პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი

აღიარებული სერთიფიკაცია. კანონმებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი ტრენინგი. გამოცდილი და სერთიფიცირებული ინსტრუქტორები.

პირველადი დახმარებაუსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საბჭო წარმოგიდგენთ პირველადი სამედიცინო დახმარების სრულ ტრენინგს ორგანიზაციებისთვის. აღნიშნული ტრენინგი აუცილებელი და რიგ შემთხვევებში სავალდებულოა ორგანიზაციებისთვის. ორგანიზაციები, რომელთა თანამშრომლები მუშაობენ სხვადასხვა რისკ გარემოში, სხვადასხვა კომპანიები, რომელთა ბიზნეს სპეციფიკა ითვალისწინებს დიდი რაოდენობის ადამიანების მომსახურებას წარმოადგენენ მიზნობრივ ჯგუფს ამგვარი ტრენინგებისათვის. თქვენს თანამშრომლებს მოამზადებენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ინსტრუქტორები, ხოლო ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ მათ გადასცემენ "Golden Seal" სტანდარტის სერთიფიკატებს.
აკადემიის ტრენინგებით და კონსალტინგით უკვე შვიდი წელია წარმატებით სარგებლობენ წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები.

ტრენინგის მოდულები

ქვემოთ მოცემულია ტრენინგის საკითხები მოდულების მიხედვით. საკითხების სანახავად დაკლიკეთ შესაბამის მოდულს.

ტრენინგის ძირითადი საკითხები

- გარემოს უსაფრთხოების შეფასებითი მოქმედებები
- CABD- ალგორითმის მართვა - პრაქტიკული მეცადინეობა
- მოხრჩობის დროს ჰეიმლიხის მანევრის გამოყენება - პრაქტიკული მეცადინეობა
- არტერიული, ვენური, კაპილარული სისხლდენის მართვა
- სისხლდენის შეჩერება - პრაქტიკული მეცადინეობა
- დამწოლი და სამკუთხა ნახვევის, იმპროვიზირებული ლახტის დადება - პრაქტიკული მეცადინეობა
- არტერიული სისხლდენის დროს სისხლდენით გამოწვეული შოკის ხარისხების შეფასება - ობიექტური მონაცემებით: პულსი, წნევა, სუნთქვა
- ცხვირიდან სისხლდენის შეჩერება
- მუცლის მთლიანობის დარღვევის (ევენტერაციის) მართვა

ტრენინგის ძირითადი საკითხები

- საავტომობილო ტრავმები
- მოტეხილობისა და ამოვარდნილობის ამოცნობა და ფიქსაცია
- არტაშნების გამოყენება მოტეხილობების დროს
- პირველადი დახმარება ხერხემლის ტრავმის დროს - პრაქტიკული მეცადინეობა
- ფარზე გადაყვანა და კისრის საყელოს გაკეთება - პრაქტიკული მეცადინეობა
- ჰიპერთერმია (გადახურება, მზის დაკვრა) სიპტომების ამოცნობა და პირველადი დახმარება
- ჰიპოთერმია ანუ მოყინვა, სიმპტომების ამოცნობა და პირველადი დახმარება
- ელექტრო ტრავმა, გარემოს უსაფრთხოების შეფასება და პირველადი გადაუდებელი დახმარების ალგორითმით დაზარალებულის მართვა
- გველის და მორიელის შხამით მოწამვლის შემთხვევებში მოქმედება

ტრენინგის ფორმატი

  • ლოკაცია: აკადემიის ტრენინგ ბაზა ან შემკვეთი ორგანიზაციის სამუშაო სივრცე (შესაბამისი პირობების არსებობისას)
  • ტრენინგი ითვალისწინებს: თეორიულ სწავლებას, პრაქტიკულ მეცადინეობასა და გამოცდას

ტრენინგის საფასური და სხვა პირობები

  • კურსის საფასური: 1600 ლარი ერთი ჯგუფისათვის
  • ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 16
  • სერთიფიკატის ვალიდურობა: 2 წელი

კურსის ხანგრძლივობა და გრაფიკი

  • ტრენინგის თარიღი: თანხმდება ინდივიდუალურად
  • ხანგრლიძვობა: 16 და 8 საათიანი ოფციები (ტრენინგ-კონფიგურაციის მიხედვით)
  • საათები: თანხმდება ინდივიდუალურად და შესაძლოა გადანაწილდეს რამოდენიმე დღეზე
სასწავლო პროგრამა იმგვარად არის შემუშავებული, რომ მონაწილე ყველა საკითხზე, რომელსაც თეორიულად სწავლობს ადგილზევე ღებულობს პრაქტიკულ გაკვეთილს. სპეციალური სამედიცინო ეკიპირებითა და საშუალებებით ყველა მონაწილე ინსტრუქტორის ზედამხედველობით იმუშავებს სხვადსხვა სიტუაციურ სიმულაციებში. სტუდენტებს გადაეცემათ სახელმძღვანელოები, რომლებიც აკადემიამ სპეციალურად ამ კურსისთვის შეიმუშავა. სასწავლო კურსიც და სახელმძღვანელოებიც ქართულენოვანია.
  • თქვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება
  • საწარმოო და შრომის უსაფრთხოების რისკების შემცირება
  • თანამშრომელთა სერთიფიკაცია
  • სხვადასხვა უსაფრთხოების სტანდარტებთან თავსებადობა
  • ადგილობრივ კანონმდებლობასთან თავსებადობა
  • უფასო კონსულტაციები ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საბჭოს ექსპერტებთან
  • საკითხავი მასალები თითოეული მონაწილესთვის
  • თანამშრომელთა "თიმ ბილდინგი" და გუნდური მუშაობის გაუმჯობესება
  • მნშივნელოვანი რეპუტაციული აქტივი
ტრენინგს გაუძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილებისა და საერთაშორისო სერთიფიკაციის მქონე ინსტრუქტორები. სრული ბიოგრაფია აკადემიის ინსტრუქტორებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდის შესაბამის სექციაში ან გამოითხოვოთ დამატებით ინფორმაციასთან ერთად რეგისტრაციის შემდეგ.
  • დაკლიკეთ გვერდის სათავეში მოცემულ ღილაკს "ტრენინგის შეკვეთა"
  • თქვენ გადამისამართდებით შესაბამის აპლიკაციაზე, რომელიც სრულად უნდა შეავსოთ
  • აპლიკაციის წარმატებით შევსების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ დამადასტურებელ შეტყობინებას
  • აკადემიის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან პირველივე შესაძლებლობისას და გაგაცნობენ დამატებით ინფორმაციას
  • თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ გაცნობითი შეხვედრა ან წინასწარი კონსულტაცია ტრენინგის დასაგეგმად
  • შესაბამისი საორგანიზაციო პროცედურების გავლის შემდეგ, ჩაინიშნება თქვენი ტრენინგის თარიღი
  • თქვენ შეგიძლიათ შეათანხმოთ ტრენინგის ლოკაცია, განრიგი, გრაფიკი და სხვა პირობები
  • რეგისტრაციის დროს კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელ-ფოსტით: edu@globalcase.org-ზე