნებში. ამასთანავე ქმნის და აძლიერებს “ფილიალებს”. „ალ ქაედა“ დღეს წარმოადგენს არა ერთ მონოლითურ ორგანიზაციას რომლის ლიდერის ლიკვიდაციის შემთხვევაში შეძლება მისი განადგურება ან დასუსტება, არამედ ეს არის იდეოლოგიის საფუძველზე გაერთიანებული ავტონომიურად მოქმედი დაჯგუფებების გაერთიანება რომლის დამარცხებაც საკმაოდ რთულია. გარდა ამისა გამოცემაში წარმოდგენილია ანალიზი- არის თუ არა ეფექტური ე.წ. “Targeted killing”? 2001 წლის 11 სექტემბერს „ალ ქაედას“ მიერ ნიუ-იორკში და ვაშინგტონში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ ტერორიზმთან ბრძოლის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მთავრი ტაქტიკური მეთოდი ტერორისტული ორგანიზაციების გავლენიანი ლიდერების დადგენა და მათი ლიკვიდირება გახდა. ამ სიაში ის ინდივიდი ხვდება რომელიც შეფასებულია, როგორც მაღალი ან საშუალო რისკის მატარებელ ობიექტებად.

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!