ავტოკარის უსაფრთხო ექსპლოატაციის ტრენინგი

აღიარებული სერთიფიკაცია. კანონმებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი ტრენინგი. გამოცდილი და სერთიფიცირებული ინსტრუქტორები.

forklift-safety-trainingუსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის ჯანმრთელობის ადა შრომის უსაფრთხოების საბჭო სთავაზობს დაინტერესებულ ორგანიზაციებს უსაფრთხოების ტრენინგებს, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მომზადებას. ავტოკარის ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს ესწავლებათ მისი უსაფრთხო ექსპლოატაცია.
კურსის წარმატებით გავლისა და შესაბამისი საგამოცდო პროცედურების შემდგომ მონაწილეები მიიღეებენ უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საბჭოს სერთიფიკატს.
აკადემიის ტრენინგებით და კონსალტინგით უკვე შვიდი წელია წარმატებით სარგებლობენ წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები.

ტრენინგის ძირითადი საკითხები

- ჩანგლიანი სატვირთველას ზოგადი ანატომია
- ავტოკარი - განსაკუთრებული მექანიკური საშუალება
- ოპერატორთა ავტორიზაცია
- განსხვავება ავტოკარსა და ავტომობილს შორის
- საფრთხეები ავტოკართან მუშაობისას
- ავტოკართა საავარიო შემთხვევებს სტატისტიკა და მიზეზები
-- ავტოკართან მუშაობის დროს გამოწვეული სიკვდილიანობა
- ავტოკარის უსაფრთხოება
- სტაბილურობის სამკუთხედი
- ტვირთამწეობა
- ტვირთის ცენტრირება და პოზიცია
- უსაფრთხო ტარება
- ჩატვირთვის ბაქანი და ტრაილერები
- პარკირება
- ქმედებები ავტოკარის გადატრიალების დროს - სამუშაოსწინა შემოწმება:
-- ვიზუალური შემოწმების წრე
- საწვავის ჩატვირთვა
- ვიდეო მასალები
- სამახსოვრო ბუკლეტი

ტრენინგის ფორმატი

  • ლოკაცია: აკადემიის ტრენინგ ბაზა ან შემკვეთი ორგანიზაციის სამუშაო სივრცე (შესაბამისი პირობების არსებობისას)
  • შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფას ახდენს აკადემია. თუმცა ასევე შესაძლებელია შემკვეთის ტექნიკით მომზადება.
  • ტრენინგი ითვალისწინებს: თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ მეცადინეობასა და გამოცდას

ტრენინგის საფასური და სხვა პირობები

  • კურსის საფასური: 4200 ლარი ერთი ჯგუფისათვის
  • ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10
  • სერთიფიკატის ვალიდურობა: 2 წელი

კურსის ხანგრძლივობა და გრაფიკი

  • ტრენინგის თარიღი: თანხმდება ინდივიდუალურად
  • ხანგრლიძვობა: 12 და 8 საათიანი ოფციები (ტრენინგ-კონფიგურაციის მიხედვით)
  • საათები: თანხმდება ინდივიდუალურად და შესაძლოა გადანაწილდეს რამოდენიმე დღეზე
ტრენინგს გაუძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო სერთიფიკაციის მქონე ინსტრუქტორები. სრული ბიოგრაფია აკადემიის ინსტრუქტორებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდის შესაბამის სექციაში ან გამოითხოვოთ დამატებით ინფორმაციასთან ერთად რეგისტრაციის შემდეგ.
  • თქვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება
  • უსაფრთხოების რისკების შემცირება
  • თანამშრომელთა სერთიფიკაცია
  • სხვადასხვა უსაფრთხოების სტანდარტებთან თავსებადობა
  • ადგილობრივ კანონმდებლობასთან თავსებადობა
  • უფასო კონსულტაციები ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საბჭოს ექსპერტებთან
  • საკითხავი მასალები თითოეული მონაწილესთვის
  • თანამშრომელთა "თიმ ბილდინგი" და გუნდური მუშაობის გაუმჯობესება
  • მნშივნელოვანი რეპუტაციული აქტივი
  • დაკლიკეთ გვერდის სათავეში მოცემულ ღილაკს "ტრენინგის შეკვეთა"
  • თქვენ გადამისამართდებით შესაბამის აპლიკაციაზე, რომელიც სრულად უნდა შეავსოთ
  • აპლიკაციის წარმატებით შევსების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ დამადასტურებელ შეტყობინებას
  • აკადემიის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან პირველივე შესაძლებლობისას და გაგაცნობენ დამატებით ინფორმაციას
  • თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ გაცნობითი შეხვედრა ან წინასწარი კონსულტაცია ტრენინგის დასაგეგმად
  • შესაბამისი საორგანიზაციო პროცედურების გავლის შემდეგ, ჩაინიშნება თქვენი ტრენინგის თარიღი
  • თქვენ შეგიძლიათ შეათანხმოთ ტრენინგის ლოკაცია, განრიგი, გრაფიკი და სხვა პირობები
  • რეგისტრაციის დროს კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელ-ფოსტით: edu@globalcase.org-ზე