CASE BRIEF REPORT თებერვლის გამოცემა

გადმოწერა:

გამოცებაში განხილულია ირანისა და რუსეთის თანამშრომლობის გაღრმავება სამხედრო სფეროში. წარმოდგენილია ის ძირითდი არგუმენტები, რომლებიც მსგავსი პროგნოზის წინა პირობაა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ანალიზი მოიცავს ბირთვული შეთანხმების შემდგომ პერიოდს. სწორედ იმაზე კეთდება აქცენტი, რომ 5+1 ფორმატში ირანსა და დასავლეთს შორის მიღწეული ბირთვული შეთანხმების შემდეგ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილებას გამოიწვევს. გარდა ამისა, გამოცემაში წარმოდგენილია ანალიზი – რატომ პარიზი? ბოლო წლების განმავლობაში გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას წარმოადგენს „ისლამური სახელმწიფო“ რომელიც ცდილობს ე.წ. ხალიფატის ჩამოყალიბებას. ამ დაჯგუფების მოქმედების ძირითადი არეალი არის ერაყი და სირია. ასევე აღსანიშნავია, რომ „ისლამურისახელმწიფოსი“ გააჩნია საკმაოდ კარგი პროპაგანდა რაც ხელს უწყობს მათი რიგების შევსებას ახალი მებრძოლებით მთელს მსოფლიოდან. 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარმა ტერაქტებმა თვალნათლივ დაანახა მსოფლიოს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუძლია კარგად ორგანიზებული, მსხვერპლის მაქსიმალურ რაოდენობაზე და ფსიქოლოგიური ტერორის მაქსიმალურ სიძლიერეზე გათვლილი ტერაქტების დაგეგმვა და წარმატებით განხორციელება. ეს ტერაქტები ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ „ისლამური სახელმწიფო“ „ახლო მტრის“ (ადგილობრივი სეკულარული მთავრობები მაგ. სირიის, ერაყის, ეგვიპტეს ან იემენისმთავრობები) წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად უფრო აძლიერებს, ყოველ შემთხვევაში ცდილობს გააძლიეროს, ბრძოლას „შორი მტრის“ (აშშ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობებირომლების ისლამისტების აზრით არიან „ნამდვილი ისლამის“ მთავარი მტრები) წინააღმდეგ. ამაზე ასევე მეტყველებს ბოლო დროს ევროპის ქვეყნებში ტერორისტული საფრთხის დონის გაზრდა. პარიზის ტერაქტების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. გაძლიერებდა ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, უფრო გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები ევროპის კონტინენტზე და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პარიზის ტერაქტებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ტერორისტული ორგანიზაციების უნარს უცებ მოახდინონ მსოფლიოში არსებული ვითარების სათავისოდ გამოყენება, მაგალითად მიგრანტების კრიზისი. სწორად მიგრანტების ნაკადთან ერთად მოახერხეს პარიზის ტერაქტებში მონაწილე ადამიანებმა ევროპაში შეღწევა. ასევე ამ ტერაქტებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ე.წ. უცხოელი მებრძოლების შინ დაბრუნება მათი ქვეყნების უსაფრთხოებისათვის. ქვემოთ არის უფრო დეტალურად განხილული ის ფაქტორები რომლებმაც განაპირობა „შორი მტრის“ წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების პირველ სამიზნედ საფრანგეთის არჩევა და პარიზის ტერაქტების წარმატების განხორციელება.

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!