შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება

აღიარებული სერთიფიკაცია. კანონმებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი ტრენინგი. გამოცდილი და სერთიფიცირებული ინსტრუქტორები.

case-ohs-risk-management-training-შრომის უსაფრთხოების რისკების მართვაუსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საბჭო სთავაზობს დაინტერესებულ ორგანიზაციებს უსაფრთხოების ტრენინგებს, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მომზადებას. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს ესწავლებათ სამუშაო გარემოში უსაფრთხოების რისკების შეფასება და მიტიგაცია.
კურსის წარმატებით გავლისა და შესაბამისი საგამოცდო პროცედურების შემდგომ მონაწილეები მიიღეებენ უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საბჭოს სერთიფიკატს.
აკადემიის ტრენინგებით და კონსალტინგით უკვე შვიდი წელია წარმატებით სარგებლობენ წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები.

ტრენინგის ფორმატი

ტრენინგები აგებულია სწავლების თანამედროვე ინტერაქტიულ მეთოდზე და ითვალისწინებს როგორც ლექცია-სემინარების ფორმატს, ისე დისკუსიებს, პრაქტიკულ მეცადინეობებს, პრეზენტაციებსა და სხვა ღონისძიებებს. მონაწილეთა რაოდენობა ერთ ჯგუფზე: 16

კურსის დამთავრების შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ:
- მაღალი რისკის გარემოში მუშაობა
- რისკების ანალიზი და პრევენცია
- სამუშაო გარემოს საბაზო უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ტრენინგის საკითხების და კონფიგურაცია დაზუსტდება საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ და წინასწარ მიეწოდება შემკვეთს. ტრენინგ კონფიგურაცია დგინდება თითოეული ორგანიზაციის სპეციფიკის მიხედვით.

ტრენინგის ფორმატი

  • ლოკაცია: აკადემიის ტრენინგ ბაზა ან შემკვეთი ორგანიზაციის სამუშაო სივრცე (შესაბამისი პირობების არსებობისას)
  • ტრენინგი ითვალისწინებს: თეორიულ სწავლებას, ინტერაქტიულ სესიებს და გამოცდას

ტრენინგის საფასური და სხვა პირობები

  • კურსის საფასური: 4200 ლარი ერთი ჯგუფისათვის
  • ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 16
  • სერთიფიკატის ვალიდურობა: 2 წელი

კურსის ხანგრძლივობა და გრაფიკი

  • ტრენინგის თარიღი: თანხმდება ინდივიდუალურად
  • ხანგრლიძვობა: 12 საათი
  • საათები: თანხმდება ინდივიდუალურად და შესაძლოა გადანაწილდეს რამოდენიმე დღეზე
  • თქვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება
  • უსაფრთხოების რისკების შემცირება
  • თანამშრომელთა სერთიფიკაცია
  • სხვადასხვა უსაფრთხოების სტანდარტებთან თავსებადობა
  • ადგილობრივ კანონმდებლობასთან თავსებადობა
  • უფასო კონსულტაციები ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საბჭოს ექსპერტებთან
  • საკითხავი მასალები თითოეული მონაწილესთვის
  • თანამშრომელთა "თიმ ბილდინგი" და გუნდური მუშაობის გაუმჯობესება
  • მნშივნელოვანი რეპუტაციული აქტივი
ტრენინგს გაუძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო სერთიფიკაციის მქონე ინსტრუქტორები. სრული ბიოგრაფია აკადემიის ინსტრუქტორებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდის შესაბამის სექციაში ან გამოითხოვოთ დამატებით ინფორმაციასთან ერთად რეგისტრაციის შემდეგ.
  • დაკლიკეთ გვერდის სათავეში მოცემულ ღილაკს "ტრენინგის შეკვეთა"
  • თქვენ გადამისამართდებით შესაბამის აპლიკაციაზე, რომელიც სრულად უნდა შეავსოთ
  • აპლიკაციის წარმატებით შევსების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ დამადასტურებელ შეტყობინებას
  • აკადემიის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან პირველივე შესაძლებლობისას და გაგაცნობენ დამატებით ინფორმაციას
  • თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ გაცნობითი შეხვედრა ან წინასწარი კონსულტაცია ტრენინგის დასაგეგმად
  • შესაბამისი საორგანიზაციო პროცედურების გავლის შემდეგ, ჩაინიშნება თქვენი ტრენინგის თარიღი
  • თქვენ შეგიძლიათ შეათანხმოთ ტრენინგის ლოკაცია, განრიგი, გრაფიკი და სხვა პირობები
  • რეგისტრაციის დროს კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელ-ფოსტით: edu@globalcase.org-ზე