კიბერ უსაფრთხოების
და ინფორმაციული ტექნოლოგიების კურსი ჯუნიორებისთვის
ინვესტიცია მომავალში, რომელსაც ვერც ერთი ɪᴘʜᴏɴᴇ, xʙᴏx და ᴘʟᴀʏꜱᴛᴀɪᴏɴ ვერ შეცვლის!
დაიწყო მიღება 18 წლამდე ასაკის კურსანტებისთვის, ᴄᴀꜱᴇ-ის ახალ პროგრამაზე: CYBER JUNIOR!
მოამზადეთ თქვენი შვილი მომავლისთვის უკვე დღეს!
კურსანტები მიიღებენ სრულფასოვან ცოდნას ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერ უსაფრთხოების შესახებ, ისინი შეიძენენ პრაქტიკულ უნარებს, განახორციელებენ კიბერ სავარჯიშოებს ეთიკური ჰაკინგის, შიფრაციისა და შეღწევადობის მიმართულებებით.
პროგრამირების საფუძვლები
სტუდენტები სწავლობენ ძირითად ტექნოლოგიებს, რათა განივითარონ ლოგიკა და შეიმუშავონ რევერსული ინჟინერიის ხედვა.
აპლიკაციები და ვებ ტექნოლოგიები
კიბერ უსაფრთხოების ამოცანების შესასრულებლად კურსანტებს ესწავლებათ ვებ-ტექნოლოგიები და მათი არქიტექტურა.
კიბერ უსაფრთხოება
კურსის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, სტუდენტის მომზადებაა კიბერ უსაფრთხოების კარიერისთვის, რისთვისაც მას ყველა საჭირო რეკვიზიტი ეძლევა.
კარიერული ნავიგაცია და პროფესიული უნარები
მთავარი შედეგი, რასაც სტუდენტები ღებულობენ არის სწორად შერჩეული და დაგეგმილი კარიერა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.

პროგრამის ავტორისაგან!
"პროფესიები, რომლებიც დღეს არსებობს, სულ ცოტა ხნის წინ არც კი არსებობდა და ჩვენი გამოწვევაც სწორედ ადამიანების მომავალი პერსპექტივებისთვის მომზადებაა. საქართველო დღეს უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. მჯერა, რომ მთავარი გასაღები ეფექტიან განათლებაშია. 2010 წელს, აგვისტოს ომიდან ორი წლის შემდეგ დავაფუძნე რეგიონში პირველი და ერთადერთი აკადემია, სადაც ისწავლებოდა კიბერ უსაფრთხოება, დაზვერვა, ანტიტერორიზმი და თემები, რომლებიც აქამდე არასდროს ყოფილა ხელმისაწვდომი. დღეს უკვე ათ წლიანი გამოცდილებით, 82 ტრენინგ-კონფიგურაციით და სრულიად ახალი შესაძლებლობებით ვაგრძელებთ უსაფრთხოების როგორც პროფესიის განვითარებას, და უფრო მეტიც, 2021-დან უფრო მეტ პროფილს შევთავაზებთ საზოგადოებას."
იხილეთ ვრცლად...
ლაშა პატარაია
CASE-ის დამფუძნებელი და დირექტორი

ტრენინგის ფორმატი და სწავლის პირობები
კურსი წარიმართება ONLINE და მისი ფორმატი ორიენტირებულია სტუდენტის განვითარებაზე დისტანციურად მუშაობის მხრივ. მიუხედავად ჯგუფური მომზადებისა, თითოეულ კურსანტზე დგება ინდივიდუალური პროფილი და მათთან მიმდინარეობს ინდივიდუალური მენტორული მუშაობა კარიერის უკეთ დასაგეგმად. კურსანტები ამ ფორმატის მეშვეობით ავითარებენ საკუთარ თავთან მუშაობის უნარებს, რაც კრიტიკულად მნიშნელოვანია დრამატულად სწრაფად განვითარებად სფეროში.
3 თვე, კვირაში 2 სესია
იწყება: 20 თებერვალს
საათები: 21:00 - 23:00
ღირებულება: 2100₾
